x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134557
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508617
"ეს რა ჯანდაბა საშინელებაა" - სოციალურ ქსელში პირველ რუსულ ელექტრომობილს განიხილავენ
image

გუშინ რუსულმა მედიამ გამოაქვეყნა ამოუცნობი წითელი ფერის მანქანის ფოტოები, როგორც გაირკვა ეს იქნება პირველი რუსული ელექტრომობილი.


მოსკოვის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი(МАМИ) ქარხანა Avtotor-თან ერთად, გეგმავს ამ სახელწოდების ავტომობილის მასობრივ წარმოებას 2025 წლიდან.


და მიუხედავად იმისა, რომ პოლიტექნიკურმა უნივერსიტეტმა მაშინვე გამოაცხადა, რომ ავტომობილის დიზაინი განსხვავებული იქნებოდა, სოციალურ ქსელებში ხუმრობებისა და მემების ნიაღვარი მოასკდა.


image


ვიღაცამ მანქანას წითელი "მაზდას" ბეჰემოტთან გაკეთებული უკანონო შვილი უწოდა. სხვამ "გასიებული მერცხალი" .


შაყირი არ სრულდება ავტომობილის გარეგნობაზე:


"ეს რა ჯანდაბა საშინელებაა", "უსაშინლესი", "წარუმატებელი რინოპლასტიკა", "რუსული გზები ნახა და ", "მუტაცია..." წერენ კომენტარებში.

image

როგორც ზემოთ ავღნიშნეთ ფოტოზე ნაჩვენებია არა კონკრეტული მანქანის პროტოტიპი, არამედ მულაჟი: კარკასი, რომელიც დამზადებულია სხვადასხვა ნაწილებისგან სხვადასხვა ტესტებისთვის. ჯერჯერობით უცნობია, როგორი იქნება საბოლოო დიზაინი. ავტომობილი დამზადდება კალინინგრადში, Avtotor-ის ქარხანაში, სადაც მანამდე BMW, Kia და Hyundai -ის აწყობდნენ და მისი ღირებულება 1, 5 მილიონ რუბლზე დაბალი უნდა იყოს.(დაახლოებით 45 000 ლარი.)


1
797
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
797
  
2023, 31 დეკემბერი, 22:55
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Xmiss.pw
0 1 1