x
image
რუსუდან ბერიძე
«А-Студио»-ს სოლისტი,ქართველი მომღერალი–ქეთა თოფურია ბავშვს ელოდება.
image

რუსეთის ფედერაციის საინფორმაციო წყაროების ცნობით, ქეთას ქორწინებამდე ცოტა ხნით ადრე, დიზაინერმა ალექსანდრე არატიუნოვმა, რომელიც «А-Студио»-ს სოლისტის, ქეთა თოფურიას საუკეთესო მეგობრად ითვლევა, სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ფოტო, სადაც ქეთას ისეთი კაბა აცვია რომ თაყვანისმცემლებს ელდა ეცათ; ეტყობა ქეთა ორსულად არისო.

ნაჩქარები ქორწილი მომღერალსა და ბანკირ ლვომ გეიხმანოვს შორის შედგა 7 სექტემბერს.მიუხედავად იმისა რომ ქორწინებამდე ცოტახნით ადრე ქეთა აცხადებდა, რომ უახლოეს მომავალში არ აპირებდა გათხოვებას.საქორწილო ცერემონიალი ძალიან ვიწრო წრეში შედგა.პატარძალი იყო ჩაცმული მოკლე ჩაშვებულ თეთრ კაბაში, რაც ძალიან კარგად ნიღბავდა მის ფიგურას.

და საერთოდაც მომღერლის გარდერობი ამ ბოლო დროს სავსებით შეიცვალა.ქეთას რომელსაც უყვარდა გამომწვევი, პროვოკაციული და სექსუალური სამოსი, ამ ბოლო დროს საზოგადოებაში ჩნდებოდა სრული და ჩაშვებული ტანსაცმელით.ასეთი სამოსი ხომ ძალიან კარგად ნიღბავს ორსულობის ადრეულ სტადიაში ქალის ფიგურას.


ჯერჯერობით მომღერალი კომენტარს არ აკეთებს ამ საკითხზე თავის ფანებთან, მაგრამ ამავე დროს არც უარყოფს ამ ფაქტს.ის ხომ პირველად არ იყო შემჩნეული ფეხმძიმობაში.

ეს ინფორმაცია გამოქვეყნდა რუსულ პრესაში.რამდენად სწორია ამას ალბათ მალე გავიგებთ, როცა ქეთა თავად გააკეთებს ამ საკითხზე კომენტარს.ადვილად შესაძლებელია პოპულარული ქართველი მომღერალი

უბრალოდ ჭორის მსხვერპლი იყოს.







0
26
5-ს მოსწონს
ავტორი:რუსუდან ბერიძე
რუსუდან ბერიძე
26
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0