x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134545
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508599
სტუდენტობა განაჩენი თუ ბედნიერი წლები

imageალბათ ყველა მოსწავლე ოცნებობს სტუდენტობაზე, რადგან სმენიათ იმის შესახებ, თუ რა სასიამოვნოსა და საინტერესოს ხდის სტუდენტობა ცხოვრებას. ხშირად გვსმენია, როგორ ამაყად აცხადებს ჩვენი მშობლების თაობა (ვგულისხმობ 1960-1970წწ.), რომ სტუდენტური ცხოვრება ყველაზე დასამახსოვრებელი და სასიამოვნოა ცხოვრებაში, რომ ამ პერიოდს ვერაფერი შეედრება. მაგრამ, როცა "ახალი" სტუდენტები სტუდენტურ ცხოვრებაში ებმებიან აანალიზებენ, რომ ეს ის არ არის, რასაც ელოდნენ. განსაკუთრებით ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა უჭირთ იმ სტუდენტებს, რომლებიც არ ცხოვრობენ იმ ქალაქში, სადაც განათლებას იღებენ. აქ რამდენიმე ფაქტორია მნიშვნელოვანი: უპირველესია ის, რომ სტუდენტი (რომელიც არ ცხოვრობს იქ, სადაც განათლებას იღებს) შორდება ოჯახს საკმაოდ დიდი დროით. ასევე მას უწევს შეგუება ახალ გარემოსთან, ქალაქთან, ადამიანებთან, ჩნდება ახალი ურთიერთობების აუცილებლობა. სტუდენტებისთვის ერთადერთს, რასაც სახელმწიფო აკეთებს ეს არის 20 თეთრიანი მგზავრობა თბილისის მაშტაბით - ავტობუსებსა და მეტროში. თუმცა შედარებით ცუდ მდგომარეობაში არიან ის სტუდენტები, რომლებიც სხვა ქალაქებში სწავლობენ, მათ არანაირი შეღავათები არ გააჩნიათ. სახელმწიფო სრულიად უმოქმედო მდგომარეობაშია. სტუდენტს უხდება სამსახურის შოვნა, რადგან სხვა ქალაქში ცხოვრება დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. იმის მიუხედავად, თუ როგორია სტუდენტის ეკონომიკური მდგომარეობა, მაინც აუცილებელი ხდება სამსახურის პოვნა (სამსახური, სადაც გადაიხდიან საკმარისზე ნაკლებ თანხას და რომელსაც არავითარი კავშირი არ ექნება მომავალ პროფესიასთან).

1
173
შეფასება არ არის
ავტორი:მარიამ მსხილაძე
მარიამ მსხილაძე
173
  
მე ვიყავი ბოლო სტუდენტური თაობის წარმომადგენელი, რომელიც სტიპენდიას იღებდა და ამაზე ტკბილი დღე სტუდენტისთვის არ არსებობდა(( ახლა?..
0 1 1