x
მეტი
  • 29.05.2024
  • სტატია:134941
  • ვიდეო:351972
  • სურათი:509334
ღამის ცხოვრება ირანში: როგორ ერთობიან ადამიანები ქვეყანაში, სადაც გართობა სასტიკად იკრძალება

image


ირანელებს გართობა ყოველთვის უყვარდათ. ინტერნეტსივრცეში იმ წვეულებების ამსახველი ფოტოებიც კი მოიპოვება, რომელიც ირანში ჯერ კიდევ 200-300 წლის წინ იმართებოდა ანუ იმ დროს, როცა ისლამური წეს-ჩვეულებები სავარაუდოდ გაცილებით უფრო მკაცრი იყო. ძველი ბერძნებიც კი, რომლებსაც გართობა თავადაც არანაკლებ უყვარდათ ამტკიცებდნენ რომ "ზნეობის დაცემა" ელადაში სწორედ სპარსეთის გავლენით დაიწყო. რაც შეეხება თანამედროვეობას, 1979 წლის ისლამურმა რევოლუციამ პარადოქსულად გამოიწვია არა კონსერვატიზმის ზრდა, არამედ საზოგადოებრივი ცხოვრების ლიბერალიზაცია.


image


იმამების ორმოცწლიანი მმართველობის შემდეგ, ქვეყანა დღეს არც ისე ღარიბია, თუმცა მის ფარგლებს მიღმა გასვლა მაინც დიდ სირთულეს წარმოადგენს, გასართობი ქვეყანაში თითქმის არაფერია. ადგილობრივ მოსახლეობას ფულის ხარჯვის საშუალება უბრალოდ არსად აქვს, შესაბამისად, ყველანაირი სახის სიამოვნებისადმი ლტოლვა ადგილობრივებს მეტისმეტად გამძაფრებული აქვთ, ამიტომ ახალგაზრდული თავყრილობები და წვეულებები იქ ყოველ ხუთშაბათს საღამოს იმართება, რადგან პარასკევი - ისლამისთვის წმინდა დღეა.


image


ახალგაზრდები მეზობლების უკმაყოფილების თავიდან ასარიდებლად ყველაზე ხშირად წვეულებებს ერთმანეთის აგარაკზე მართავენ, როგორც წესი კი, წვეულების ალკოჰოლით უზრუნველყოფას საკუთარ თავზე მასპინძელი ან ერთ-ერთი მდიდარი სტუმარი იღებს. სასმელების ხარისხიც შეიძლება საკმაოდ განსხვავებული იყოს ვინაიდან ქვეყანაში ალკოჰოლური სასმელის გაყიდვა ოფიციალურად აკრძალულია, მისი დამზადება მხოლოდ სახლში და მხოლოდ ადგილობრივ ქრისტიანებს შეუძლიათ. მწარმოებლის მიხედვით კი, ეს შეიძლება იყოს როგორც მაღალი, ასევე საკმაოდ მდარე ხარისხის.


image


გამომდინარე იქიდან რომ ირანელების უმეტესობა სასმელში დიდად ვერ ერკვევა, წვეულებებზე უფრო მეორე ვარიანტი ჭარბობს, სამწუხაროდ, ადგილობრივებმა არც ნასვამ მდგომარეობაში ქცევის წესები იციან და ამიტომ გრადუსის ქვეშ ხშირად ავტომობილის საჭესაც კი უსხდებიან. სწორედ ამ მიზეზით ხდება ახალგაზრდული წვეულებების შესახებ ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის ცნობილი. წვეულებაზე დამსწრე გოგონების უმეტესობა როგორც წესი, თამამ კაბებს ანიჭებს უპირატესობას, მოსაწყენი ჰიჯაბით იქ არავინ დადის, ბევრი ირანელი გოგონა შეღებილი ქერაა.


image


ირანელები უცხოელებს საკუთარ გარემოცვაში სიამოვნებით იღებენ. ჩვენი სტანდარტებით თუ ვიმსჯელებთ, ისინი ზედმეტად თავაზიანადაც კი იქცევიან. ზოგს ეს მოსწონს, ზოგსაც კი აღიზიანებს. მთავარია, სათანადოდ მოიქცეთ და აღმოსავლურ თავაზიანობასა და სტუმართმოყვარეობას თავხედურად და ფამილარულად არ უპასუხოთ. ახალგაზრდობა თანამედროვე დასავლურ პოპზე, 1980-1990-იანი წლების ადგილობრივ და ევროპულ - ამერიკულ მუსიკაზე ერთობა. ისლამური რევოლუციის შემდეგ ირანში აიკრძალა როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი შემსრულებლების უმეტესობა, რომელიც არსებულ ნორმებსა და წესებს არ შესაბამებოდა. შესაბამისად, ამის გამო ირანელების მუსიკალური გემოვნებაც ცოტა კონსერვატიული დარჩა.


image


ზოგჯერ ხმაურიანი და თავაშვებული წვეულებები სამართალდამცველებს შეუმჩნეველი მაინც არ რჩებათ და ამ შემთხვევაში სასჯელი უკვე დანაშაულის ხარისხზეა დამოკიდებული. პოლიციას შეუძლია მსუბუქი ხარისხის თრობის ქვეშ მყოფთ ლექცია წაუკითხოს. დებოშის მომწყობები კი შესაძლოა ერთი-ორი დღით განყოფილებაში აღმოჩნდნენ. რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, გასათხოვარ გოგოებს შეიძლება ქალიშვილობის ტესტის გაკეთებაც კი დასჭირდეთ. მათ კი, ვისაც სისხლში მეთანოლი აღმოაჩნდება შეიძლება დაჯარიმდეს ან საჯაროდ იცემოს, აკრძალული ნივთიერებების აღმოჩენის შემთხვევაში პირს შეიძლება სასჯელის უმაღლესი ზომაც კი შეეფარდოს.






0
670
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
670