x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134584
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508658
დოსტოევსკის გამონათქვამები
image






























თედორე დოსტოევსკი, დაბადებული 1821 წლის 30 ოქტომბერს, უდიდესი რუსი მწერალი, რომანისტი და ესეისტი.ცნობილია განსაკუთრებული ხედვით და ადამიანის ფსიქოლოგიის წარმოჩენით ნებისმიერ კონტექსტში.





გამონათქვამები:


1)"წვრილმანებია უმთავრესი, წვრილმანები!.. დაღუპვითაც სწორედ ეს წვრილმანები ღუპავენ ხოლმე ყოველთვის ყველაფერს..."–"დანაშაული და სასჯელი"





2)"ზოგიერთ მსმელს მოთხოვნილებად აქვს გადაქცეული ელაპარაკოს ვისმე, მეტადრე თუ შინ სასტიკად ეპყრობიან და ჩაგრავენ."-"დანაშაული და სასჯელი"



3)"საკმარისია შევინარჩუნოთ ნება და გონიერება და თავის დროზე ყველა დაბრკოლება ძლეული იქნება."–"დანაშაული და სასჯელი"


4)"ადამიანი ბედნიერებისათვის არ იბადება. ადამიანმა უნდა დაიმსახუროს თავისი ბედნიერება."-"დანაშაული და სასჯელი"



5)"რა საზიზღარია ადამიანი, ყველაფერს ადვილად ეჩვევა."–"დანაშაული და სასჯელი"



6)"ადამიანებს შეუძლიათ იყვნენ მშვენიერნი და ბედნიერნი და არ დაკარგონ დედამიწაზე ცხოვრების უნარი. მე არ მინდა და არ შემიძლია დავიჯერო, რომ ბოროტება შეიძლება იყოს ადამიანის ნორმალური მდგომარეობა."–"იდიოტი"



7)"ადამიანებს ეს სიზარმაცით მოსდით, ერთმანეთს რომ ერთი შემთხვევით ახარისხებენ და ვერაფერს პოულობენ საერთოს..."-"იდიოტი"



8)" გულია მთავარი, სხვა დანარჩენი სისულელეა. ჭკუაც საჭიროა, ცხადია... შეიძლება ჭკუა იყოს ყველაზე მთავარი. სულელს თუ გული აქვს და ჭკუა არა, ისეთივე საცოდავია, როგორც ჭკვიანი, მაგრამ უგულო სულელი. ძველთაძველი ჭეშმარიტებაა. აი მე სულელი ვარ, გული მაქვს და ჭკუა არა, შენ კი ჭკვიანი, უგულო სულელი ბრძანდები; ორივენი უბედურები ვართ, ორივენი ვეწამებით."–"იდიოტი"



9)" ყველას გვაქვს ჩვენ-ჩვენი ნაკლი და ჩვენ-ჩვენი დამახასიათებელი რამ, სხვებს იქნებ იმათზე მეტიც, ვინც თითით საჩვენებლად ჰყავთ გამხდარი."-"იდიოტი"




10)" სწორედ იმითაა ფული ყველაზე მეტად საზიზღარი და საძულველი, რომ ის ნიჭსაც აძლევს ადამიანს და მისცემს კიდეც, ვიდრე ეს ქვეყანა იარსებებს."–"იდიოტი"




11)"თუ კაცობრიობას თავისი უკვდავების რწმენას მოუსპობთ, მყისვე დაეშრიტება არამარტო სიყვარული, არამედ ყოველგვარი სასიცოცხლო ძალა არსებობის გასაგრძელებლად.-"ძმები კარამაზოვები"



12)"–ნუთუ მართლა გწამთ, რომ თუ ადამიანები თავიანთი სულის უკვდავების რწმენას დაკარგავენ, ბოროტება არამარტო ნებადართული, არამედ აღიარებული იქნება ყველაზე აუცილებელ და ყველაზე გონივრულ შედეგად ყოველი ურწმუნოს ყოფისა?
- დიახ, ამას ვამტკიცებდი. არ არსებობს ზნეობა, თუ არ არის უკვდავება.
- ნეტარ ხარ, თუ ეს გწამთ, ანდა ძალიან უბედური!
- რატომ უბედური?
- იმიტომ, რომ თავად არ გწამთ თქვენი სულის უკვდავება.
- შესაძლოა, მართალი ხარ!... მაგრამ მე მთლად არ მიხუმრია...
- მთლად არ გიხუმრიათ, ჭეშმარიტად ასეა. ეს იდეა თქვენს გულს ჯერ არ გადაუწყვეტია და იტანჯება. მაგრამ ტანჯულსაც ზოგჯერ უყვარს სასოწარკვეთით თავის შექცევა სასოწარკვეთისავე გამო"–"ძმები კარამაზოვები"



13)" ადამიანისათვის თავისუფლებაზე უფრო მომხიბვლავი ამქვეყნად არაფერია, მაგრამ ასევე არაფერია მასზე უფრო მტანჯველი"–"ძმები კარამაზოვები"



ეს მხოლოდ მცირე ნაწილია ამ უდიდესი ადამიანის შემოქმედებიდან, რომელიც უდაოდ, იმსახურებს პატივისცემას თავისი მსოფლმხედველობის გამო, იმედი მაქვს მოგეწონათ სტატია..










2
2005
5-ს მოსწონს
ავტორი:მარი1515
მარი1515
2005
  
2016, 4 ივნისი, 23:58
ძალიან დიდი მადლობა ♥
2016, 4 ივნისი, 20:41
გაიხარე!!! ძალიან მომეწონა!
0 1 2