x
თამაშის როლი ბავშვის განვითარებაში

imageსაინტერესოა რა როლი მიუძრვის ბავშვის განვითარებაში თამაშს, რომელიც ამ პერიოდში მისი ქცევის წამყვანი ფორმაა.ზოგადად რომ ვთქვათ, თამაში გავლენას ახდენს პიროვნების განვითარებაზე, ამ
დროს ყალიბდება ბავშვის ფსიქიკური თვისებები და პიროვნული თავისებურებები.ეს მნიშვნელოვანია მისი სოციალური და გონებრივი განვითარებისთვის.თამაშში ბავშვი იძენს ისეთ უნარებს, რომელების ეხმარება მას დაამყაროს ურთიერთობები ადამიანებთან.

ალბათ უფრო საინტერესო იქნება კონკრეტულად ჩამოვაყალიბოთ რა როლი მიუძღვის თამაშს ბავშვის განვითარებაში:


1.ბავშვი იძენს ვერბალურ და არავერბალურ კომუნიკაციის
უნარს.ამას ის როლების გათამაშებით ახერხებს.


2.ბავშვი იძენს გუნდური მუშაობის უნარს.


3.თამაში ეხმარება ბავშვს ისწავლოს კარგისა და
ცუდის გარჩევა.


4.ბავშვი თამაშის დროს ირგებს სხვადასხვა როლებს(მაგალითად
მასწავლებლის ან კოსმონავტის), რისი საშუალებითაც ის ეცნობა სხვა ადამიანის როლებს.ეს ეხმარება მას განივითაროს ფანტაზია, ისწავლოს ურთიერთობის ახალი ფორმები, გაეცნოს სოციალურ ურთიერთობებს, ნორმებსა და კულტურულ ტრადიციებს.


5.თამაში იწვევს სიხარულის ემოციას, რაც აუცილებელია
ბავშვის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის.


6.თამაში ანვითარებს სხვა ბავშვებისა და ადამიანებისადმი
სიყვარულსა და კეთილგანწყობას.


7.თამაში ანვითარებს სწავლის უნარს, შემოქმედებითობას, ინიციატივას.


ბავშვი ყოველდღე თამაშობს სხვადასხვა თამაშის
ფორმით.არსებობს თამაშის ფორმები, რომლებსაც ბავშვის ფსიქიკურ განვითარებაში კონკრეტული როლი აქვს.5-6 წლის ბავშვებისთვის დამახასიათებელია:მოტორული თამაშები, თამაში -”ბრძოლა”, როლური და წესებიანი თამაში.


მოტორული თამაშები-ამ ფორმას მიეკუთვნება ისეთი მოტორული აქტიობები, როგორებიცაა სირბილი, ხტუნვა და ა.შ.ასეთი თამაში ბავშვებს დიდ სიამოვნებას ანიჭებს და ხელს უწყობს მათ განივითარონ კოორდინაცია.


თამაში -”ბრძოლა”-ასეთი თამაში ბავშვს საშუალებას აძლევს დახარჯოს ზედმეტი ენერგია, ფიუზიკურად ივარჯიშოს, შეიკავოს ემოციები, გააკონტროლოს
იმპულსები, გადაეჩვიოს ნეგატიურ ქცევას.ხშირად მშობლები ასეთ თამაშს ბავშვებს უშლიან, რადგან ეშინიათ ეს თამაში ჩხუბში არ გადაიზარდოს, თუმცა ეს მხოლოდ თამაშია და არა ჩხუბი, ამიტომაც ამის აკრძალვა არ ღირს.


როლური თამაში-ბავშვები ირგებენ სხავადასხვა როლებს, ისინი ბაძავენ უფროსების ქცევას.ამით ეცნობიან ურთიერთობის ფორმებს, თუ რა ქცევაა დამახასიათებელი სხვადასხვა პროფესიის ადამიანისთვის.


წესებიანი თამაში-ბავშვები ადგენენ წესებს.ასეთ თამაშს ყავს დამარცხებული და გამარჯვებული, ამიტომ ბავშვი სწავლობს წაგებასა და მოგებას.წესებიანი
თამაში მოითხოვს გარკვეულ კოგნიტურ უნარებს, ბავშვმა უნდა გათვალოს რა შედეგი მოჰყვება მის ქცევას.


რა თქმა უნდა, ბავშვი ვერ ხვდება თამაშის როლის მნიშვნელობას.აუცილებელია, მშობელი ჩართული იყოს მის აქტიობებში, შესთავაზოს შვილს გარკვეული თამაშები და ამით დაეხმაროს მას განივითაროს ის კონკრეტული უნარები, რომლებზეც ჩვენ უკვე ვისაუბრეთ.

0
158
შეფასება არ არის
ავტორი:თამარი აბაშმაძე
თამარი აბაშმაძე
158
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0