x
რატომ ვანიჭებთ უპირატესობას ბრენდულ პროდუქციას?
ბრენდინგი არის ცნობილი მარკეტინგული სტრატეგია, რომელიც გამოიყენება იმისათვის, რომ მოიპოვოს პროდუქტმა გამარჯვება არსებულ ბაზარზე. რაც უფრო ცნობილია ბრენდი, მით უფრო დიდ გავლენას ახდენს ის ადამიანის არჩევანსა და პროდუქტის შეფასებაზე. ბრენდის პოპულარულობისთვის კომპანიები სხვადასხვა სტრატეგიებს იყენებენ, რომელთაგანაც ერთ-ერთია ადამიანის გონებაზე ფსიქოლოგიური მანიპულირება.

image

''მე ვარ ის, რასაც ვყიდულობ'' - მომხმარებლის ფსიქოლოგია გვთავაზობს მოსაზრებას, რომ მომხმარებლები ახდენენ იდენტიფიკაციას იმ ბრენდთან, რომელთაც ისინი ირჩევენ.ერთ-ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ ახდენენ ისინი არჩევანს ძვირადღირებული პროდუქტის შეძენისას არის ის, რომ მომხმარებლის მიერ კონკრეტულ ბრენდთან იდენტიფიკაცია უმაღლებს მათ თვითშეფასებას და საზოგადოებაც ხედავს მათ იმ კუთხით, რომლითაც სურთ, რომ ხედავდნენ.


ბაზისური ფსიქოლოგიური თეორია, რომელიც მომდინარეობს დანიელ სირიას თეორიიდან, აღწერს იმ სამ ძირითად ფუნქციას, რომელიც მოქმედებს ადამიანის გონებაზე, რათა უპირატესობა მიანიჭოს მან კონკრეტულ ბრენდს. წარმატებული ბრენდინგის ერთ-ერთი საიდუმლოა მიაღწიოს პროდუქტმა ან კომპანიამ ხალხამდე, ხოლო ამის შემდეგ ბრენდს მომხმარებელზე გავლენის მოხდენა შეუძლია 3 გზით :



1. რომლითაც ისინი მომხმარებლის იდენტიფიკაციას უკავშირდებიან;

2. რომელიც ჯდება მათ ხასიათში;

3. რომელიც მათთვის ვიზუალურად მიმზიდველია.


გარდა ამისა, მკვლევრებმა ჯენიფერ ედსონმა და ჯეიმს ბეთმენმა აღმოაჩინეს, რომ კოლეჯის სტუდენტებს ჰქონდათ ტენდეცია, გასჩენოდათ პოზიტიური ასოციაციები ბრენდებთან, რაც კავშირში იყო მომავალში არჩევნის კონკრეტული ბრენდის პროდუქტის გაკეთებასთან.

ემოციები

კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც განაპირობებს არჩევნის კონკრეტულ ბრენდზე გაკეთებას არის ჩვენი ემოციები, რომელიც საკმაოდ კარგი მარკეტინგული ხრიკია და კარგად აქვთ შესწავლილი მარკეტინგის სპეციალისტებს. ბიზნესის სპეციალისტებს გაცნობიერებული აქვთ, რომ ადამიანის არჩევანი იმართება მათი ემოციებით. კვლევებმა აჩვენა, რომ ემოციები იმაზე მეტად ახდენს გავლენას ჩვენს არჩევანზე, ვიდრე წარმოგვიდგენია. მაღაზიებში სასიამოვნო გარემო, სასიამოვნო მუსიკა, კეთილგანწყობილი პერსონალი - ეს ყოველივე გვიქმნის დადებით ემოციებს, რომელიც გვიბიძგებს, შევიძინოთ ესა თუ ის პროდუქტი.

ბრენდინგის სოციალური იდენტიფიკაცია

თუ თქვენ ოდესმე გიგრძვნიათ კავშირი იმ ადამიანთან, რომელსაც იმ ბრენდის სმარტფონი აქვს, რომელიც თქვენ, მაშინ გამოცდილებაში გაქვთ ბრენდინგის სოციალური იდენტიფიკაცია. ჩვენს ირგვლივ მყოფი ადამიანები უდიდეს გავლენას ახდენენ ჩვენს არჩევანზე. ოჯახის წევრების, მეზობლების, კოლეგებისა თუ მეგობრების არჩევანი კონკრეტულ ბრენდზე ძალაუნებურად მოქმედებს ჩვენს არჩევანზეც. ეს გვიქმნის შეგრძნებას, რომ უფრო მეტად ვეკუთვნით კონკრეტულ ჯგუფს, რომელიც ამა თუ იმ ბრენდის პროდუქციას მოიხმარს. არჩევანის გავლენა განსაკუთრებით დიდია მაშინ, თუ ესა თუ ის ადამიანი ჩვენთვის მნიშვნელოვანია.


ჩვენი გადაწყვეტილებების უმეტესობა კონკრეტული ბრენდის პროდუქციის შეძენისას ძირითადად დამოკიდებულია იმაზე, თუ რას ვგრძნობთ, როგორ ვხედავთ საკუთარ თავს, როგორ გვინდა დაგვინახოს სხვამ და როგორი ურთიერთობა გვაქვს მათთან, ვინც ამ ბრენდის პროდუქციას მოიხმარს. მარკეტოლოგებს კი, რომლებიც აქცენტს აკეთებენ მომხმარებლის ემოციებსა იდენტიფიკაციაზე, ნაცვლად პროდუქტის უნიკალურობისა და ხარისხისა, ხშირად აქვთ მეტი შანსი, შექმნან წარმატებული და ყველასათვის საყვარელი ბრენდი.

0
154
1-ს მოსწონს
ავტორი:თინათინ ზუბიტაშვილი
თინათინ ზუბიტაშვილი
154
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0