x
რა სახის დამოკიდებულებაა დემოკრატიზაციასა და ომს შორის?

მენსფილდი და სნაიდერი ეყრდნობიან ომებისა და რეჟიმების იმ კლასიფიკაციას, რომელიც ხშირად გამოიყენება იმ მეცნიერების მიერ, რომლებიც დემოკრატიულ
მშვიდობას შეისწავლიან.

სტანდარტულ მონაცემებზე დაყრდნობით, ისინი თითოეული სახელმწიფოს კლასიფიკაციას ახდენენ შემდეგნაირად: დემოკრატია, ავტოკრატია და ანოკრატია
(შერწყმული რეჟიმი, აქვს ორივეს დემოკრატიისა და ავტოკრატიის მახასიათებლები).

მენსფილდი და სნაიდერი აგრეთვე აკეთებენ თითოეული სახელმწიფოს რეჟიმის ტიპის კლასიფიკაციას სამ კომპონენტზე დაყრდნობით:

- სახელმწიფოს მეთაურის არჩევის პროცესის ღიაობა
- იძულების ხარისხი აღმასრულებელ ხელისუფლებაზე
- პოლიტიკური ჩართულობა, კონკურენტუნარიანობა


მათ განასხვავეს დემოკრატიზაციის პროცესის ორი ფაზა:


1) გარდაქმნა ავტოკრატიიდან ნაწილობრივ დემოკრატიულ რეჟიმად, რომელსაც მოვიხსენიებთ, როგორც არასრულ დემოკრატიას.
2) გადასვლას სრულ ინსტიტუციონალიზებულ დემოკრატიად, რომელსაც მოვიხსენიებთ, როგორც სრულ დემოკრატიას

არგუმენტი არის ის, რომ საომარი მოქმედებები შეიძლება ატყდეს იმ შემთხვევაში, როცა სახელმწიფოები მხოლოდ არასრულ დემოკრატიად გარდაიქმნებიან.

არასრულ დემოკრატიად გარდაქმნას ადგილი აქვს იმ შემთხვევაში, როდესაც სახელმწიფო იცვლება ავტოკრატიიდან შერეულ რეჟიმად.

სრულ დემოკრატიად გარდაქმნას ადგილი აქვს იმ შემთხვევაში, როცა სახელმწიფო გარდაიქმნება ავტოკრატიიდან ან შერეული რეჟიმიდან დემოკრატიად.

მათი არგუმენტი არის ის, რომ დემოკრატიზაციის გავლენა ომზე იქნება უფრო ძლიერი იმ ქვეყნებში, რომლებსაც აქვთ ნაკლები ინსტიტუციური სიძლიერე და ცენტრალიზაცია. არასრულ დემოკრატიზაციას იმ შემთხვევაში აქვს ადგილი, როცა იგი პირისპირ ეჯახება სუსტ სამთავრობო ინსტიტუტებს, რაც ძირს უთხრის სახელმწიფოს შესაძლებლობას დაგეგმოს ელიტის ინტერესები და ხელახლა მოახდინოს სახალხო ჯგუფების პოლიტიზირება. პოლიტიკური ინსტიტუტები უძლურები არიან გადაჭრან
ან ჩაახშონ ინტერესების კონფლიქტი, რომელიც წარმოიშვება პოლიტიკაში ჩართული პირების მოთხოვნების ზრდით, ეს ქმნის სხვადასხვაგვარ დინამიკას, რომელიც ახალისებს საომარ განწყობას საზღვარგარეთ.

როცა რეჟიმს აქვს მკვეთრად გამოხატული წესები, რომლებიც არეგულირებენ პოლიტიკას და სადაც საშინაო პოლიტიკაზე მართველობის სადავე ხელში აქვს აღებული ცენტრალურ ხელისუფლებას ამ პირობების ქვეშ, რეჟიმმა შეიძლება უკეთესი მეტოქეობა გაუწიოს ელიტის ფრაქციებს და მინიმუმამდე დაიყვანოს არახელსაყრელი შემთხვევები, რომლებსაც ინტერესთა ჯგუფები წარმოქმნიან.

0
10
2-ს მოსწონს
ავტორი:მელანო დადალაური
მელანო დადალაური
10
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0