x
სიყვარულის სამკუთხედის თეორია

imageსიყვარული ეს რთული და მნიშვნელოვანი საკითხია, რომელიც სოციალური ფსიქოლოგების მიერ

შეისწავლება.


რა არის სიყვარული? ყველა ადამიანს ეს საკითხი თავისებურად
ესმის.ზოგი მათგანისთვის სიყვარული ეს ფიზიკური ვნებაა, ზოგისთვის კი ხანგრძლივი სითბოს
წარმოადგენს.ადამიანების ნაწილს სჯერა ერთი ნახვით სიყვარულის, ნაწილი კი ფიქრობს, რომ
სიყვარული ნელ-ნელა ვითარდება.არსებობს სხვადასხვა სიყვარულის თეორიები.მე კი შემოგთავაზებთ
სტერნბერგის სიყვარულის თეორიას, რომელსაც სიყვარულის სამკუთხედის თეორია ეწოდება.


imageსტენბერგი მიიჩნევდა, რომ სიყვარულს აქვს 3 შემადგენელი
კომპონენტი.ესენია:
ინტიმურობა-სიახლოვე, რომელსაც გრძნობენ პარტნიორები.ახლო ურთიეორთობების სურვილი, ადამიანებს
სიამოვნებთ ერთმანეთთან ურთიერთობა.


ვნება -ფიზიკური ლტოლვა, რომელსაც მივყავართ სექსუალურ
ურთიერთობასთან.


გადაწყვეტილება/ვალდებულება-ეს კომპონენტი შეიცავს ხანმოკლე
და ხანგრძლივ ასპექტებს.ხანმოკლე ასპექტი აისახება გადაწყვეტილებაში, რომ ერთ ადამიანს
უყვარს მეორე, ხოლო ხანგრძივი კი-ავალდებულებს შეინარჩუნოს ეს ურთიერთობა.


imageამ სამი კომპონენტის საფუძველზე სტერნბერგი გამოყოფს
შვიდი სახის სიყვარულს, რომლებიც ამ სამი კომპონენტის კომბინაციებია.თითოეული სიყვარულის
სახე მოიცავს ერთ კომპონენტს მაინც.

პირველ რიგში, განვიხილოთ სიყვარულის სახეები, რომლებიც
შეიცავს მხოლოდ ერთ კომპონენტს.ესენია:


1.მოწონება-ამ სახის სიყვარული შეიცავს მხოლოდ ინტიმურობას.ხასიათდება
სიახლოვის გრძნობით და ნდობით, ვნებისა და ვალდებულებების გარეშე.


2.ძლიერი გატაცება-შეიცავს მხოლოდ ვნებას.ხასიათდება
ფიზიკური მიზიდულობით.ხშირად ამ ტიპის სიყვარული ხდება ურთიერთობის დასაწყისი.ამ ტიპის
სიყვარულს აკლია ემოციური სიახლოვე და ერთგულება.


3.ჩამქრალი სიყვარული-შეიცავს მხოლოდ გადაწყვეტილება/ვალდებულებას.სიყვარულს
აკლია ემოციური სიახლოვე და სექსუალური მიზიდულობა.


ამ სამი ტიპის სიყვარული ნაკლებას სტაბილურია, ვიდრე
სხვა სახის სიყვარულები, რომლებიც ეფუძვნება ორ კომპონენტს.ესენია:


1.რომანტიკული სიყვარული-მას ახასიათებს ინტიმურობა
და ვნება..ინდივიდები ფიზიკურად და ემოციურად იზიდავენ ერთმანეთს, მაგრამ ვალდებულებების
გარეშე.როგორც რომანტიკულ სიყვარულს აკლია სწორედ ვალდებულება.ასეთი სიყვარული უფრო
გავრცელებულია თინეიჯერებში.


2.მეგობრობა-სიყვარული-შეიცავს ინტიმურობასა და ვალდებულებებს.ამ
ტიპის სიყვარული როგორც წესი გვხვდება ხანდაზმულებში, როგორიცაა გრძელვადიანი ქორწინება, რომელშიც
ვნება გაფერმკრთალებულია.


3.მოგონილი სიყვარული-შეიცავს ვნებას და ვალდებულებას.არ
გააჩნია ემოციური კავშირი და სიახლოვე.


სიყვარულის სახე, რომელიც მოიცავს აღნიშნულ სამივე კომპონენტს
ეწოდება სრულყოფილი სიყვარული.ეს ფორმა დამახასიათებელია იდეალური წყვილებისათვის.სტერნბერგის
მიხედვით ასეთი ურთიერთობა სტაბილურია, ახასიათებს მეგობრული, ინტიმური სიახლოვე, სექსუალური ურთიერთობა იდეალურია და ხანგრძლივი.ასეთი სიყვარულის შენარჩუნება უფრო
ძნელი და საპასუხისმგებლოა, ვიდრე მისი მიღწევა.

0
166
2-ს მოსწონს
ავტორი:თამარი აბაშმაძე
თამარი აბაშმაძე
166
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0