კოლექციები Victoria's Secret-2014 შოუ ლონდონში გაიმართა 2014, 3 დეკემბერი, 14:37 ყოველწლიურად მოდის მიმდევრები და თაყვანისმცემლები მოუთმენლად ელოდებიან Vicroria’s Secret-ის შოუს, რომელიც დიდ დღესასწაულად ითვლება.
გასული საუკუნის 90-იანი წლებში თეთრეულის ამერიკულმა ბრენდმა Vicroria’s Secret პირველად ჩვეულებრივი ჩვენების ნაცვლად კოსტუმირებული შოუ წარმოადგინა. 1998 წელს კი პოდიუმზე მიმზიდველი, ზურგზე ფრთებ-მიმაგრებული "ანგელოზები" გამოიყვანა. ამის შემდეგ Vicroria’s Secret-ის შოუ გადაიქცა ყველაზე შთამბეჭდავ სანახაობრივ წარმოდგენად. წელს Victoria's Secret-ის შოუ გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქში -ლონდონში გაიმართა საგამოფენო ცენტრში Earls Court. შოუ პირველად ჩატარდა ამერიკის ფარგლებს გარეთ. წარმოდგენის მუსიკალურ გაფორმებაზე იზრუნეს ტეილორ სვიფტმა, არიანა გრანდემ და ედ შირანმა. შოუ ექვს თემატურ ნაწილად იყო გაყოფილი-"მოოქროვილი ანგელოზები", "ეგზოტიკური მოგზაური", "ოცნების გოგონა", "ზღაპარი", "უნივერსიტეტი PINK" და "ინგლისური წვეულება". წლევანდელ შოუში მონაწილეობა მიიღო ორმოცმა სუპერმოდელმა და რვა "ანგელოზმა"-ადრიანა ლიმამ, ალესანდრა ამბროსიომ, ბეჰატი პრინსლუმ, კენდის სვეინპოულმა, დაუტცენ კრეზმა, ლილი ოლდრიჯმა, კარლი კლოსმა და ლინდსი ელინგსონმა. გოგონებმა წარმოადგინეს საოცარი ფანტაზიის და სირთულის სამოსი, რომელიც შთაგონებული იყო ახალგაზრდული სუბკულტურით, საცირკო წარმოდგენებით, სპორტული ოცნებებით და ზღაპრული სიუჟეტებით. მათ მოირგეს პეპლების, სამოთხის ჩიტების, ფერიების, ჭრიჭინების ფრთები და ისინი მომხიბვლელ კორსეტებს და ბიუსტჰალტერებს შეუხამეს. კენდის სვეინპოული, ბეჰატი პრისლუ და დაუტცენ კრეზი პოდიუმზე უზარმაზარი ოქროსფერი ფრთებით დამშვენებულები გამოჩნდნენ. მოდელებმა წარმოადგინეს გამომწვევი თეთრეული შავ და თეთრ ფერებში. ასევე ნაზ ვარდისფერსა და მარგალიტივით თეთრ ფერებში გადაწყვეტილი საქორწინო ხაზი. ძვირფასი ბიუსტჰალტერის წარდგენის პატივი, რომლის ღირებულება ორ მილიონ დოლარს აღემატება ადრიანა ლიმას და ალესანდრა ამბროსიოს ერგო. 107 1-ს მოსწონს
|