x
მეტი
  • 30.04.2024
  • სტატია:134528
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508648
მსოფლიო ჩემპიონატი სე@ში ნაადრევად დასრულდა
image

მსოფლიო ჩემპიონატს სექსში, რომელიც ესპანეთში გაიმართა, შვიდი მონაწილე გამოაკლდა და ამის გამო ნაადრევად დასრულდა. ორგანიზატორებმა დაჯილდოების ცერემონიის ვიდეო YouTube-ის არხზე გამოაქვეყნეს.


შვედეთის სექს ფედერაციის (SSF) მიერ ორგანიზებული მსოფლიო ჩემპიონატი 5 მარტს დაიწყო და 5 აპრილამდე უნდა გაგრძელებულიყო.


ქალაქ მალაგაში შეიკრიბნენ მონაწილეები გერმანიიდან, იტალიიდან, აშშ-დან, ნორვეგიიდან, შვედეთიდან, კოლუმბიიდან, ბრაზილიიდან, ნიგერიიდან და ხორვატიიდან. თუმცა ორგანიზატორებს კონკურსის შეწყვეტა და გამარჯვებულების გამოცხადება მოუწიათ მარტის ბოლოს. როგორც ჩემპიონატის ორგანიზატორმა დრაგან ბრატიჩმა განმარტა, მონაწილეთა ნაწილი იძულებული გახდა დაეტოვებინა შეჯიბრი ტრავმების გამო, ზოგი კი დისკვალიფიცირებული იყო ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მოხმარებისთვის, რაც აკრძალულია SSF-ის წესდებით.


image

ამის შემდეგ, ბრატიჩის თქმით, გაძევებულმა მონაწილეებმა ორგანიზატორები სუტენიორობაში და კონკურსისთვის დაპირებული თანხის გადაუხდელობაში დაადანაშაულეს. ორგანიზატორებმა უარყვეს ეს ბრალდებები და განაცხადეს, რომ თანხას 5 აპრილის შემდეგ გადაიხდიდნენ.


ჩემპიონატის ვებსაიტზე ხმის მიცემის გვერდის მიხედვით, კონკურსიდან გამოეთიშა: ანა ვიქტორია და დიდი ჯონი შვედეთიდან, კარლი პეიჯი და ჯერმეინ ლავანდერი აშშ-დან, ასევე ლათინ ბარბი კოლუმბიიდან და მარკუს ლონდონი დიდი ბრიტანეთიდან.


კონკურსის დასაწყისში ანა ვიქტორია პირველი ადგილს იკავებდა. ჩემპიონატში მონაწილეობა მიიღო 2023 წლის ევროპის სექს ჩემპიონატის გამარჯვებულმა მარია ზადრავეცმაც, თუმცა მისი გვერდი ახსნა-განმარტების გარეშე საიტიდან წაშალეს. მარკუს ლონდონმა კი ტრავმა მიიღო.


შედეგად მამაკაცთა შორის სექსში მსოფლიოს ჩემპიონად კაპიტანო ერიკი აღიარეს, ქალებში კი შვედი ნაუსი ლავი. ჩემპიონატის საუკეთესო ახალბედებად ნორვეგიელი ჯაქს სველერი და ბრაზილიელი შარლოტა მუნი დაასახელეს.


1
1447
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
1447
  
10 აპრილი, 16:01
რა კრიტერიუმით ხდებოდა შეფასება?
0 1 1