x
image
რომეო
ქალის სექსუალური ჰოროსკოპი: თევზები
imageთევზები - (19.02-20.03) - ამ ნიშნის მატრებელი ქალი, როგორც წესი, გამოუსწორებელი მეოცნებეა, მთელი ყურადღება და ტემპერამენტი შინაგანი სამყაროსაკენ ყავს მიპყრობილი, რომანტიკული გრძნობებითა და ილუზიებით აღსავსეს, ნაკლებად აინტერესებს რეალური სამყარო.

ჩვევლებრივ ბავშვობაში იგი ზღაპრის გმირებითაა აღფრთოვანებული და გატაცებული, მოწიფულობაში კი კარგად აღზრდილ, ნაზ ბიჭუნებზეა შეყვარებული. ბიჭუნებზე რომლებსაც არც კი აქვთ გათვიცნობიერებული თავიანთი სექსუალური მოთხოვნილებები და შესაძლებლობანი.

ვნებიანობისა და შეხედულებების თვალსაზრისით ეს ქალები ორ კატეგორიად შეიძლება დავყოთ. ერთნი, პარტნიორებად ირჩევენ საშუალო ტემპერამენტის მქონე მამაკაცებს და მთელ ცხოვრებას მშვიდად და ბედნიერად ატარებენ, მათ გვერდით, მეორე ტიპის ქალები კი უფრო ემოციურები და აღგზნებულები არიან. ისინი გალანტურ ჯენტლმენებს პირატებსა და ავაზაკებს ამჯობინებენ. სამწუხაროდ, თევზებს არასდროს არ ჰყოფნით ვაჟკაცობა ასეთ პარტნიორებს დაუკავშირდენ. უმრავლეს შემთხვევაში ისინი, ისევე როგორც პირველი ტიპის ქალები, გაურბიან ნამდვილ "ასპროცენტიან" მამრებს და უკავშირდებიან სუსტი ფიზიკური ან ფსიქიური მონაცემების მამაკაცებს, რათა მთელი ცხოვრება მათ მფარველობასა და მეურვეობაში გაატარონ..

ხდება ისე, რომ ამ ნიშნის მატარებელი ქალი, რომელიმე ცნობილი საზოგადო მოღვაწის ან გამოჩენილი ადამიანის საყვარლის როლში გვევლინება. ამ შემთხვევაში მას სახელი და დიდება არ იზიდავს. პირიქით, თავად ამ სახის პარტნიორს სჭირდება თევზების სიმშვიდე და შემწყნარებლობა.


თევზები მუდამ გაურბიან ნამდვილ მამაკაცებს, ამის მიზეზი ისაა, რომ რელურ სინამდვილესთან პირისპირ შეხვედრისა ეშინიათ. ეშინიათ გამოცდის წინაშე დააყენონ საკუთარი ქალურობა და სექსუალური მონაცემები.

ამიტომაცაა, რომ მათი ბავშვური ოცნების საგანი, ნაზი და სუსტი "ბიჭუნები" ბოლომდე მათ გვერდით რჩებიან, ხოლო მამაკაცები გაბრაზებულები იბრუნებენ პირს და უკანმოუხედავად მიდიან.

0
561
2-ს მოსწონს
ავტორი:რომეო
რომეო
561
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0