x
image
თამუნა გეწაძე
მესი ტოვებს "ბარსელონას"?

imageარგენტინელი ფეხბურთელი, ლიონელ მესი, არ აპირებს მთელი მისი კარიერის მანძილზე "ბარსელონის" შემადგენლობაში თამაშს.ფეხბურთელი არ გამოირჩევა ხმამაღალი და სკანდალური განცხადებებით, მაგრამ მან ესპანეთის მედიის წარმომადგენლებთან საუბარში განაცხადა: "მე არ ვიცი რამდენ ხანს ვითამაშებ ფეხბურთს, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ კარიერას გავაგრძელებ არგენტინის იმ გუნდში საიდანაც დაიწყო ჩემი წინსვლა"

image


ფეხბურთელს მომქმედი კონტრაქტი 2018წელს უმთავრდება.არგენტინულ კლუბში კი ის თამაშობდა 1995- 2000 წლებში და მაშინ მხოლოდ 8 წლის იყო.ის სწავლობდა არგენტინაში საფეხბურთო სკოლაში, სადაც შენიშნეს ბარსელონის წარმომადგენლებმა და რისკზე წავიდნენ, 12 წლის ბიჭს, გაუფორმეს ხელშეკრულება და ოჯახით საცხოვრებლად გადაიყვანეს კატალონიაში.ამიტომ მისი სურვილი, რომ ითამაშოს არგენტინაში გასაგებია მას არც ერთხელ არ უთამაშია სამშობლოში ჩემპიონატზე.ამის გამო, არგენტინაში ზოგი თვლის, რომ ის მოღალატეა, ზოგიერთები კი გამოდიან იმის წინააღმდეგ, რომ მან ნაციონალურ ნაკრებში ითამაშოს.აღსანიშნავია მხოლოდ ის, რომ კლუბი, რომელიც მოინდომებს მის ყიდვას კონტრაქტის დასრულებამდე, უნდა გადაიხადოს250 მილიონი ევრო.

1
101
7-ს მოსწონს
ავტორი:თამუნა გეწაძე
თამუნა გეწაძე
101
  
2013, 29 აპრილი, 12:42
ვა, კარგი სტატიაა
0 1 1