x
image
maia
Christian Louboutin საგაზაფხულო კოლექცია ცნობილი მხატვრების ფოტო-ტილოებზე
ფოტოგრაფი და მხატვარი პიტერ ლიპმანი აგრძელებს მსოფლიო ხელოვნების ნიმუშების თემას Christian Louboutin-ის საგაზაფხულო კოლექციისთვის შექმნილ ფოტო-ტილოებზე.


ამჯერად ნიჭიერი ფოტოგრაფის შთაგონების წყარო გახდა პოლ სეზანის, ვან გოგის, კლოდ მონეს, კამილ პისაროს და სხვა ცნობილი იმპრესიონისტების და პოსტიმპერსიონისტების ნატურმოტი-შედევრები.

image

ვან გოგის მზესუმზირები და Christian Louboutin-ის ფეხსაცმელები



დეტალებში და კომპოზიციებში, განათებას და ფერთან მუშაობისას ლიპმანმა გადმოსცა ვან-გოგის, სეზანის, ფანტენ-ლატურის, მონეს, პისაროს და ბრეიგელის დინასტიის ორი წარმომადგენლის ცნობილი ნამუშევრების ძირითადი მახასიათებლები.

image

კლოდ მონე


image

იან ბრეიგელ-უმცროსი


image

პოლ-სეზანი


image

იან ბრეიგელ-უფროსი


ყვავილების და ფერთა სიუხვე-შესანიშნავი გაფორმებაა ფეხსაცმლის საგაზაფხულო კოლექციისთვის. მაღალი ქუსლები ერთნაირად კარგად გამოიყურება როგორც იმპრესიონისტების მხატვრულ ტილოებზე, ასევე სამხრეთ ფლამანდიური ტექნიკით შესრულებულ დეტალებში.

ამ ფოტოების დათვალიერება დაუსრულებლად შეიძლება, ისე როგორც Christian Louboutin-ის მაღაზიის ვიტრინის.

image
კამილ პისარო


image

ანრი ფანტენ-ლატური

0
238
3-ს მოსწონს
ავტორი:maia
maia
238
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0