x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
სად წავიდა ბილეთები?
imageრთულია ჩვეულებრივ ადამიანს დაეთვალა თუ რამდენი ბილეთი გაყიდა WWW.BILETEBI.GE –მ, ასევე რამდენი გაიყიდა სალაროებში და ასე შემდეგ. ფაქტი ისაა რომ უამრავი გადამყიდველი არსებობს და თანაც წარმოუდგენლად არარეალურ ფასად. მაგალითად 18 ლარის ღირებულების ბილეთს რომელიც ყველაზე უხარისხო ადგილზე და ყველაზე დაბალფასიანი იყო დღეს გადამყიდველთან 500-600$ ნახავთ, ესეც უკეთეს შემთხვევაში.


ეს რომ ვერა და ვერ მოსპეს საქართველოშ და ვერც სხვაგან ეს ხომ ერთი პრობლემაა მაგრამ ეხლა მეორე პრობლემა . თავიდან ქართულ მხარეს 30 000 ბილეთი გადაეცა სამწუხაროდ ეს ციფრები თავად ფედერაციამ შეამცირა ყოველგვარი ახსნა განმარტების გარეშე, ასევე ხალხის ნაკადი რომლებიც რიგში იდგნენ ამტკიცებენ რომ სალაროებში და ბილეთების საიტზე გაიყიდა მხოლოდ და მხოლოდ 19 000 ბილეთი. თანაც ეს აბობოქრებული ადამიანები აცხადებენ რომ ამის დასამტკიცებლად ფაქტებიც კი აქვთ. მე ვერ გეტყვით რას იზავენ სამართალ დამცველი ორგანოები. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას და გავიგოთ ბოლოს და ბოლოს რა ბედი ეწია 11 000 ბილეთს რომელიც უგზოუკვალოდ გაუჩინარდა.


ერთი ამ ამბავს უეფას აბრალებენ, მეორენი, მთავრობას, ზოგი სიჭინავას და არველაძეებს, ზოგიც მარტო სიჭინავას, ან მარტო არველაძეებს, ზოგი სახელ და გვარს ასახელებს და პირდაპირ იძახის რომ ფედერაციის ბრალია. ყველაზე ცუდი ისაა რომ ვისაც შეუძლია ეხლა ადგეს და დიდი თანხა გადაიხადოს ბილეთებში ზუსტად ის ადამიანები წავლენ - და გულწრფელად მოყვარული და მითუმეტეს კარგი ფეხბურთის მოყვარულს სახლიდან მოუწევს ამ მატჩისთვის თვალის დევნება.


მოკლედ სამართალდამცავებს, ფედერაციას, მთავრობას და რაც მთავარია საზოგადოებას გასარკვევი მხოლოდ ერთი დარჩათ.


– სად წავიდა ბილეთები?

0
502
1-ს მოსწონს
ავტორი:კიხოდი
კიხოდი
502
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0