x
მეტი
  • 03.05.2024
  • სტატია:134599
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508738
10 რამ,იმისათვის რომ ვიყოთ ბედნიერები

imageროგორც აღმოჩნდა ბედნიერ ადამიანებს შედარებით ნაკლები მიზეზი აქვთ რამეზე გაბრაზების და მოწყენის.როგორ ახერხებენ ისინი ამას?აი, 10 ჯადოსნური საიდუმლო იმისა, თუ როგორ ვიყოთ ბედნიერები.




image1.ნუ მიაქცევთ ყურადღებს სხვის აზრს!
ჩვენ ხშირად ვართ დამოკიდებულნი ჩვენი ახლობლების, მეზობლებლების
და მეგობრების აზრზე.ამიტომ ხშირად ვბრაზდებით როდესაც ისინი განგვსჯიან.რამდენი ადამიანიც არის იმდენივე აზრი არსებობს. რა მნიშვნელობა აქვს რას იტყვის შენი მეზობელი შენს ახალ სამოსზე.მთავარია რომ ის მოგწონს შენ.რა თქმა უნდა სხვისი აზრი უნდა მოისმინო, მაგრამ საბოლოოდ უნდა გააკეთო ის რაც შენ გინდა.
image2.უნდა შეგეძლოთ სიტუაციას შეხედოთ სხვა მხრიდან!
დავუშვათ თქვენ გაქვთ ხანგრძლივი კონფლიქტი ვინმესთან და ეს გიწამლავთ სიცოცხლეს.თქვენ ორივე ფიქრობთ, რომ ხართ მართლები და არც ერთი არ მიდიხართ დათმობაზე.შეხედეთ ამ ყოველივეს სხვა, მესამე ადამიანის თვალით.ეს დაგეხმარებათ გადაწყვეტილების მიღებაში - გაწყვიტოთ ურთიერთობა თუ შეურიგდეთ.


image3.არასოდს ინანოთ წარსულში არსებული შანსის გაშვება!
თუ თქვენ ოდესღაც ვერ ჩააბარეთ გამოცდა პრესტიჟულ უნივერსიტეტში ან ხვდებოდით ადამიანს, რომელმაც თქვენს მეგობარში გაგცვალათ. ამ ყველაფერმა ჩაიარა, რისთვისღა უნდა გაიხსენოთ ან იტიროთ იმის გამო, რაც წარსულში მოხდა?ესეიგი ასეთია თქვენი ბედი და არ დაგავიწყდეთ, რომ საბოლოოდ ყველაფერს აქვს თავისი დადებითი მხარე.
image4. იყავით მადლიერები!
იყავით მადლიერები არა ვინმესი, არამედ თვით სიცოცლის.ყოველ დღე ძილის წინ გაიხსენეთ რა მოხდა ამ დღეს კარგი და არ დაგავიწყდეთ თქვათ "მადლობა".ამის შემდეგ დადებითი სიტუაციები თავისით მოვლენ თქვენს ცხოვრებაში.
image5.უფრო ხშირად გაიხსენეთ თქვენი ცხოვრების ბედნიერი მომენტები.
ეცადეთ თავიდან განიცადოთ ეს მომენტები, იგრძნოთ ის რასაც გრძნობდით იმ დროს.ახალ მიზნებზე ფიქრისას გაიხსენეთ ეს შეგრძნებები და
დაგემატებათ ახალი ენერგია მომავლისთვის.
image6.უნდა შეგეძლოთ სიცილი საკუთარ თავზე!
ზოგიერთი ადამიანი იმის გამოა უბედური რომ მასზე იცინიან სხვები.თვით ირონია კი არის ნიშანი სულის სიძლიერისა. უნდა შეგეძლოთ თქვენი ნაკლის აღიარება და მის მიმართ ირონიით უნდა განეწყოთ.დავუშვათ სილამაზის სალონში გაგიფუჭეს ვარცხნილობა, იმის მაგივრად რომ დაკომპლექსდეთ გაიღიმეთ და თქვით: "მე დღეს ექსტრემალური ვარცხნილობა მაქვს"
image7.იცხოვრეთ დღევანდელი დღით!
არ ღირს მუდმივად ყურება წარსულში და მითუმეტეს ნეგატიური სიტუაციების გახსენება.თუ თქვენ 5 წლის წინ გქონდათ წარუმატებელი რომანი ეს იმას არ ნიშნავს, რომ იგივე განმეორდება ახლაც.თქვენ ხომ ახლა უფრო დიდი, გამოცდილი და ჭკვიანი ხართ...ადამიანები კი ერთნაირები არ არიან.ნუღარაფრის გეშინია და იცხოვრე აწმყოთი და არა წარსულით.
image8.ნუ შეწყვიტავთ სამყაროს შეცნობას.
ეს შეიძლება იყოს წიგნის კითხვა, მოგზაურობა, უცხო ენის შესწავლა ან ახალი ჰობი.არასოდეს ჩათვალოთ, რომ თქვენ ხართ ძალიან ბებერი ამ ყველაფრისთვის.50 წლის ასაკშიც შეიძლება გაიხსნას თქვენთვის რაღაც ახალი, და სწორედ ეს გვეხმარება ჩვენ საკუთარი თავის რეალისაციასა და ბედნიერებაში.
image9.არასოდეს შეგშურდეთ ვინმესი.
როდესაც ვინმეს ვადარებთ ჩვენს თავს, ვხდებით უბედურები რადგან იმ ადამიანს აქვს ის რაც არ გვაქვს ჩვენ.უფრო სწორად ჩვენ ასე ვფიქრობთ.სინამდვილეში ყველა ადამიანს აქვს თავისი პრობლემა, მაგალითად დაქალი, რომელიც მდიდარი პირად ცხოვრებაში არ უმართლებს და არის მარტო, ან მაგალითად ჩვენი ნაცნობი რომელიც გათხოვდა მდიდარ კაცზე იძულებულია მუდმივად ითმინოს ღალატი და ცუდი დამოკიდებულება, ხოლო კოლეგა, რომელსაც აქვს ძალიან ბედნიერი ოჯახი, მუდმივად ექიმებთან დარბის ჯანმრთელობის პრობლემების გამო.ამიტომ უკეთესია ეძებოთ ის რის გამოც შეიძლება შეშურდეთ თქვენი და იყავით ბედნიერი საკუთარი თავისთვის.
image10.ურთიერთობა გქონდეთ მხოლოდ ბედნიერ ადამიანებთან!

რაც არ უნდა პარადოქსულად მოგეჩვენოთ, წარუმატებლობა გადამდებია.ამიტომ აუცილებლად გაწყვიტეთ ურთიერთობა ისეთ ადამიანებთან, რომლებიც მუდმივად უკმაყოფილოები არიან ცხოვრების და მუდმივად წუწუნებენ.იქონიეთ ურთიერთობა იმ ადამიანებთან რომლებსაც აქვთ პოზიტიური, სიცოცხლით სავსე განწყობა, ვინც მიაღწია წარმატებას და სულიერ ჰარმონიას ან ვინც ახლოსაა მასთან - და თქვენ შეამჩნევთ როგორ შეიცვლება თქვენი ცხოვრება.






2
366
5-ს მოსწონს
ავტორი:ნინი მელიქიშვილი
ნინი მელიქიშვილი
366
  
2013, 5 თებერვალი, 12:12
:) :) : ) კი ესე თქმით ადვილია :) :) შესრულება ძნელია :)
2013, 5 თებერვალი, 12:10
კარგია!

"10 რამ,იმისათვის რომ ვიყოთ ბედნიერები" რა ადვილი ყოფილა:) )
0 1 2