x
ჰიპნოსუგესტია და ფრანც ანტონ მესმერი

imageსუგესტია ლათინური სიტყვაა და ნიშნავს შთაგონებას. სუგესტიაში იგულისხმება ადამიანზე ვერბალური ან არავერბალური ინფორმაციით ზემოქმედება, რის შემდეგაც შეინიშნება გარკვეული ცვლილებები ადამიანის ფსიქიკაში. შთაგონებით შეიძლება გამოვიწვიოთ სხვადასხვა შეგრძნებები, აზრები, წარმოდგენები.
შთაგონების ანუ სუგესტიის ტექნოლოგია უხსოვარი დროიდან არსებობს. ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე - 16 საუკუნით დათარიღებულ პაპირუსში 900 - მდე სამკურნალო საშუალებაა აღწერილი. მათ შორის დიდი ადგილი უკავია შელოცვებს, "რომლებიც უნდა წარმოითქვას მკაფიოდ და რაც შეიძლება ხშირად დაავადებულ ადგილებზე წამლის დადებასთან ერთად." მიდგომა, რომ წამალთან ერთად სიტყვაც საჭიროა, ძველი მედიცინის საერთო პრინციპია. შორეულ წარსულში შთაგონების ეფექტს მიაწერდნენ სუგესტორის ზებუნებრივ ძალას. ჰიპნოსუგესტიას ხშირად იყენებდნენ ადამიანების განსაკურნად. ამ თემის განხილვისას აუცილებელია ვახსენოთ ფრანც ანტონ მესმერი და მისი მეთოდიკა.
ფრანც ანტონ მესმერი დაიბადა 1734 წელს ავსტრიაში. ის პრაქტიკოსი ექიმი იყო. მკურნალობისთვის მაგნიტს იყენებდა.
მესმერი სხეულის გასწვრივ პაციენტებს მაგნიტს უტარებდა და მათ ისტერიული შეტევა ეწყებოდათ, რაც ძილით თავდებოდა. ძილის შემდეგ პაციენტები განკურნებულნი იღვიძებდნენ. მოგვიანებით მესმერმა შეამჩნია, რომ მაგნიტის ანალოგიურ შედეგს რამდენიმეჯერ სხეულის გასწვრივ მისი ხელის გატარებაც იძლეოდა („პასები“). მესმერმა ჩათვალა, რომ მის სხეულს მაგნიტური ძალა აქვს.
მესმერის მეთოდიკა სავსებით არავერბალური იყო. მესმერისტი
პაციენტთან შეხების მრავალ ფორმას ხმარობდა - პასებს, მუხლებით პაციენტის მუხლების შებოჭვას, შუშის ჯოხით შეხებას და ა.შ. ამგვარ შეხებას მესმერმა „ რაპორტი“ უწოდა. მესმერმა თავისი ეს კონცეფცია საფრანგეთის აკადემიის და სამეფო სამედიცინო საზოგადოების
გაერთიანებულ კომისიას წარუდგინა 1774 წელს, რომელშიც მონაწილეობდნენ ცნობილი მეცნიერები. კომისიაზე გადაწყვიტეს, რომ სპეციალური აპარატურით გამოეკვლიათ მესმერის სხეული და ეკვლიათ მაგნიტიზმი მესმერში, მაგრამ ვერაფერი ნახეს, რის გამოც მესმერი შარლატანად გამოცხადდა, ხოლო მიღებული თერაპიული შედეგები მიეწერა მხოლოდ პაციენტის წარმოსახვას. ამ ფაქტმა გავლენა იქონია ხალხზეც და მათ გარიყეს მესმერი. საბოლოოდ კი ის შვეიცარიაში, მარტოობასა და სიღარიბეში გარდაიცვალა 1815 წელს.
მესმერის შემდეგ მესმერიზმს მის მიმდევართა მცირე ჯგუფი აგრძელებდა. ერთ-ერთი მათგანი იყო შოსტენიე დე პიუნსეგიური, რომელმაც 1818 წელს მესმერული ტრანსის ღრმა, კერძოდ, სომნამბულური სტადია აღმოაჩინა. მანვე აღმოაჩინა, რომ ტრანსს იწვევს არამარტო შეხება, არამედ სიტყვაც, შთაგონებაც, რაც უკვე მესმერიზმის თეორიაში ვეღარ თავსდებოდა.image



0
226
5-ს მოსწონს
ავტორი:ნატო ტივაძე
ნატო ტივაძე
226
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0