x
მეტი
  • 18.05.2024
  • სტატია:134745
  • ვიდეო:351972
  • სურათი:509082
ლოკუს კონტროლი

image ერთერთი ბაზისური პიროვნული მახასიათებელი, რომელიც გავლენას ახდენს ქცევაზე არის ის, თუ ადამიანი ვის თვლის პასუხისმგებლად კარგი ან ცუდი მოვლენების მიმდინარეობაზე. ინდივიდი, რომელიც თვლის, რომ თვით მას შეუძლია ისე იმოქმედოს რომ მაქსიმალური გახადოს დადებითი შედეგების შესაძლებლობა და მინიმუმამდე დაიყვანოს უარყოფითი შედეგების ალბათობა, ამბობენ, რომ მას აქვს კონტროლის შინაგანი ლოკუსი. ამის საპირისპიროა, თუ ინდივიდი ფიქრობს რომ ის უსუსურია იღბლის მოწყალების, ბედისწერისა და სხვა არაკონტროლირებული გარეგანი გავლენის წინაშე, ამბობენ, რომ მას აქვს გარეგანი ლოკუს კონტროლი.ინდივიდების განსხვავება ამ მახასიათებლებში, როგორც "ლოკუს კონტროლი" შემოგვთავაზა როტერმა. როტერის მიერ შემოთავაზებულ თეორიაში ქცევა ხორციელდება როგორც მოლოდინების (რომ ქცევა მოგვცემს განმტკიცებას) და ღირებულებების(რა ფასად უჯდება ინდივიდს განმტკიცება)ფუნქცია. გარდა მოლოდინების და ღირებულებისა, რომელიც მოქმედებს სპეციფიკურ სიტუაციაში, როტერი ვარაუდობს, რომ ადამიანს აქვს გარკვეული რწმენა ცხოვრებისეული წარმატებულობის და წარუმატებლობის მიზეზების შესახებ. ბავშვობის დროინდელი გამოცდილებიდან და დაკვირვების საფუძველზე ადამიანი მიდის დასკვნამდე, თუ დადებითი და უარყოფითი შედეგები რა ხარისხშია კონტროლირებული საკუთარი აქტივობით ან არაკონტროლირებული გარეგანი ძალებით. როცა შედეგებზე
პასუხისმგებლობა შინაგანი, საკუთარი ძალებითაა ახსინილი დაშვებულია რომ გულმოდგინე შრომა და უნარები განმტკიცებული იქნება. როცა გარკვეული შედეგები გარეგან ძალებზეა მიწერილი, დაშვებულია, რომ მოვნლენები დეტერმინირებულია შემთხვევითი არაკონტროლირებული ფაქტორებით.

ამ განზოგადოებული პიროვნული მოლოდინების გასაზომად შეიქმნა ლოკუს კონტროლის ტესტი როგორც მოზრდილებისთვის, ისე ბავშვებისთვის. როტერის მიერ შემოთავაზებული ტესტი სუბიექტისგან მოითხოვს ალტერნატივებს შორის ერთერთის არჩევას. ტესტის აზრი მოცემულია ორ ტესტ დებულებაში.სუბიექტმა უნდა შეარჩიოს ალტერნატიულიდან ერთერთი რომელიც მას უფრო სწორად მიაჩნია. ტესტში ერთერთი ალტერნატივა ასე ჟღერს:
ა. ინდივიდის ცხოვრებაში ბევრი უბედურება ნაწილობრივ ცუდი იღბლის შედეგია
ბ. ადამიანის უბედურება იმ შეცდომების შედეგია, რომელიც მან დაუშვა.სუბიექტმა უნდა მიუთითოს, თუ როგორ დებულებას ეთანხმება. რომელია მისი აზრით მართებული.ასეთი დებულებების სერიისადმი პასუხები იძლევა ლოკუს კონტროლის მაჩვენებელს. იგულისხმება, რომ ამ განზომილებებში განხსვავებაზეა დამოკიდებული ქცევა განსხვავებულ სიტუაციაში. როტერის აზრით ასეთი ქცევისეული განსხვავებების საფუძველია ინდივიდის ინტრავერტ-ექსტრავერტული ტენდენციები. ინტრავერტს აქვს კონტროლის შინაგანი ლოკუსი ექსტრავერტებს კი ახასიათებს კონტროლის გარეგანი ლოკუსი.ლოკუს კონტროლის, როგორც პიროვნების მახასიათებელი თვისების, ბაზისური საკითხია ის, თუ როგორ ხდება მისი ჩამოყალიბება.

კონტროლის შესახებ მოლოდინის ჩამოყალიბება


კვლევები მიუთითებენ, რომ ინტერნალური ორიენტაციის ჩამოყალიბება მომდინარეობს აღზრდიდან, უმთავრესად ოჯახებიდან და განსაკუთრებულ როლს თამაშობენ ამაში დედები, რომლებიც არ ცდილობდნენ გაეკონტროლებინათ მათი შვილების ქცევის
ყველა ასპექტი, ქმნიდნენ მოლოდინებს, რომ ბავშვები მოიქცეოდნენ დამოუკიდებლად.ინტერნალური ორიენტაციის ინდივიდების მშობლებს აქვთ ტენდენცია ბავშვებს მისცენ მეტი თავისუფლება, ბავშვების მიმართ იყვნენ მოსიყვარულენი და წამქეზებლები. ზოგადად, ინტერნალის მშობლები მოელიან ბევრს მათი
შვილებისგან.კვლევები ხაზს უსვამენ იმ ფაქტს, რომ ინტერნალურები ყალიბდებიან იმიტომ, რომ ბავშვები სწავლობენ რომ განმტკიცება (წარმატება) დამოკიდებულია იმაზე რასაც ისინი აკეთებენ.

ექსტერნალები კი, ვარაუდობენ რომ, ბავშვობის დღეებიდან განიცდიდნენ ზედმეტ კონტროლს, მეტ ყურადღებას და კრიტიკას. კვლევები აჩვენებენ, რომ ექსტერნალურად ორიენტირებული კოლეჯის სტუდენტები იხსენებენ, რომ მათი მშობლები აწესებდნენ მკაცრ შეზღუდვებს. მიუთითებენ, რომ ექსტერნალური ორიენტაცია ყალიბდება როგორც რეაქცია ზედმეტად კრიტიკულ მშობლებზე.
მეცნიერები ასკვნიან, რომ ინტერნალობა ინდივიდების უფრო
პოზიტიური თვისებაა ვიდრე ექსტერნალობა.

0
220
შეფასება არ არის
ავტორი:მარი ხარშილაძე
მარი ხარშილაძე
220
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0