x
წვიმაა...

წვიმაა ახლა იმფერი,
ზოგი რომ იტყვის, ჟინჟღლავსო,
დაგვყურებს ზედ ლუციფერი,
იკმაყოფილებს ჟინს ავსო,

ყოველ წუთს და წამს დაგვცქერის,
ჩვენზედ მტრად მოსვლის ჰკლავს ჟინი,
არც გულმოწყალე, არც ქველი,
რას მოგვწევს მაგართ კაჟივით?


იცი ახლა როგორა წვიმს,
ცხვირს გაყოფაც არ ვაკადრე,
წვიმა გიკვირს?მოთოვს აწი,
მოგვანატრებს ცას ნაავდრევს,

ბებო უწინ ქალი ორი,
ახლა ნართით ზის სარკმელთან,
ბაბუ ხელში ყალიონით,
რწმენით, ის რაც მისცა ღმერთმა,

სხედან ზამთრის მოლოდინში,
ტან-ფეხს, ზედ სულს ნაჭარმაგევს,
არც ნაჩვევნი მხოლოდ ვიშვიშს,
არ ჩივიან, ნახავთ აგერ!

0
6
1-ს მოსწონს
ავტორი:გუჯა შველიძე
გუჯა შველიძე
6
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0