x
როგორ ვლინდება კრეტიულობა ადამიანების ცხოვრებაში

imageტერმინი კრეატულობა მომდინარეობს ლათინური
სიტყვიდან creatio, რაც ნიშნავს რაიმის შექმნას. კრეატულობა გულისხმობს ადამიანის შესაძლებლობას, შექმნას ახალი, ორიგინალური პროდუქტი თავისი საქმიანობის სხვადასხვა სფეროში. ეს არის არაშაბლონური აზროვნება, რომლის მეშვეობით პიროვნებას შეუძლია თითქოს ჩვეულებრივსა და გასაგებ სამყაროს მოვლენებში რაღაც უჩვეულოს დანახვა. კრეატიულობის ერთ ერთი პირველი განსაზღვრება ეკუთვნის სიმპსონს და მისი აზრით, კრეატულობა არის ადამიანის უნარი დაძლიოს აზროვნების სტერეოტიპული საშუალებანი. ფიქსირებული მიმართებების გარღვევისა და მათ მიღმა ჭვრეტის გარეშე არ იარსებებდა აინშტაინის, გალილეის, არქიმედესა და სხვა კრეატული პიროვნებების აღმოჩენები. მათ შეძლეს, რომ არსებულ ცოდნაში ნაკლოვანებები და დისჰარმონია შეემჩნიათ და დასვეს შემოქმედებითი აზროვნებისათვის უმნიშვნელოვანესი კითხვა “რატომ?’’.

ყოველი აზროვნების აქტი შემოქმედებითია, რადგანაც აზროვნების პროცესის შედეგად ახალ ცოდნას ვიძენთ. ნებისმიერი პრობლემური სიტუაციის გადაწყვეტა პიროვნების გამოცდილებას ახალი შინაარსით ამდიდრებს, შემდგომში მან იცის მსგავს სიტუაციაში როგორ იმოქმედოს. კრეატიული აზროვნების შედეგი უკვე ცნობილი ცნებებისა და ოპერაციების გამოყენება კი არ არის, არამედ, ახალი ხატების, მნიშვნელობების და ამოცანის ამოხსნის წესების შექმნაა. ასევე აღსანიშნავია, რომ პოზიტიურ ფსიქოლოგიაში კრეატიულობა ძალიან მნიშვნელოვანი უნარია ცხოვრებით კმაყოფილების მისაღწევად.


შემოქმედებითობის ცნება ყურადღების ცენტრში მე-20 საუკუნის პირველი ნახევრის მიწურულს მოექცა. 90-იანი წლების მიდგომა შემოქმედობითობის მიმართ განსხვავდება მე-20 საუკუნის პირველი ნახევრის მიდგომისაგან. ის შემოქმედებითობას იკვლევს ყოველდღიურ ცხოვრებაში და არ მოიაზრებს მას, როგორც ერთეულთა ხვედრს. მისი ამოსავალი წერტილი არ არის „პროდუქტი", კონკრეტული გამოგონება. ის აქცენტს აკეთებს პროცესზე, განვითარებაზე.


კრეატიულობის თეორიების განხილვისას ასხვავებენ კრეატიულობის მასშტაბს
- ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოვლენილს და გენიოსებისთვის დამახასიათებელს. მეცნიერების აზრით, მხოლოდ ექსტრაორდინალურ ადამიანებზე აქცენტის გაკეთებამ შესაძლებელია ყოველდღიური კრეატიული გამოცდილება უგულებელყოს. შემოქმედებითობის განვითარებისას დიდი მნიშვნელობა ენიჭება ემოციის გამოწვევას, რაც სხვადასხვა ინსტრუმენტით მიიღწევა.


