x
მეტი
  • 03.05.2024
  • სტატია:134613
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508743
10 უცნაური პროფესია, რომელიც შესაძლოა არ იცოდეთ
მსოფლიოში უამრავი პროფესია არსებობს, ზოგო პრესტიჟული, ზოგი ნაკლებად, არის

ისეთი პროფესიებიც, რომლებსაც ცოტა ადამიანი ეუფლება, მაგრამ არსებობს ისეთებიც, რომლის შესახებად შესაძლოა არაფერი ვიცოდეთ.

წარმოგიდგენთ 10 უცნაურ პროფესიას:


კალმების "ექიმი"



როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, კალამს ისევე, როგორც ადამიანს ზოგჯერ

"მკურნალობა" ესაჭიროება. ამისთვის არსებობენ სპეციალისტები, რომლებიც თქვენს

საყვარელ კალამს სიცოხლეს დაუბრუნებს და საკმაოდ ხელმისაწვდომ ფასად.

image




წყლის შემმოწმებელი


ამ პროფესიის ადამიანებისა შეიძლება ბევრს შეშურდეს, რადგან მათი ამოცანა, მხოლოდ წყლის ატრაქციონების შემოწმებაა, ისინი ჩადიან წყალში და ამოწმებენ დაცულია

თუ არა ნორმები, იმისთის რომ ატრაქცინმა ნორმალურად იფუნქციონიროს.


image




ნაყინის დეგუსტატორი


იმისთვის რომ გახდეთ პროფესიონალი დეგუსტატორი ამ სფეროში, საჭიროა

ობიექტურად შეაფასოთ პროდუქტის ტექსტურა და შემადგენლობა, ნაყინის

დეგუსტატორზე დამოკიდებულია პროდუქტის შემდგომი წარმატებაც.


image



სახის კანის სპეციალისტები


ამაში მხოლოდ კოსმეტოლოგები და დერმატოლოგები არ იგულისხმებიან, ამ დარგის

სპეციალისტები მუშაობენ ისეთ კომპნიებში სადაც სახის კანის მოსავლელ საშუალებებს

აწარმოებენ.


image


შინაური ცხოველების საკვების დეგუსტატორი


როგორც ჩანს უცნაური პროფესიებს საზღვარი არ გააჩნია. იმისთვის რომ ჩვენი

საყვარელო ოთხფეხა მეგობრები გემრიელ და სასარგებლო საკვებს მიირთმევდნენ,

აუცილებელია ის დეგუსტატორმა შეაფასოს ხარისხით, სუნით და გემოთი.


image



სიცილის თერაპევტი


ამ პროფესიის ადამიანებს ევალებათ, იყვნენ ყოველთვის კარგ ხასიათზე, რათა

პაციენტებს პოზიტიური გარემო შეუქმნან, ცნობილია რომ სიცილის დროს იზრდება

ენდორფინების დონე ჩვენს ორგანიზმში, რაც სტრესის დაძლევაში გვეხმარება.


image



ბანანის სიმწიფის სპეციალისტი


ცოტა ადამიანმა თუ იცის, რომ სანამ ბანანი ჩვენამდე ანუ მომხმარებლამდე მოაღწევს

მას ატარებენ სპეციალურ " გაზის კამერაში"იმისთვის რომ სწრაფად დამწიფდეს, ამას რა თქმა უნდა სპეციალისტები აკეთებენ.

ექსპორტირების დროს ბანანი ჯერ კდევ მწვანეა.


image


ავეჯის შემმოწმბელი


როდესაც ყიდულობთ ახალ დივანსა თუ სავარძელს, მას უკვე გავლილი აქვს შემოწმება

გამოცდილი პროფესიონალების მიერ, რომლებიც აფასებენ მის ხარისხსა და

უსაფრთხოებას.


image



ქაღალდის პირსახოცების "დეგუსტატორი"


ძნელი წარმოსადგენია რომ ამ სპეცილობის ადამიანები არსებობენ, მაგრამ ფაქტია რომ

ასეა, კომპანიები რომლებიც ქაღალდის ხელსახოცებსა და პირსახოცებს აწარმოებენ,

სპეციალურად ქირაობენ ადამიანებს, რომლებსაც კარგი ყნოსვა აქვთ, მათ უნდა

უზრუნველყონ, რომ პროდუქტს სასიამოვნო სუნი და მიმზიდველობა ჰქონდეს.


image


0
356
4-ს მოსწონს
ავტორი:მოზამბიკელი
მოზამბიკელი
356
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0