x
ღრუბელი თეთრი ფითქინა

ღრუბელი თეთრი, ფითქინა,
სდევს საავდროებს, მხნედ ცურავს,
კვლავ არაფერი იწყინა,
როს შეადარეს მხეც ცუნამს,


ახლაც მათ შორის დაცურავს,
აქეთ ერთს, იქ სხვას გახედავს,
განა საავდროდ დაძრულა,
ამდენ ყვავს შორის ჰგავს ქედანს,

უწინ ღრუბელი შეარქვეს,
უშნოდ გარუჯულს სახელად,
რისხვად დაატყდა შემთბარ ქვებს,
ღრუბლის დაკარგა სახე მთლად,


ფიქრობს და ვეღარ იხსენებს,
თუ ბოროტება რად სთესა,
კიც გადარევდა იმ სერებს,
თუ დააცდიდნენ ამ თვესაც.

0
13
შეფასება არ არის
ავტორი:გუჯა შველიძე
გუჯა შველიძე
13
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0