x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134573
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508653
"სუპერ ვირთხები"-ს შემოსევა, რომლებიც ზომით კატებს უტოლდებიან და საწამლავი არ მოქმედებს
imageისინი ზომით საშუალო ზომის კატას უტოლდებიან და დანახვისას ტანში შიშის ჟრუანტელი დაგივლით. აბა, სხვა რა დაგემართებათ, როცა ამხელა ვირთხას დაინახავთ?! ისინი შეიძლება მალე მთელ მსოფლიოში მომრავლდნენ. ეს გიგანტური ვირთხა დაიჭირეს და სურათიც გადაუღეს ლივერპულში. მისი სიგრძე ცხვირიდან კუდამდე 2 ფუტია, რაც 60 სმ-ს აღემატება(1 ფუტი=30, 48 სმ-ს).

ეს "სუპერ ვირთხა" მამაცმა კონტროლიორმა Whelan Services- ის კომპანიაში მოკლა. ამ კომპანიას ოფისები აქვს ლონდონში, ლივერპულში და გემპშირში და ვირთხები ყველგან არის შემჩნეული.

მავნებლებთან ბრძოლის ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ისინი სულ უფრო და უფრო მომრავლდებიან, რადგან ისინი საწამლავის მიმართ გამძლენი ხდებიან. წამალი, რომელიც მათ ხოცავდა, ახლა უკვე აღარ მოქმედებს. მავნებლებთან ბრძოლის სამსახური სახელმწიფოს ახალი მესამე თაობის საწამლავის გამოყენებას სთხოვს მათ გასანადგურებლად.image

მღრღნელებთან ბრძოლის კონტროლიორი შონ უილანი აღნიშნავს, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ისინი ზომაში 15 % - ით გაიზარდნენ. ამინდი წელს ცივი და ნოტიო იყო. ისინი კი რაოდენობითაც ორჯერ უფრო მეტნი არიან ვიდრე შარშან თანაც კატებს გაუტოლდნენ.


ბატონი უილანი აღნიშნავს: პრობლემა იმაშია, რომ ვირთხები უფრო ბევრ საჭმელს ჭამენ ვიდრე ადრე და იზრდებიან. ადამიანებიც ბევრ ნარჩენებს ყრიან, მღრღნელები მათი სახლების ახლოს ფუსფუსებენ და ეჩვევიან მათ. ადრე სოფლებში ცხოვრობდნენ ფერმებთან ახლოს, ახლა კი ქალაქებში ჩამოდიან საცხოვრებლად.

60-იან წლებში ვირთხებთან საბრძოლველად იყენებდნენ საწამლავს, რომელსაც შეეჩვივნენ და საჭირო გახდა მისი შეცვლა, მერე 23 წლის წინ სხვა საწამლავი შეიმუშავეს, ახლა კი მის მიმართაც გამოიმუშავეს იმუნიტეტი. image

0
241
4-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
241
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0