x
მეტი
  • 06.05.2024
  • სტატია:134635
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508827
ტერატოგენები: რამ შეიძლება გამოიწვიოს დეფექტები პრენათალური განვითარების დროს?




imageმიუხედავად იმისა, რომ დედის საშვილოსნოში საკმაოდ სტაბილური
გარემოა ბავშვის პრენატალური განვითრებისთვის, არსებობს უამრავი ფაქტორი რომელიც გავლენას
ახდენს ნაყოფსა და ემბრიონზე. ეს ფაქტორებია მაგალითად: რადიაცია, სტრესი, მედიკამენტები,
რომლებსაც დედა ორსულობისას იღებს, ნიკოტინი, ალკოჰოლი და სხვა. ყოველი მატგანი იწვევს
გარკვეულ მუტაციას, რაც გამოიხატება ნაყოფის დაღუპვაში ან ბავშვის ანომალიებით დაბადებაში.
შესაძლებელია ანომალიები არ გამოვლინდეს დაბადებისთანავე და მოგვიანებიტ იჩინოს თავი.
ფაქტორებს, რომლებიც ზემოთ ვახსენე ტერატოგენებს უწოდებენ.
ტერატოგენი ეს არის გარემო (არაგენეტიკური) აგენტი, რომელიც პრენატალური განვი\ტრების
დროს გარკვეულ დეფექტებს იწვევს.


პრენატალური განვიატერების სხვადასხვა პერიოდში ტერატოგენებმა
სხვადასხვა ზიანი შეიძლება გამოიწვიოს. ეს
დამოკიდებულია იმაზე რამდენი კვირისაა ნაყოფი და შესაბამისად რომელი ორგანოს განვითრება
მიმდინარეობს.

image

სქემაზე წარმოდგენილია კრიტიკული პერიოდები. ზოგიერთი
ორგანოს განვითერებიშთვის კრიტიკული პერიოდი უფრო ხანგრძლივია, ზოგიერთისთვის უფრო
მოკლე. მაგალითად, ცენტრალური ნერვული სისტემის განვიტერების კრიტიკული პოერიოდი თითქმის მთელ 9 თვეს გრძელდება, როცა გულის განვითრება
8 კვირის თავზე უკვე დამთავრებულია.




ფეტალურ პერიოდში ტერატოგენები ნაკლებად ახდენენ გავლენას
ჩანასახზე, და თუ მოახდენენ მაშინ ეს გავლენა იმდენად ზლიერია რომ იგი იღუპება. ყვლეზე
დიდი სანსი იმისა რომ დეფექტები განვიტარდეს ემბრიონულ პერიოდშია. ეს დეფექტები ზალიან
სერიოზულია. მიზეზი კი ის არის რომ სწორედ ამ პერიოდში ეყრება საფუძველი ყველა ორგანოს.
ნაყოფად ყოფნის პერიოდში ტერატოგენების გავლენის შანსი სედარებიტ მცირა. მაგრამ ამ
დროს კრიტიკული პერიოდია ტვინის, თვალებისა და გარეგანი გენეტალიების განვითრებისთვის
და სესაბამისად მათი დაზიანების შანსი ძალიან
მაღალია.


გამოყოფენ ორი სახის ტერატოგენებს: ინტერნალურსა და ექსტერნალურს. ინტერნალური ტერატოგენებია მაგალითად:
დედისეული დაავადებები, ნიკოტინის, ალკოჰოლის მიღება, არასასურველი მედიკამენტების
გამოყენება და სხვა, ხოლე ექსტერნალური ტერატოგენებია, მაგალითად: რადიაცია, გარემოს
დაბინძურება, ქიმიური ნივთიერებები და სხვა.


ექსტერნალური
ტერატოგენები


რადიაციამ
შეიძლება სერიოზულად დააზიანოს ემბრიონი ან ნაყოფი. განსაკუთრებიტ მაშინაა საშისი თუ
მცირე დროის განმავლობაში მისი დიდი დოზით მიღება ხდება. რადიაცია იწვევს შეფერხებას
ტვინის განვითრებაში, გონებრივ ჩამორჩენილობას, ლეიკემიას. ასეთი ბავშვებისთვის დამახასიატებელია
თავის პატარა ზომა და საერთოდ ფიზიკური განვიტრებაც ნელა მიმდინარეობს. ხშირია მუცლისმოშლის
შემთხვევებიც. ამგვარი ანომალიები განსაკუთრებით დიდი რაოდენობით გამოვლინდა მეორე
მსოფლიო ომის დროს ხიროსიმასა და ნაგასაკზე ატომური ბომბის აფეტქების დროს. ასევე
1986 წელს ცერნობილში მომხდარი ტრაგედიის დროს. როგორც ატომური ბომბი ასევე ატომური
ელექტროსადგური შეიცავს დიდი რაოდენებობით ურანს. სწორედ ამ ნივთიერების გაჯონავა იწვევს
ზემოხსენებულ ანომალიებს.


