x
მეტი
  • 05.05.2024
  • სტატია:134634
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508796
პოეზია უპირველეს ყოვლისა
ცხოვრება სხვისთვის რაკი დუღს,

არ მოვიტყუებ თავს მაშინ,
ეშმაკზე ჯერ არ გაყიდულს,

სულს გავწვრთნი თამაშ-თამაშში.


თუ მაინც სხვისთვის გადმოდუღს,


რა თავში ვიხლი ამ სოფელს,

იღბალო გარდი-გარდმო თუ,

ყელში გაგედე, დამცოფე.


ვდევ წუთისოფელს სახიჩარს,

ჩემით გამხდარა ავად რომ,

მინდა ულმობელს სახიდან,

ქველის ნიღაბი ავაძრო.



დ ე დ ი ს გ უ ლ ი


ჩამოწვება მალე ბინდი,

მალე ღამეც ფრთებს გაშლის,

სილუეტი სადღაც მიდის,

ერთი კოხტა დედა შვლის.


დადის, თავის ნუკრს დაეძებს,

აღარ დაუხვალია,

ლამაზია ის და მკერდზე,

ჩლიქისტოლა ხალი აქვს.


ივლის სანამ ვერ უპოვის,

ნუგეშს სულის ზარდახშას,

ჟინი მართებს შეუპოვრის,

რაც დედობამ ახლა შვა.


ს უ ნ თ ქ ვ ა

ცხვირმა ერთიც შეისუნთქა,

ფილტვმა განში გაიწია,

და რაც პატრონს შვებით უთქვამს,

გარეშეთა რა იციან.


სრულ სიმართლეს მოგახსენებთ,

იმიტომ რომ პატრონი ვარ,

ვგმობ იმას, რაც მოჰყვა ენებს

და დასკვნამდეც მარტო მივალ.


სიზარმაცეც ჭკუის მორჩა,

ამუშავდა და ეჭვი მაქვს,

ცხვირი მაშინ, უნდა როცა,

შეისუნთქოს, დაეჩვია.










0
4
შეფასება არ არის
ავტორი:გუჯა შველიძე
გუჯა შველიძე
4
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0