x
განქორწინება და მისი სოციალურ-ფსიქოლოგიური მახასიათებლები
imageგანქორწინება ოჯახური წყვილის კრიზისული განვითარების შედეგია. დიდი ხნის წინათ განქორწინება ცალსახად ნეგატიურ მოვლენად განიხილებოდა, დღეს კი, პოზიტიურადაც კი შეიძლება მივიჩნიოთ, როგორც სტრესული სიტუაციიდან თავის დაღწევა. იმ ეტაპმა, რომელიც კრიზისულია წყვილის ცხოვრებაში შეიძლება საფრთხე მიაყენოს ბავშვების ფსიკიქას.განქორწინება განიხილება, როგორც პროცესი და არა მოვლენა. ის იწყება მაშინ, როცა მეუღლეები იწყებენ ფიქრს გაყრაზე და სრულდება ცხოვრების დამოუკიდებელი სტილის ფორმირებით.

განქორწინებით პროცესში შეიძლება გამოვყოთ 4 ფაზა:

1. ფიქრი განქორწინებაზე და გადაწყვეტილების მიღება - ამ ფაზის განმავლობაში ჩხუბი და კონფორტაცია ცოლ-ქმარს შორის ხდება ქრნიკული. მატულობს შფოთვა, ცუდი გუნება-განწყობილება, უნდობლობა, ემოციური გულგრილობა, გულგატეხილობა, გარიყულობა. წყვილის ერთი წევრი ისევ განიცდის სიყვარულს პარტნიორისადმი, მეორე - კი არა. ეს პერიოდი შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე დღიდან, რამდენიმე წლის განმავლობაში. წყვილის ერთი წევრის მიერ განქორწინების გადაწყვეტილებამ, შეილება მეორე წევრში გამოიწვიოს - შოკი, გულისტკივილი, სიცარიელისა და ქაოსის განცდა. მეუღლე, რომელსაც არ სურს განქორწინება განიცდის ფსიქოლოგიურ ტრამვას, რომელიც გაივლის შემდეგ სტატიებს: 1. პროტესტი - მეუღლე ახორციელებს სხადასხვა აქტიობას, რათა თავიდან აიცილოს განქორწინება; 2. გულგატეხილობა - მეუღლე გრძნობს, რომ ვერ ფლობს სიტუაციას და დეპრესიაში ვარდება; 3. უარყოფა - ხდება რეალური სიტუაციის უარყოფა. მაგალითად, ამბობს: "ყველაფერი კარგადაა", "როგორც იქნა დავისვენე მისგან"; 4. შეგუება - ხედავს სიტუაციას რეალისტურად.

2. ოჯახის ლიკვიდაციის დაგეგმვა - ეს ფაზა იწყება მაშინ, როცა წყვილი (ან ერთ-ერთი მათგანი) მიიღებს განქორწინების გადაწყვეტილებას.ამ ფაზისათვის დამახასიათებელია ემოციური დაძაბულობა და ფრუსტრაცია, რაც ხელს უშლის კრიზისიდან გონივრული და საუკეთესო გამოსავლის პოვნის შესაძლებლობას. ოჯახის რღვევა დაკავშირებულია ოჯახის როლური სტრუქტურის შეცვლასთან და ცხოვრების ახალი სტილის ფორმირებასთან. აღნიშნული ფაზის მახასიათებლებია: 1. ემოციური განქორწინება - უკმაყოფილების განცდა, ფსიქოლოგიური გარიყულობა, შიში, კამათი, მეუღლის კონტროლის მცდელობა, წყვილის ემოციური სეპარაცია; 2. ფიზიკური განქორწინება - წყვილი იწყებს ცალ-ცალკე ცხოვრებას (ტერიტორიული სეპარაცია).; 3. ეკონომიური განქორწინება - ხდება საცხოვრებელი ფართის და ქონების გაყოფა, მოლაპარაკება ეკონომიურ მხარდაჭერაზე ბავშვების და მეუღლის მიმართ; 4. სოციალური განქორწინება - მეგობრებთან, კოლეგებთან, საეღტო სოციალურ წრესთან ურთიერთობის რეორგანიზაცია.


3. სეპარაცია - წყვილი იწყებს ცალ-ცალკე ცხოვრებას. თუ ისინი ცხოვრებას ერთ ბინაში აგრძელებენ, ხდება ოთახების, ბიუჯეტის, მეურნობის გაყოფა და ახალი ნორმებისა და წესების შემოღება.

4. განქორწინების შემდგომი პერიოდი - ამ ფაზის განმავლობაში ხდება ოჯახური სისტემის გარდაქმნა და სტაბილიზაცია, რომელიც გაივლის სამ ეტაპს: 1. უშუალოდ განქორწინების შემდგომი პერიოდი (1 წლის განმავლობაში). ამ ეტაპის ამოცანებია: ემოციური დეფიციტის დაძლევა, ეკონომიური დამოუკიდებლობის აღდგენა, ბავშვების აღზრდის კომპეტენტურობის შეძენა, ახალი სოციალური ურთიერთობების ფორმირება - მეგობრებთან, ნათესავებთან და კოლეგებთან; 2. გარდაქმნის ეტაპი (2-3 წელი). ამ ეტაპზე ხდება ორი სახის სცენარის განვითარება: პირელი ეს არის ახალი პარტნიორის ძიება და მეორე ბავშვზე ყურადღების აქცენირება. ამ ეტაპზე დაქორწინება საკმაოდ ხშირად მთავრდება განქორწინებით, ვინაიდან ადამიანი მიისწაფვის ეგოს იდენტობის აღდგენისაკენ და ახალ პარტნიორს გაიხილავს ინსტრუმენტალურად და არა როგორც პიროვნებას; 3. სტაბილიზაციის ეტაპი (2-3 წელი). ოჯახის სტრუქტურის გარდაქმნა დასრულებულია და ყოფილი წყვილი ამყარებს მშვიდ, გაწონასწორებულ ურთიერთობას.

0
141
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ბაია კუბლაშვილი
ბაია კუბლაშვილი
141
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0