კრეატიულობისას, ანუ შემოქმედებითი აზროვნებისას რამდენიმე სააზროვნო უნარის გამოყენება და ბალანსირება ხდება: 1. სინთეზური აზროვნების უნარის, რომელიც ახალი იდეების წარმოშობის უნარია; 2. ანალიტიკური აზროვნების უნარის, რომლის მეშვეობითაც იდეების ანალიზი და შეფასება ხდება (კრიტიკული აზროვნება) და 3. პრაქტიკული აზროვნების უნარის - კრეატიული ადამიანი ამ უნარს თეორიის პრაქტიკად გადაქცევის, კარგი იდეის ხორცშესმისათვის იყენებს. მნიშვნელოვანია
ამ სამივე უნარის განვითარების ხელშეწყობა.

ბევრი ფსიქოლოგი და მეცნიერი თავის მემუარებში ხაზს უსვამენ შემოქმედებითი პროცესის არაცნობიერ სტადიას, როდესაც ხდება იდეის, პრობლემის ინკუბაცია. ეს ყველაზე გაუგებარი და ყველაზე საინტერესოსტადიაა შემოქმედებითი აზროვნების პროცესში.
შეიძლება დიდი ხანი ცნობიერად აქტიურად მუშაობდეს პრობლემაზე, ფიქრობდეს, მაგრამ სასურველ შედეგს ვერ მიაღწიოს, გადის დრო, პიროვნება შეიძლება სპეციალურად და მიმართულად არ ფიქრობდეს გადასაწყვეტ საკითხზე, მაგრამ რასაც არ უნდა აკეთებდეს ისე არის განწყობილი, რომ ყველა შთაბეჭდილება ამ პრობლემის გარშემო ილექება და პიროვნებისათვის მოულოდნელად, უცბად ხდება პრობლემის წვდომა. არაცნობიერი მუშაობის შედეგად პიროვნების ცნობიერებაში თავსიჩენს ახალი
იდეა.


ე.თორანსი შემოქმედებითი აზროვნების უნარს განიხილავს, როგორც პიროვნებებს

შორის რეალურ განსხვავებას. კრეატულობა თორანსის მიხედვით არის ადამიანის
მიერ არსებულ ცოდნაში ხარვეზების, ნაკლოვანებების, დისჰარმონიის აღქმის უნარი.
შემოქმედებითი აქტი მოიცავს სიძნელის განცდას, გადაწყვეტის ძიებას, ჰიპოთეზების
აღმოჩენას და ჩამოყალიბებას, მათ შემოწმებას, შედეგების ანალიზს.

შემოქმედებითობის კვლევის ერთ-ერთი მეთოდია ალტერნატიული გამოყენების ტესტი, რომელიც მოითხოვს ცალკეულმა პირებმა დაასახელონ ყველა ის მოქმედება, რომელიც შეუძლიათ გაკეთონ X საგნით (მაგ: ჩაქუჩი, აგური, სკამი).
მათი ჩამონათვალის მიხედვით შესაძლებელი იქნება აღინიშნოს პიროვნების ორიგინალურობა, მოქნილობა, მეტყველების შეუფერხებლობა და სრულყოფა. ზოგი
მეცნიერი განიხილავს, რომ მნიშვნელოვანია ტესტში ყუარდღება მიექცეს პასუხების სისწორესა და შესაბამისობას, რადგან შემოქმედებითი იდეები არ უნდა იყოს მხოლოდ ორიგინალური, ისინი უნდა იყოს სასარგებლოც.


სხვა ფართოდ გავრცლებული შემოქმედებითობის საზომი არის
Mednick and Mednick’s --ის უმნიშვნელო გაერთიანებების ტესტი. ეს 30 პუნქტიანი ფსიქომეტრული ტესტი ეფუძნება შეკითხვებს, რომელსაც უნდა გაეცეს მხოლოდ ერთი სწორი პასუხი, ის შეიცავს მხოლოდ ღია ტიპის შეკითხვებს. Mednick’s იდეა იყოის, რომ უმნიშვნელო და უჩვეულო ასოციაციები შეიძლება ყოფილიყო ადამიანის გონებაში ახალი იდეების გაჩენის ინდიკატორი. უნდა აღინიშნოსისიც, რომ უმნიშვნელო გაერთიანებები არის ჩვეულებრივზე მეტად ორიგინალური.


