x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134573
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508653
შეიქმნა ულამაზესი გასაბერი სახლი, რომელსაც სადაც გინდა წაიღებ
imageთუ ბუნებაში ყოფნა გიყვართ და ქარის გეშინიათ, ან მზის სხივები გაწუხებთ, შეგიძლიათ იფიქროთ, რომ ზუსტად თქვენთვის შეიქმნა საოცარი დიზაინის გასაბერი სახლი, რომელსაც სადაც გინდათ იქ დადგამთ, საკუთარ ბაღშიც კი და დამატებით ერთი ოთახი გექნებათ. მისი ღირებულება 4000-დან 9300 ევრომდეა, გააჩნია როგორი დიზაინის და რამდენ ოთახიანი გნებავთ. მისი გაქირავებაც შეიძლება, ოღონდ ერთი ღამით 900 ევრო დაგიჯდებათ, თანაც საფრანგეთიდან უნდა ჩამოგიტანონ.

ეს გასაბერი ოთახები ფრანგმა დიზაინერებმა პიერ სტეფანმა და ფრედერიკ რიჩარდმა შექმნეს. მისი გაბერვა სპეციალური მოწყობილობითაა შესაძლებელი. ის სურვილისამებრ ნიავდება და კოღოებიც არ შეგაწუხებთ. ის ბავშვობის ოცნებასაც აგისრულებთ-დაგაძინებთ ღია ცის ქვეშ, როცა ციდან ვარსკვლავები დაგყურებენ.

შიგნით ჰაერი იფილტრება. არ არის მტვერი და გარეთ შეიძლება ჰაერი უფრო დაბინძურებული იყოს, ვიდრე შიგნით. ისინი სამი ტიპისაა. ერთი სულ გამჭვირვალე, მეორე- ნახევრად გამჭვირვალე და მესამე გაუმჭვირვალე, ოღონდ თავისი ფანჯრებით. ისინი ასევე გათვლილია სხვადასხვა ამინდზე და ტემპერატურაზე.image ზოგი -40 გრადუსისთვისაა შექმნილი, ზოგი კი უდაბნოშიც გამოდგება-ნახევრად გაუმჭვირვალე, რომელსაც ცალ მხარეს აქვს ნამზეურის მისაღები ზონა, ე. ი. ისე შეგიძლიათ გაირუჯოთ, რომ გარეთ არ გახვიდეთ.

გასაბერი სახლი გადასატანადაც მოსახერხებელია. ის თავისუფლად თავსდება ავტომობილის უკანა სკამზე და სულ 50 კგ-ს იწონის.


მას აქვს ცალკე საძინებელი ოთახი გასაბერი საწოლითა და თბილი პლედით. იქიდან მთელი ცა ჩანს. image

ფრედერიკი გვიყვება, რომ შიგნით ცხოვრება ძალიან საინტერესოა. როცა მან სახლი ტყეში გაშალა, ცნობისმოყვარე ცხოველები მოდიოდნენ და იჭვრიტებოდნენ შიგნით. ასე, რომ მასში ცხოვრება ძალიან საინტერესოა.
imageimageimageimageimageimageimage





4
431
7-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
431
  
საქართველოში რო გამოეგონებინათ,შავი ფერის იქნებოდა დაბურული მინებით, კაი ბიჭებისთვის......
2014, 29 მაისი, 13:59
ისეთ ადგილზე უნდა დადგა, რომ არ გიყურონ. მიყრუებულ ტყეში. თუ არა და მოდგნენ და მიყურონ
2014, 29 მაისი, 10:30
დაიცა რო დაწვები გარედან ყველამ უნდა გიყუროს თუ რახდება :/
2014, 29 მაისი, 10:29
მინდა ^^
0 1 4