x
image
რუსუდან ბერიძე
ერთ დოლარად შეძენილი საოცნებო ვილა
image

"იყიდება ორსართულიანი ვილა აუზით და ბაღით, ზღვის სანაპიროზე, 1 $-ად"–კითხულობს მაწანწალა განცხადებას გაზეთში და ფიქრობს ეს რა ბოდვააო და მოისვრის გაზეთს.გააგრძელა ეზო–ეზო წანწალი, რომ რაიმე საკვები ეპოვნოა და აქაც ერთი სახლის კედელზე, დიდი ნასოებით დაწერილ იმავე განცხადებას წააწყდა:"იყიდება 2სართულიანი ვილა, აუზით და ბაღით ზღვის სანაპიროზე.ღირებულება 1$".ეს რა უბედურებაა, დამცინიან თუ რა ხდება?გააგრძელა მათხოვარმა გზა დიდ ქუჩაზე და ხედავს ბანერზე იგივე განცხადებას უზარმაზარი ასოებით დაწერილს.

ახლა კი ჩაფიქრდა მაწანწალა და დააინტერესა რომელმა სულელმა გამოაქვეყნა ეს განცხადებაო და გადაწყვიტა შეემოწმებინა მართალი იყო თუ ვინმე ასე ხუმრობდა...დასაკარგიც არაფერი ქონდა მას გარდა იმ1 $-სა, რომელიც დიდიხანია ობლად ედო ჩამოძენძილი შარვლის ჯიბეში.

როცა აღნიშნულ მისამართზე მივიდა, სწორედ ის ვილა დაინახა რომელიც აღწერილი იყო განცხადებაში.მოკრძალებულად დარეკა ზარი.კარები ლამაზმა ქალმა გაუღო.


–უკაცრავად ქალბატონო, მე განცხადების თაობაზე გაწუხებთ.იქ რაც წერია ხუმრობაა ალბათ ხო?–უხერხულად იკითხა მათხოვარმა.
–დიახ, დიახ სრული სიმართლეა.

–მე ქალბატონო ღირებულებაზე გეკითხებით.მართლა 1$-ად ყიდით?

–დიახ, 1 დოლარი ღირს.თუ დაინტერესდით, შეგიძლიათ სახლი დაათვალიეროდ.

რათქმაუნდა მაწანწალას მოეწონა ძვირფასი ვილა, მისცა დიასახლისს თავისი დაცრეცილი 1$–იანი და გახდა ამ ვილის მფლობელი.მაგრამ მაინც დაინტერესდა რატომ იყიდებოდა ამ მიზერულ ფასად ეს საოცნებო ვილა და თხოვა ლამაზ ქალბატონს ეთქვა რა საიდუმლოს მალავდა ეს განცხადება.ქალმა ღიმილით უპასუხა:ჩემმა ქმარმა სიკვდილის წინ ასეთი ანდერძი დატოვა, რომ მისი გარდაცვალების შემთხვევაში უნდა გამეყიდა ეს ვილა და მიღებული თანხა მისი საყვარლის ანგარიშზე გადამერიცხა.მეც ასე მოვიქეცი.უკვე ნახევარი წელია ვაქვეყნებ განცხადებას და შენ პირველი ხარ ვინც გამოეხმაურა ამ განცხადებას.ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროს, უთხრა ქალმა, დაემშვიდობა და წავიდა...

P.s.ასეც ხდება:ცხოვრება ერთხელ ყველას გვაძლევს შანსს.მთავარია შევამოწმოთ, ზოგჯერ შეუძლებელიც კი შესაძლებელი ხდება!

2
376
4-ს მოსწონს
ავტორი:რუსუდან ბერიძე
რუსუდან ბერიძე
376
  
2014, 23 აგვისტო, 21:07
აუსრულა ქალმა ქმარს ანდერძი.:))
0 1 2