x
მეტი
  • 04.05.2024
  • სტატია:134617
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508782
ქალმა "სამყაროს აღსასრულის" შიშით, მიმტანს სოლიდური თანხა დაუტოვა
image

შეერთებულ შტატებში ქალმა მიმტანს 777 დოლარი საჩუქრად დაუტოვა, რადგან ეგონა, რომ სამყაროს აღსასრული დადგებოდა.


აშშ-ში რესტორანში კლიენტმა მიმტანს დიდი რაოდენობის თანხა დაუტოვა. ამის შესახებ Reddit პლატფორმაზე ისაუბრეს


მომხმარებელმა მეტსახელად u/writtenonpaige22 გააზიარა უჩვეულო ამბავი, 8 აპრილს, მზის ბოლო დაბნელებასთან დაკავშირებით . სტუმარი რეგულარულად მოდიოდა ამ რესტორანში.




მზის დაბნელებამდე რამდენიმე დღით ადრე მან მიმტან გოგონას 300 დოლარის "ჩაი" დაუტოვა, თუმცა ანგარიში მხოლოდ 40 დოლარი იყო. ამავე დროს, ქალმა მიმტანს ჰკითხა, ქრისტიანი იყო თუ არა და სწამდა თუ არა ღმერთის.


რამდენიმე დღის შემდეგ ქალი დაბრუნდა. ამჯერად მას სხვა მიმტანი ემსახურებოდა.


ქალი თურმე გამუდმებით ეკითხებოდა მიმტანს, "იყო თუ არა ის ქრისტიანი", რაზეც მიიღო პასუხი ”არა”;


შემდეგ კი მან დაიწყო იმაზე ლაპარაკი, თუ რამდენად საშინელი იქნებოდა ყველაფერი სამყაროს აღსასრულის შემდეგ (რაც, მისი აზრით, 8 აპრილს მოხდებოდა) დედამიწაზე დარჩენილი ცოდვილებისთვის“.


ოფიციანტი ქალს დიალოგში არ აყვა და ისე განაგრძო ქალის მომსახურება, როგორც ნებისმიერი სხვა ჩვეულებრივი კლიენტს.

ვახშმის დასრულების შემდეგ ქალმა მიმტანს 777 დოლარი აჩუქა, თან დასძინა, რომ ეს თანხა მალე დასჭირდებოდა.


შოკირებულმა მიმტანმა გადაწყვიტა მენეჯერთან განეხილა ეს ამბავი, რათა შემდგომში პრობლემები არ შექმნოდა.


მენეჯერის კითხვაზე, დარწმუნებული იყო თუ არა ნაჩუქარი თანხის ოდენობაში, კლიენტმა უპასუხა: „რა თქმა უნდა, ეს ღვთის რიცხვებია“. ამის შემდეგ იგი წავიდა.



საინტერესოა, როცა ნახა, რომ "სამყაროს აღსასრული" არ დადგა, კიდევ სტუმრობდა თუ არა ის ქალი რესტორანს?ამის შესახებ აღარაფერია ცნობილი.


შეგახსენებთ, 8 აპრილს, ჩრდილოეთ ამერიკის ნაწილში მზის სრული დაბნელება მოხდა, მზე, მთვარე და დედამიწა იშვიათ, სრულყოფილ ხაზზე სულ რამდენიმე წუთით განლაგდნენ, რამაც დედამიწის გარკვეულ ნაწილში, ამ შემთხვევაში კი ამერიკის კონტინენტის ჩრდილოეთ ნაწილში მთვარის ჩრდილმა დღისით წარმოქმნა სრული წყვდიადი.

0
62
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
62
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0