ზოგიერთ შემთხვევაში რადიაციის დაზიანებული ნაღოფი დაბადებისას
ნორმალური ჩანს, მაგრამ შეიძლება ანომალიებმა მოგვიანებიტ იჩინოს თავი.


ქიმიური
ნივთიერებები. დღესდღეისობით
მსოფლიოში, განსაკუთრებით სამტრეწველო ქვეყნებში გარემოსი ძალიან დიდი რაოდენობით ქიმიური
ნივთიერებებია გაბნეული. ქალს რომელიც ბავშვ ელოდება უწევს ასეთ გარემოსი ცხოვრება,
ქიმიური ნივთიერებები კი სერიოზულ გავლენას ახდენს ნაყოფის განვითერებაზე.


ერთერთი ასეთი ნივთიერება არის მერკური, რომელიც
ძლიერი ტრატოგენია. 50-იან წლებში იაპონიის ქალაქ მინამატას ყურეში ქარხნებიდან დიდი
რაოდენობთ მერკური მოხვდა რამაც გამოიწვია სასმელი წყლისა და საკვების დაბინძურება.
ამ პერიოდში დაბადებულ ბავშვებს ფიზიკური სიმახინჯეები, გონებაჩამორჩენილობა, არკოორდინებული
მოძრაობა და ანომალიური მეტყველება გამოეხატთ.


ასევე ძლიერი ტერატოგენია თუთია რომელიც საღებავების
შემადგენლობაში შედის. იგი იწვევს ნაადრევ მშობიარობას, ტვინის დაზიანებას მრავალგვარ
ფიზიკურ დეფექტს. ასევე მეტად საშიშია ტყვია და ვერცხლისწყალი.


ჩვენ ყოველდღიაურად პლასმასის უამრავ ნივთტან გვაქვს შეხება. აღმოჩნდა რომ ისინი ჩვენი
ორგანიზმისთვის მეტად საშიშ ნივთიერებებს შეიცავენ. ერთ-ერთი ასეთი ნივთიერებაა პოლიეთილენი, რომლითაც შეფუთულია სხვადასხვა
სახის სასმელი თუ საკვები პროდუქტი, ასევე ჰიგიენური მოხმარების ნივთები. პოლივინილის ქლორიდი, რომლითაც ამზადებენ კონტეინერებს
ასევე წამლების ტუბიკებს. პოლიპროპილენი,
ამზადებენ კონტეინერებს ნახევარფაბრიკატებისთვის, იუგურტისა და მარგარინისთვის. ასევე
სამედიციო ბოთლებს, კეტჩუბის ბოთლებს. პოლისტირინი,
შედის დანა-ჩანგლის, თეფშებისა და ჭიქები შემადგენლობაში. ასევე მაგდონალდის შეფუთვაში,
ეს ის ქაღალდია რომლითაც ჰამბურგერებს ფუთავენ. პოლიკარბონატი გამოიყენება ბავშვის ბოთლების, ტუნუქის ქილების წყლის ბოთლების დასამზადებლად.


ორსულებისთვის აუცილებელია ჯანსაღი კვება, მათ კი ისეთი
პროდუქტების მიღება უწევთ, რომლებიც მოთავსებულია ტოქსიკური ნივთიერებით დამზადებულ
კონტეინერებსა თუ ბოთლებში. რაც თავისთავად აისახება ნაყოფის ჯანმრთელობაზე. ეგრედწოდებული
პლასმასები იწვევენ სიმსივნურ დაავადებებს, აზიანებს თირკმელებს და სერიოზულ გავლენას
ახდენს რეპროდუქციულ სისტემაზე.


პოლიქლორიდული ბიფენილი,
ნივთიერება, რომელიც შედიოდა ტრანსფორმატორებისა და ელექტროძრავების, ელექტროსადენების
შემადგენლობაში. 70იან წლებში ამ ნივთიერების გამოყენება აიკრძლა. მიუხედავად ამისა
ამ ნივთიერების ნარჩენები გარემოში მაინც დიდი რაოდენობითაა დარჩენილი. განსაკუთრებიტ
დაბინძურებულია წყლები. ამითომ ორსულებისთვის რეკომენირებულია მოერიონ ზოგიერტი სახეობის
თევზეულს. ასევე აუცილებელია კარგად გარეცხონ ან გათალონ ხილი და პოსტნეული სანამ მიირთმევენ.
ასევე არ უნდა შეეხონ ზველი მავთულის გროვებსა და ელექტროსადენებს.





