x
მეტი
  • 03.05.2024
  • სტატია:134598
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508719
მათხოვარი

გზაზე მივდიოდი, წვიმდა, მაგრამ მე მსიამოვნებდა წვიმაში ყოფნა.უკან ვიღაც მომდევდა მაგრამ მიხედვის მეშინოდა, ბოლოს გავბედე და მივიხედე, უკან ძონძებში ჩაცმული მათხოვარი მომდევდა.ის ძალიან ლამაზი მომეჩვენა მაგრამ თვალი ავარიდე.ხელი მისკენ წავიღე, ის კი შეტრიალდა და გაიქცა.როცა სახლისაკენ შევბრუნდი, კარებთან ვარდები ეყარა, ზედ ეწერა: -"მე შენ მიყვარხარ".ნაწერს დავაკვირდი და ძალიან ლამაზი მომეჩვენა, ვარდები ავიღე და სახლში შევედი.როცა გარეთ გავდიოდი ყოველთვის ნაცნობი მათხოვარი მხვდებოდა, მე კი...

საშინელი ამინდი იყო.სახლში ვბრუნდებოდი, გული რატომღაც ცუდის მოლოდინში იყო!კარებში გამხმარი ვარდები ეყარა და ზედ ეწერა:- "მე შენ მიყვარხარ".ვარდები ავიღე და სახლში შევედი, ფანჯარას მივუახლოვდი და დავინახე კუბო მიჰქონდათ... კუბოში ლამაზად ჩაცმული ბიჭი იწვა.ძალიან მაინტერესებდა ვინ იყო!კარგად დავაკვირდი და იცით ვინ იყო?! - ნაცნობი მათხოვარი, რომელიც ფულს იმიტომ თხოულობდა რომ ჩემთვის ვარდები ეყიდა ხოლმე. ფარდები ჩამოვშალე... ვარდები გულში ჩავიკარი და ავქვითინდი....

მძულხარ სიყვარულო!

მძულხარ სიყვარულო! მძულხარ!.....image

1
64
2-ს მოსწონს
ავტორი:Dianka
Dianka
64
  
2013, 7 თებერვალი, 16:23
:))
0 1 1