ამერიკელმა ფსიქოლოგმა ჰ. ტრიკმა შემოქმედებითი აზროვნების ფსიქოლოგიურ კვლევათა უზარმაზარი მასივი ოთხ კატეგორიად დაყო იმის მიხედვით, თუ
რა წარმოადგენს ფსიქოლოგთა ინტერესის ობიექტს:


1. შემოქმედებითობის, კრეატულობის, როგორც პროდუქტის კვლვევა. ამ მიმართულების ავტორების მიერ შემოქმედებითი აზროვნება შეისწავლება შედეგის მიხედვით;


2. შემოქმედებითობის, კრეატულობის, როგორც პროცესის კვლევა.სხვადასხვა ფსიქოლოგები გამოყოფენ შემოქმედებით აზროვნების სხვადასხვა სტადიებს, დონეებს და ტიპებს. შემოქმედებითი პროცესის სტადიების კვლევა პირველად ინგლისელმა მეცნიერმა უოლესმა დაიწყო. იგი გამოყოფდა 4 ფაზას: 1. მომზადება; 2. იდეის მომწიფება; 3. განათება; 4. შემოწმება.


3. შემოქმედებითობის, კრეატულობის, როგორც უნარის კვლევა. შემოქმდებეთი
აზროვნების, როგორც პიროვნების სპეციფიკური უნარის გაგებაში დიდი როლი შეასრულეს ჯ. გილფორდის (1983, 1986) და ე. თორანსის (1982) კვლევებმა. ჯ. გილფორდი გამოყოფს კრეატულობის განმსაზღვრელ 4 ძირითად ფაქტორს: 1. ორიგინალურობა – სხვადასხვა ასოციაციების პროდუცირების უნარი;
2. სემანტური მოქნილობა –ობიექტის ფუნქციის გამოყოფის უნარი და მისი ახლებურად გამოყენების უნარი; 3. ხატოვანი ადაპტური მოქნილობა – სტიმულის ფორმის შეცვლის,
მასში ახალი შესაძლებლობების დანახვის უნარი;
4. სემანტური სპონტანური მოქნილობა – სხვადასხვა იდეების პროდუცირების უნარიგანუსაზღვრელ სიტუაციაში. გილფორდისათვის შემოქმედებითი უნარი რაღაც ჰიპოთეტური სტრუქტურებია, რომლებიც ვლინდება ტესტების სკალებს შორის ინტერკორელაციების შედეგად.


4. შემოქმედებითობის, კრეატულობის, როგორც მთლიანი პიროვნების ნიშნის შესწავლა. შემოქმედებითი აზროვნება პიროვნების თვისებად განიხილიება და უკავშირდება
მოტივაციას, განწყობებს, პიროვნულ თვისებებს. ამ თვალსაზრისით საინტერესოა კეტელის, მასლოუს, მადის შრომები.


ზოგადად, შემოქმდებითი აზროვნების ტესტური თუ ექსპერიმენტურლი კვლევის
დროს მეტად მნიშვნელოვანია ის თუ რამდენად ვალიდურია ესქპერიმენტული მოდელი
ან ტესტი. გარდა ტესტური მეთოდისა ფსიქოლოგიაში შემოქმედებითი აზროვნების
შესწავლის სხვა მეთოდსაც იყენებენ. თვით შემოქმედების სპეციფიკურობიდან, მისი სირთულიდან გამომდინარე, სრულყოფილი შესწავლის მეთოდი, რომელიც ნათელს
მოჰფენდა შემოქმედებითი აზროვნების პროცესს, არ არსებობს. ფსიქოლოგები
წარმატებით იყენებენ თვით შემოქმედის თვითდაკვირვების მონაცემებს, საკუთარი
შემოქმედების პროცესის მსვლელებოზე. აგრეთვე, იყენებენ ბიოგრაფიულ მეთოდს,
ანკეტირებას, ექსპერიმენტულ მეთოდებს.




ბაია კუბლაშვილი

0
253
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ბაია კუბლაშვილი
ბაია კუბლაშვილი
253
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0