x
მეტი
  • 02.05.2024
  • სტატია:134577
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508705
სასაცილოა, სატირელი რომ არ იყოს. . .

imageდრო გადის და ქვეყანაში არაფერი იცვლება, ყოველშემთხვევაში ჩვენს სასიკეთოდ არაფერი. ყველას გვახსოვს 2008 წლის აგვისტოს მოვლენები, რუსული სასტიკი აგვისტო საქართველოს ისტორიაში. მე ისიც მახსოვს რა ხდებოდა იმ დღეებში თბილისში, არაფერი... მაშინაც და დღესაც გულისტკივილით ვამბობ, რომ თბილისში საქართველოს ტკივილი არ იგრძნობოდა, ვიღაცა შემედავება, მაგრამ სამწუხარო ფაქტს ავღნიშნავ. მაშინ როცა მტერი ჩვენს სახლებსა და სოფლებს ბომბავდა, თბილისელების დიდ ნაწილს ომი არ აინტერესებდა! იმ წუთებში როცა ჩვენი ჯარისკაცები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობითვის სისხლს ღვრიდნენ, თბილისში რესტორნებსა და ღამის კლუბებში დროსტარება არ შეწყვეტილა, ზოგიერთი ტელევიზორსაც არ უყურებდა, იმიტომ რომ უბრალოდ არ აინტერესებდა რა ხდებოდა ქვეყანაში. მხოლოდ მაშინ დაფაცურდნენ, როცა გაიგეს რომ რუსეთის ჯარი თბილისს უახლოვდებოდა, კარგად მახსოვს მთელი ღამის განმავლობაში უწყვეტად მიედინებოდნენ ავტომობილები თბილისიდან, ბენზინგასამართ სადგურებზე კი თვალუწვდენელი რიგი იდგა. შესავალი გამიგრძელდა და ყოველივე ამის გახსენებით მინდა დღევანდელ ვითარებას გადავავლო თვალი, რა ხდება დღეს, ან რა ხდებოდა რამდენიმე თვის წინ? ზუსტად ეს ხალხი იყო ომი რომ არ აინტერესებდა და ვერ გრძნობდა ქვეყნის ტკივილს, ახლა "საქართველოში სამართლიანობის აღდგენის სურვილით" აღტკინებული რომ დარბოდა ოქტომბრის აქციებზე, პატრიოტობაზე და ქვეყნის სიყვარულზე დებდნენ თავს და "ავისრულოთ ჩვენი ქართული ოცნების" ძახილით რომ თბილისს უვლიდნენ . ეს ხალხი იყო ზუსტად წინასაარჩევნოდ ლურჯი დროშებითა და მაისურებით " საყვარელი" ლიდერის სახელს რომ ყვიროდნენ. ამ ხალხმა არ ვიცი, მაგრამ დღევანდელმა ჩვენმა მთავრობამ კი აიხდინა ოცნება, უფროსწორად ჯერ ისევ ახდენის პროცესშია, ხელისუფლების შეცვლის შედეგს კი ჯერჯერობით ვერ ვხედავ. წინსვლა არ იგრძნობა, რატომ? ბრმა ვარ? თუ როგორც შეიძლება ზოგიერთებმა მითხრან "ნაციონალი" ვარ . რაც გენებოთ ის მიწოდეთ, მაგრამ თუ ასე გავაგრძელებთ საქართველოს დავღუპავთ, მტრის კლანჭების წინაშე კი მარტონი აღმოვჩდებით.imageimage სასაცილოა სატირელი რომ არ იყოს, ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოში ხან პრეზერვატივის შესახებ იხილავენ კანონპროექტს და ხანაც ზნეობის შეურაცხმყოფელი ქმედების, ნუთუ ასე კარგად გვაქვს საქმე, რომ ამაზე მეტად სერიოზული და პრობლემური საკითხი არა გქვაქვს გადასაწყვეტი. პრეზერვატივზე და კოცნა-მოფერების შესახებ მიღებული კანონი შეაჩერებს რუს ოკუპანტს, როცა გაეხარდება საზღვრები არ გადმოწიოს და ტერიტორიები არ წაგვართვას? ან ათასობით დევნილსა და გაჭირვებულს წაადგება რამეში პრეზერვატივის ნაირსახეობებზე და მათ გამოყენებაზე პარლამენტში ლაპარაკი? ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, თავს ვირცხვენთ, ჩვენი უმეცრობით კი მტერს ვახარებთ. . .

0
63
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მოზამბიკელი
მოზამბიკელი
63
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0