x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134573
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508653
4 წლის ბიჭუნამ ისეთი რამ დახატა, რისთვისაც პოლიციის გამოძახება გახდა საჭირო (+ვიდეო)

image
დიდ ბრიტანეთში საბავშვო ბაღის თანამშრომლები ოთხი წლის მუსულმანი ბავშვის ნახატმა დააფრთხო. ბავშვმა დახატა მამა, რომელიც კიტრს (cucumber) ჭრიდა, თუმცა აღმზრდელებმა "კიტრის" ნაცვლად გაიგონეს სიტყვე "ბომბი" (cooker-bomb). დამფრთხალმა მასწავლებლებმა არა მხოლოდ პოლიცია გამოიძახეს, არამედ ბავშვის დერადიკალიზაციის პროგრამის წარმომადგენლებისთვის გადაცემასაც აპირებდნენ.

როგორც აღმოჩნდა, პატარა ბიჭუნამ უბრალოდ მამა დახატა, რომელიც დანით კიტრს ჭრიდა, იუწყება ბრიტანული გამოცემა The Guardian.

ბიჭუნას დედა იძულებული გახდა გადაეღო ვიდეო, რომელზეც შვილს აჩვენებს კიტრს და ეკითხება "რა არის ეს?", - "კიტრი" (cucumber) - პასუხობს პატარა. კარგად თუ მოვუსმენთ ვიეოჩანაწერზე აშკარად გავიგებთ, რომ ბავშვის მიერ წარმოთქმული სიტყვა cucumber ძალიან ჰგავს სიტყვას cooker-bomb, რაც "ხელნაკეთ ბომბად" შეიძლება გადმოვთარგმნოთ.



ბიჭუნას დედამ აღიარა, რომ იმედგაცრუებულია, რადგან მას შემდეგ, რაც ყველაფერი გაირკვა აღმზრდელებმა ბოდიშიც კი არ მოიხადეს. "ხროვასავით მომცვივდნენ, მიჩვენებდნენ რაღაც საბუთებს, ქაღალდებს. ძალიან სამწუხაროა, რომ ჩემი შვილი ამ ყველაფრის ნაწილი გახდა", - განაცხადა დედამ.

ამას გარდა, ბავშვის დედის თქმით, იგი ერთ-ერთ აღმზრდელს შეეკითხა, ჰგავდა თუ არა ის და მისი ოჯახი ტერორისტებს, რაზეც აღმზრდელმა ასეთი პასუხი გასცა: " და რა, ჯიმი სევილი (ბრიტანელი დიჯეი, რომელიც რაინდის ორდენით დააჯილდოეს, თუმცა მისი გარდაცვალების შემდეგ აღმოჩნდა, რომ არასრულწლოვნებზე სექსუალურ ძალადობას სჩადიოდა.) ჰგავდა კი პედოფილს?"

აღნიშნულმა ფაქტმა ინტერნეტში დიდი გამოხმაურება გამოიწვია. ინტერნეტ მომხმარებელთა ნაწილმა საბავშვო ბაღის თანამშრომელთა ქცევა ისლამოფობიად შერაცხა, ზოგმა კი ირონიული ილუსტრაციებიც გამოაქვეყნეს, როგორიცაა, მაგალითად ქვემოთ მოცემული "კიტრის ბომბა".

image

მიუხედავად ამისა, დედა არ აპირებს ბავშვის სხვა ბაღში გადაყვანას. თუმცა შვილს სთხოვა ბაღში ყოფნისას თავი შეიკავოს ხატვისგან. ამაზე ბიჭუნამ უპასუხა : "არაფერს დავხატავ...მხოლოდ სახლს ან დისტანციური მართვს პულტს..." – "არ გაბედო პულტის დახატვა!" - შეჰყვირა დედამ.

The Guardian-ში გამოთქმული მოსაზრების მიხედვით, პრობლემა არა აღმზრდელთა მხრიდან ბავშვების მიმართ ზედმეტი ყურადღებაა, არამედ სოციალურ სამსახურებზე ზეწოლა სახელმწიფოს მხრიდან, რომელიც მოითხოვს ბავშვებს შორის ექსტრემიზმისა და რადიკალური ისლამის პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლას. აღსანიშნავია, ომ ლუტონში, სადაც ზემოაღნიშნული ფაქტი მოხდა, ქალაქის მაცხოვრებელთა დაახოებით მესამედს მუსულმანები წარმოადგენენ.

სახლი ტერორისტებით

დიდ ბრიტანეთსი ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა შეცდომის გამო ბავშვს ეჭვით უყურებენ. ორიოდე თვის წინ კიდევ ერთი მუსულმანი ბავშვი გახდა მსგავსი სკანდალის მიზეზი მას შემდეგ, რაც დაწერა, რომ ცხოვრობს "ტერორისტების სახელში" (terrorist house), სიამდვილეში კი უნდა დეწერა "ტერასიან სახლში" (terraced house).

მასწავლებელი ვერ მიხვდა, რომ საქმე უბრალოდ გრამატიკულ შეცდომასთან ჰქონდა და პოლიცია გამოიძახა. "ახლა მას წერითი სამუშაოსი ეშინია", - თქვა ბიჭის ბიძაშვილმა. ბავშვის ნათესავებმა ასევე განაცხადეს, რომ პოლიციის მოსვლა ტავიდან ხუმრობა ეგონათ.

აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარები ინტერნეტშიც გაკეთდა:

"როგორც ჩანს გრამატიკული პოლიცია უკვე რეალობად იქცა", - დაწერა ერთ-ერთმა ინტერნეტ მომხმარებელმა.

"ბავშვობაში ჩემი საყვარელი კინო იყო "ვარსკვლავური ომები: ჯიჰატის დაბრუნება... ანუ ჯედაის", - ვკითხულობთ კიდევ ერთი მომხარებლის Twitter-ზე.

ტერორიზმთან ბრძოლის სესახებ კანონის თანახმად, ბრიტანეთში სკოლები და კოლეჯები ვალდებულია აღკვეთოს თავიანთი მოსწავლეების ტერორისტულ საქმიანობაში ჩართვა. ზოგიერთი კრიტიკოსი მასწავლებლებს ადანაშაულებს იმაში, რომ კანონის დარღვევის შიშით ზედმეტად მწვავედ რეაგირებენ სხვადასხვა სიტუაციებზე და კარგავენ საღად აზროვნების უნარს.







1
751
6-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
751
  
2016, 14 მარტი, 10:43
გავაზიარე
0 1 1