კოლექციები იტალიური მოდის სახლის Gucci შემოდგომა-ზამთარი 2014/15 კოლექცია 2014, 5 სექტემბერი, 17:08 ცნობილი იტალიური მოდის სახლის Gucci შემოდგომა-ზამთარი 2014/15 წლის კოლექცია გამოხატავს მოდის სახლის არსს. გუჩის ქალი თანამედროვე, ძლიერი, მგრძნობიარე და მდიდრულია,
ის იმოსება მხოლოდ საკუთარი თავის სიამოვნებისთვის და არა გარშემომყოფებისთვის თავის მოსაწონებლად.
კრეატიული დირექტორის ფრიდა ჯანინის შთაგონების წყარო გახდა 60-იანი წლების მოდა მისი ზუსტი ხაზებით, გამოკვეთილი სილუეტებით და დახვეწილი ფორმებით. მოკლე კაბები, პალტოები და დავიწროვებული შარვლები მსუბუქ პასტელურ გამაში იყო გადაწყვეტილი-დაწყებული ვარდისფერით და დასრულებული მოყვითალო და ცისფერი შეფერილობით. Gucci ყოველთვის იყო ფუფუნების სინონიმი, ამიტომ კოლექციაში გამოყენებული იყო ისეთი მდიდრული მასალა, როგორიცაა ტყავი და ქაშემირის ბეწვი. კოლექციაში პრაქტიკულად არ იყო გამოყენებული ნახატები, ფრიდა ჯანინიმ უარი ვერ თქვა ლეოპარდის პრინტებზე, რამაც კოლექციას გარკვეული სიმკვეთრე მიანიჭა. 237 2-ს მოსწონს
|