x
image
თამუნა გეწაძე
რონალდუ მესიზე ძლიერია- ამბობს მესუტ ოზილი

image
ესპანეთის საინფორმაციო საშუალებები ''სენსაციურ" განცხადებას ავრცელებენ, რომელშიდაც ლონდონის "არსენალის" ნახევარმცველი, მესუტ ოზილი, პარალელს ავლებს მადრიდის რეალის თავდამსხმელს, კრიშტიანუ რონალდუსა და"ბარსელონის" ფორვარდს, ლეონელ მესის, შორის.მისი თქმით ყველა ფეხბურთელისათვის ეჭვგარეშეა, რომ პორტუგალიელი, მისი თამაშის ხარისხით ბევრად აღემატება არგენტინელს."რა თქმა უნდა რონალდუ უფრო ძლიერია ვიდრე მესი, კრიშტიანუ არის ყველაზე "მრავალმხრივი" ფეხბურთელი მსოფლიოში.მე კარგად ვიცი ეს რადგან მასთან ერთად ერთ გუნდში ვთამაშობდი–" აცხადებს მესუტ ოზილი.აქვე არ ივიწყებს ოზილი მის მეგობარ სერხიო რამოსს რომელსაც ასევე მრავალმხრივსა და საუკეთესოს უწოდებს.ოზილის ამ შედარებამ არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია რონალდოსა და მესის გულშემატკივრებს შორის. ყველამ იცის, რომ ამ ორ უძლიერეს ფეხბურთელს შორის პირველობაზე მუდამ ფარული "ბრძოლა" მიმდინარეობს.

1
56
5-ს მოსწონს
ავტორი:თამუნა გეწაძე
თამუნა გეწაძე
56
  
2013, 29 სექტემბერი, 19:44
ვაი ჩემო იო შენ გარეშე რა ცუდია:(
0 1 1