საზოგადოებრივი თვითშეფასება და მისი მნიშვნელობა ბავშვებში 2016, 6 თებერვალი, 21:21 თვითშეფასება ეს არის თვითშემეცნების კომპონენტი, რომელიც მოიცავს ადამიანის ფიზიკური, პიროვნული, ინტელექტუალური მახასიათებლების, მორალური თვისებებისა და ქცევის შეფასებას.
თვითშეფასება არის ბავშვის პიროვნების ცენტრალური წარმონაქმნი, რომელიც მნიშვნელოვნად განსაზღვრავს მის სოციალურ ადაპტაციას. რ. ბერნსის აზრით, სკოლამდელი ასაკისა და უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვი საჭიროებს განსაკუთრებულ კეთილგანწყობას და მხარდაჭერას უფროსების მხრიდან, რათა მათ ეჭვი არ შეეპაროთ საკუთარ ძალებსა და შესაძლებლობებში.
ბავშვებს ჯერ კიდევ ადრეულ ასაკში უყალიბდებათ და უვითარდებათ თვითშეფასება- საკუთარი შესაძლებლობებისა და თვისებების შეფასების უნარი, რაც, თავის მხრივ, განსაზღვრავს მათ ქცევას. ყველა ასაკის ბავშვისთვის ქცევის მოტივაციური მნიშვნელობა იმდენად დიდია, რომ თვითშეფასებასა და შეფასებას შორის კონფლიქტის დროს ქცევის წამყვან მოტივად თვითშეფასება იქცევა. გარემოსადმი ნდობის ჩამოალიბება ბავშვს თავიდან ააცილებს გარე სამყაროს წინაშე შფოთვასა და დაძაბულობას. კუპერ სმიტმა თავის კვლევებში აღმოაჩინა, რომ ადეკვატური თვითშეფასება წარმოადგენას მშობლის მიერ მიმღებლობის, რეალისტურ საზღვრებში მოქმედების თავისუფლების არსებობის შედეგს.თვითშეფასების ფორმირებაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება მშობლების ყურადღების ხარისხსა და რაოდენობას, ასევე მათი მხრიდან უპირობო მიმღებლობას.
თვითშეფასება გავლენას ახდენს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, არაადეკვატურმა თვითშეფასებამ შეიძლება გამოიწვიოს ფსიქიკური აშლილობა. ის ასევე გავლენას ახდენს სოციალურ ადაბტაციაზე, რადგან ძალიან მაღალი ან დაბალი
არგილის (Argyle. 2008) თანახმად - არსებობს 4 მთავარი ფაქტორი, რომელიც გავლენას ახდენს თვითშეფასებაზე: 1.სხვისი რეაქციები თუ ადამიანები აღფრთოვანდებიან ჩვენით, გვაქებენ, ცდილობენ იყვნენ ჩვენს საზოგადოებაში, ყურადღებით გვისმენენ და გვეთანხმებიან, გვიყალიბდება პოზიტიური მე-ს ხატი . თუ ისინი გვერიდებიან, არ გვაქცევენ ყურადღებას, გვაძლევენ ნეგატიურ უკუკავშირს, გვიყალიბდება ნეგატიური სელფ-ხატი. 2. სხვებთან შედარება- თუ ადამიანები რომლებსაც ვადარებთ თავს (რეფერენტული ჯგუფი) ჩანან უფრო წარმატებული, ბედნიერი, მდიდარი, სიმპათიურები ჩვენთან შედარებით- გვიყალიბდება ნეგატიური მე-ს ხატი მაგრამ თუ ისინი არიან ნაკლებ წარმატებულნი ვიდრე ჩვენ, ჩვენი ხატი იქნება პოზიტიური. 3.სოციალური როლები- ზოგი პრესტიჟული სოციალური როლი როგორებიც არის ექიმი, თვითმფრინავის პილოტი, ტელეწამყვანი, პრემიერლიგის ფეხბურთელი ხელს უწყობს დადებითი თვითშეფასების ჩამოყალიბებას. სხვა სოციალური როლები როგორიცაა პატიმარი, ფსიქიატრიული საავადმყოფოს პაციენტი, ნარჩენების შემგროვებელი ან დაუსაქმებელი ადამიანი შეიცავს სტიგმას. 193 2-ს მოსწონს
|