x
მეტი
  • 05.05.2024
  • სტატია:134625
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508793
15 დეკემბრიდან TOYOTA პირველ წყალბადის ძრავიან ავტომობილების გაყიდვას დაიწყებს
imageკომპანია TOYOTA-მ შეასრულა პირობა და 15 დეკემბერს პირველად გაყიდვაში ჩაუშვებს წყალბადზე მომუშავე ავტომობილ Mirai-ის.


ავტოკონცერნი აპირებს დამატებით წარმოებაში ჩაუშვას 165მლნ.$, გეგმავს გაზარდოს საწვავის მოცულობის ელემენტები და წყალბადის რეზერვუარები.


ავტომობილები პირველად მხოლოდ იაპონიის გზებზე ივლიან.

აშშ-ში და ევროპაში იმპორტი სავარაუდოდ 2015 წლის ზაფხულში დაიწყება.ავტომობილის ფასი 69 ათასი$ იქნება.


წლის ბოლომდე კონცერნი აპირებს საწვავის ელემენტებზე მომუშავე

მომავლის ავტომობილის 400 ეგზემპლიარის გაყიდვას.

ხოლო 2017 წლის ბოლომდე აშშ-ში მინიმუმ 3 000 მანქანის იმპორტს.


2020 წლისთვის კომპანიას გეგმაში აქვს ავტომობილი Mirai-ის წარმოება 50 000-მდე გაზარდოს, ხოლო 2030 წლიათვის 400 000-მდე.


იაპონიის მთავრობამ Mirai-ის ყოველ მყიდველს 17ათასი $-ის სუბსიდია აღუთქვა.


შეგახსენებთ, რომ ავტომობილის ერთადერთი მამოძრავებელი ძალა არის წყალი, ატმოსფეროში არავითარი მავნე ნივთიერებები არ გამოიყოფა.


წყალბადის საწვავი ავტომობილს 650 კმ.-ის დასაფარად ყოფნის.


0
247
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
247
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0