x
image
რომეო
ჰოროსკოპი: თევზები

image(19 თებერვალი - 20 მარტი) წყლის ნიშანი, იუპიტერისა და ნეპტუნის მფარველობის ქვეშ იმყოფებიან. თევზებს მეტად თავისებური ხასიათი და ნატიფი ინტუიცია გააჩნიათ. ნეპტუნი ამ ნიშნის მატარებლებს შინაგანი გაორების გრძნობას უმაღლებს. სულ-შეწუხებულები და მოუსვენრები არიან, მუდამ საკუთარ თავს ებრძვიან და ადგილს ვერ პოულობენ.

მეორე მხრივ, იუპიტერი თევზებს უხვად ასაჩუქრებს სიბრძნითა და ბედნიერი ბედ-იღბალით. ამ ორი პლანეტის განსხვავებული ზემოქმედების გამო თევზები, მიუხედავად მშვიდი გარეგნობისა, ხშირად განიცდიან დიდ სულიერ ტანჯვასა და ტკივილს.საერთოდ თევზები ჰუმანიზმისისა და თავგანწირვის სიმბოლოს წარმოადგენენ. მეტად ნაზი და დახვეწილი სულიერი სამყარო გააჩნიათ, ამავე დროს, არც გამჭრიახი გონება სკეპტიციზმი აკლიათ, ინტუიცია ლოგიკაზე უფრო განვითარებული აქვთ. ხშირად ანცვიფრებენ ხალხს წინასწარმეტყველების ნიჭით, უყვართ კომფორტი, კარგი ცხოვრება, ლამაზი ნივთები. მეტად ხელგაშლილები და სტუმართმოყვარე არიან. თუ ტევზებს ბედნიერი ბავსობა ექნებათ, მოზრდილობაში სამართლიანი, კაცთმოყვარენი და გულწრფელები იქნებიან. კარგი მეხსიერების პატრონებს, მეცნიერებისაკენ აქვთ მიდრეკილება, თევზები ასევე დიდ ნიჭს ავლენენ მუსიკაში, მხატრობასა და სკულპტურაში.

სხვა ნიშნებთან ურთიერთობა: ქორწინწბა კუროსთან, კირჩხიბტან თხის რქასთან და ღრიანკალთან ბედნიერებას უქადით. ვერძიასადმი ფიზიკური ლტოლვა გააჩნიათ. ზალზე სასურველია კავშირი ტყუპებთან, რაკიღა ორივე ამ ნიშანს ერთნაირი მოქნილობა და ტაქტი ახასიათებს.


1
1712
3-ს მოსწონს
ავტორი:რომეო
რომეო
1712
  
2013, 28 სექტემბერი, 11:46
ძალზე სასურველია კავშირი ტყუპებთან, რაკიღა ორივე ამ ნიშანს ერთნაირი მოქნილობა და ტაქტი ახასიათებს.:)
0 1 1