x
მეტი
  • 03.05.2024
  • სტატია:134599
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508738
სოციალურ ქსელში შექმნილი სხვა და სხვა გვერდები

სოციალურ ქსელებში და განსაკუთრებით კი facebook-ში
ხშირად წააწყდებით სხვა და სხვა გვერდებს, ერთ–ერთი ასეთი გვერდის ადმინს, ამავე სოციალურ
ქსელში გავესაუბრეთ და ინტერვიუ ჩავწერეთ მასთან,
„abasha-news-abashelos“ ადმინი ჩვენთან ძალიან გახსნილად საუბრობდა. ეს გვერდი
უკვე ნახევარ წელზე მეტია არსებობს და საკმაოდ ბევრი მეგობარი ყავს, რომლებიც განსაკუთრებით
პოლიტიკის ირგვლივ აქტიურობენ, მართალია გვერდი საინფორმაციო და გასართობია, მაგრამ
დღეს პოლიტიკა იმდენად აქტუალური საკითხია, რომ ყველა მის ირგვლივ ტრიალებს და შესაბამისად
არც ეს გვერდი იყო გამონაკლისი, როგორც ადმინმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა იგი არის
აპოლიტიკური და მიუკერძოებელი და ამიტომ პოლემეიკაში არ შედის და როცა ხედავს რომ სიტუაცია
იძაბება და უმართავი ხდება იგი ამა თუ იმ პოსტს გვერდიდან შლის და ყველაფერი ლაგდება, ადმინი
სამოამვლოდ ძალიან ბევრ კარგს და საინტერესოს პირდება გვერდის სტუმრებს


რამდენხანია რაც შექმენით ეს გვერდი და რას ისახავს
მიზნად ეს გვერდი?
ზაფხულში გავაკეთე ეს გვერდი და მისი მიზანია ხალხის გართობა და ინფორმაციის მიწოდება მხოლოდ აბაშაზე.

რამდნეად დიდია საზოგადოების აქტიურობა და დაინტერესება ამ გვერდის მიმართ?
თავდაპირველად მართლა აქტიური გვერდი იყო რადგან კონკურსი ტარდებოდა და თიტქმის მთელი აბაშის ახალგაზრდობა იყო ჩაბმული
ხოლო შემდეგ რატომგაც პოლიტიკური ხასიათი მიიგო და შესაბამისად ხალხის აქტიურობამ იკლო

პოლიტიკური ხასიათი რატომ მიიღო, რა გახდა თქვენი აზრით ამის მიზეზი?
ალბათ ის, რომ საარჩევნო პერიოდი იყო და ყველა არჩევნებიში ჩაება და ამ გვერდის მეშვეობით ვრცელდებოდა ინფორმაცია.


კონკრეტულად რა სახის ინფორმაციას ავრცელებდნენ და ხომ არ
ხდებოდა ერთმანეთში დაპირისპირება?
ნუ რაც არცევნებს ეხებოდა ყველაფერს აქ წერდნენ. რა თქმა უნდა
ხშირად იყო დაპირისპირება და როგორც ხედავთ ახლაც არის


თქვენ, როგორც გვერდის ადმინი, რას აკეთებთ იმისთვის, რომ დაპირისპირება და დაძაბულობა განმუხტოთ?
მე ნეიტრალიტეტს ვინარჩუნებ, რადგან არ მინდა მიკერძოებული ვიყო და რომელიმე მხარეს მივემხრო, აქედან გამიმდინარე როცა ვხედავ რომ სიტუააცია პიკს აღწევს ვშლი პოსტს


რას აპირებთ სამომავლოდ?
ჯერ ჯერობით არ მაქ დაგეგმილი კონკრეტულად რას ვიზამ, რაღაც
გეგმები მაქ და ვნახოთ


და მიანც იქნებ ერთი გეგმამაინც გაგვიმხილოთ?
მირჩევნია საიდუმლოდ დავტოვო ვფიქრობ რომ ჩემო
გვერდი ასე თუ ისე მაინც ეხმარება აბაშელებს საკუთარი აზრის დასაფიქსიერბლად და აწვდის ინპორმაციის მიმდინარე მოვლენების შესხებ

imageდიდი მადლობა, ინტერვიუსთვის
და გისურვებთ წარმატებებს, ბევრ მეგობარს.


0
50
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:თაზუნა
თაზუნა
50
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0