x
მეტი
  • 10.06.2024
  • სტატია:135232
  • ვიდეო:351972
  • სურათი:509525
"ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ გადაიცემოდა ივანიშვილთან"- რას წერს შალვა ნათელაშვილი

image


შალვა ნთელაშვილი გუშინ, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, ჯიმ ო’ბრაიენის პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას სოციალურ ქსელში ეხმაურება და არ გამორიცხავს რომ მათი შეხვედრის პროცესი "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან პირდაპირ სინქრონში გადაიცემოდა:


"ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ ე.წ პრემიერ კობახიძესთან ამერიკის შეერთებული შტატების მაღალჩინოსანის შეხვედრის მთელი პროცესი ვიდეო და აუდიო საშუალებებით პირდაპირ, სინქრონში გადაიცემოდა ბიძინა ივანიშვილთან."- წერს შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში.


შეგახსენებთ, რომ გუშინ, საქართველოს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯიმ ო’ბრაიენი ესტუმრა. ვიზიტის ფარგლებში ამერიკელი მაღალჩინოსანი შეხვდა პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს, ოპოზიციასა და არასამთავრობო სექტორს. შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან დაგეგმილზე დიდხანს გაგრძელდა. 2 საათნახევარი ირაკლი კობახიძე და ჯიმ ო’ბრაიენი სხვადასხვა თემებს განიხილავდნენ. მთავარი ქართულ-ამერიკული ურთიერთობები იყო.







0
331
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
331