ინტერნალური ფაქტორები


ნარკოტიკული
წამლების, მიღება როგორიცაა ჰეროინი და კოკაინი სულ უფრო და უფრო
ვრცელდება. ამერიკის დიდ ქალაქებში დაბადებული ბავსვების 3-7% კოკაინის პრენატალური ზემოქმედების ქვეშ იმყოფება.
მათ ბავსვებს ვინც ორსულობისას კოკაინს, ჰეროინსა და მეტადონს მოიხმარენ სერიოზული
საფრთხე ემუქრებათ: მცირეწონიანობა, ფიზიკური დეფექტები, სუნთქვის სირთულეები, დაბადებამდე
ან დაბადების შემდეგ სიკვდილი. ამს გარდა ეს ცვილები ნარკოტიკზე დამოკიდებულები იბადებიან,
არიან მოუსვენრები, ნერვიულები და ძნელად იძინებენ.


70იან 80იან წლებში აქტიურად დაიწყო კოკაინის
მოხმარება. მოგვიანებით პოპულარული გახდა კრეკიც, რომელიც კოკაინისა და ჰეროინის
ნაზავია. ისინი აღქმული იყო როგორც გართობისა და მოშვების, რელაქსაციის საშუალება.
კოკაინისა და კრეკის გამოყენებას ერთი და იმავე შედი სდევს თან, რადგან კრეკის შემადგენლობაში
დიდი რაოდენობით შედის კოკაინი. მათი მოხმარე ავიწროებს სისხლძარღვებს და მაღალი დოზის
სემთხვევაში ჟანგბადის მიწოდებას 15 წუთით აგვიანებს. ასევე ზღუდავ ნეირონების ფუნქციონირებას
და ტვინის ფუნქციურ ბალანსს. ყოველივე ამან კი სეიძლება გამოიწვიოს ტვალების, ზვლის
გენეტალიების საშარდე ტრაქტის, გულის დეფორმაციები, ტვინში სისხლჩაქცევა და ეპილეფსიის
შეტევები. ის თუ რამდენად უარყოფითად აისახება კრეკისა და კოკაინის მოხმარება ნაყოფზე
დამოკიდებულია იმაზეც თუ რა სახით მოხდება მათი მიღება. მოწევით კოკაინი უფრო მალე
მიეწოდება ტვინსა და სხვა ორგანოებს ვიდრე ორთქლის შესუნთქვით და ინექციით.


ჩვეულებრი იმ მშობლების ბაშვები, რომლებიც კოკაინისა
და კრეკის მომხმარებლებია არიან, ამ ნივთიერებებზე დამოკიდებულნი იბადებიან და თავიანთ
დოზას დედის რძისგან იღებენ.


უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ ადრეულმა კვლევებმა ვერ
შეძლეს დაედგინათ ის ნეგატიური ეფექტები, რომლებიც ამ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებას
სდევს თან. ეგონათ რა ისინი უსაფრთხო ბევრი ქალი იღებდა მათ ორსულობისას ტკივილების
შესამსუბუქებლად. ასეთ ქალებს მშობიარობა დროზე ადრე ეწყებოდატ, მათ შვილებს კი ახასიათებდათ
ფიზიკური და ფსიქოლოგიური განვითრების შეფერხებები, აევე ნეირომოტორული ფუნქციების
შეზღუდვა.


ის თუ რა გავლენას ახდენს მარიხუანა და სხავ
მსგავსი მეცენარეები, მაგლითად, ხაშიში ნაყოფის განვითრებაზე, ბოომდე დაგენილია არ
არის. ზოგიერთი კვლევის მიხედვით, მარიხუანას მწევა ნაყოფზე არ ახდენს უარყოფით გავლენას
და რავითარ ანომალიას არ აქვს ადგილი. თუმცა ამ კვლევების პრობლემა იმაში მდგომარეობს,
რომ ჩატარებულ იქა აშშ-ში სადაც მარიხუანას ნაკლებად მოიხმარენ. სხვა კვლევები ჩატარებულ
იქნა იამაიკაში, სადაც ამერიკისგა განსხვავებით ბევრად უფრო აქთიურად, თითქმის ყოველდღიურად
ქალებიც კი მოიხმარენ მარიხუანას. კვლევებმა აჩვენა რომ მარიხუანის მომხმარებელთა ახალშობილი ბავშვები ბევრს ყვირიან და მათი ქცევა გვაგონებ იმ ზრდასრული ადმიანის ქცევას,
რომელიც ვერ იკმაყოფილებს სურვილს მიიღოს ნარკოტიკი ანუ ეგრედ წოდებულ ლომკაშია. ყოველივე
ეს ქმნის შტაბეჭდილებას რომ მარიხუანას დიდი დოზით მიღება იწვევს ნაყოფის ცენტრალური
ნერვული სისტემის დაზიანებას და ასევე მოგვიანებით, დაბადებიშ შემდეგ ბავშვს უჭირს
იმპუსების კონტროლი.





1
312
1-ს მოსწონს
ავტორი:თეკლა ნემანიშვილი
თეკლა ნემანიშვილი
312
  
2014, 17 თებერვალი, 18:55
კარგია
0 1 1