x
მეტი
  • 08.06.2024
  • სტატია:135171
  • ვიდეო:351972
  • სურათი:509474
''ქმარი ცოლს, ცოლი ქმარს ახმარინებდა და ამას ფარულად იწერდნენ ვიდეოზე!-ვატო შაქარაშვილი
image

საზოგადოებრივი მოძრაობის "საქართველო უპირველეს ყოვლისა" დამფუძნებელი, ვატო შაქარიშვილი, ბლოგერ უჩა აბაშიძის და მისი მეუღლის, მარიამ იაშვილის დაკავებას და მათთან დაკავშირებულ შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მათი კოლექტიური სახე მეგის ქარდავაა.


"გინდათ რომ ამ ავადმყოფებს ამოვატრიალებინოთ ქვეყანა?!
მეგის ქარდავა არსად წასულა! ხომ ვამბობდით, ამათი კოლექტიური სახე და სახელი მეგის ქარდავაა!
ქმარი ცოლს, ცოლი ქმარს ახმარინებდა და ამას ფარულად იწერდნენ ვიდეოზე!
“სათამაშო” იარაღები გავიარეთ, ახლა რას იტყვით? უჩა სულ თამაშ-თამაშში, ევროპულად იწერდა სხვისი სექსუალური ცხოვრების მასალებს და მერე ევროპის სახელით აშანტაჟებდა?!!!" - წერს ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში.




შეგახსენებთ, ბლოგერი უჩა აბაშიძე, 9 მაისს იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. უჩა აბაშიძეს ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვასთან ერთად, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებასა და შენახვასაც ედავებიან.დღეს დააკავეს მისი მეუღლეც.


როგორც შსს-ში გამართულ ბრიფინგზე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, თეიმურაზ კუპატაძემ თქვა, გამოძიება ცდილობს დაამტკიცოს, რომ 9 მაისს დაკავებული სამხედრო ბლოგერი, უჩა აბაშიძე და მისი ცოლი, მარიამ იაშვილი ამ უკანასკნელთან ათობით პირის ინტიმურ კავშირს უკანონოდ იწერდნენ და ინახავდნენ. შსს-ს მტკიცებით, საქმეს ჰყავს მრავალი მსხვერპლი, მათ შორის, საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები.


"მიმდინარე წლის 4 მაისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების, კერძოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდებზე განხორციელებული კიბერშეტევის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო.

გამოძიების მიმდინარეობის ფარგლებში მიმდინარე წლის 9 მაისს სამართალდამცველებმა 1984 წელს დაბადებული უ.ა.-ს და მასთან კანონიერ ქორწინებაში მყოფი, 1987 წელს დაბადებული მ.ი.-ს საცხოვრებელ ბინებში ჩხრეკა ჩაატარეს. ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ უ.ა.-მ მასთან რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მ.ი.-სთან ერთად განიზრახა სხვადასხვა პირთა პირადი ცხოვრების საიდუმლო, კერძოდ კი ინტიმური კავშირის ამსახველი მასალების უკანონოდ მოპოვება და შენახვა.

ამ მიზნით მ.ი.-ს საცხოვრებელი ბინა, რომელიც მდებარეობს ერისთავის ქუჩაზე 7 ნომერში, მე-10 სართულზე, აღჭურვილი იქნა შენიღბული ვიდეო აუდიო ჩამწერი მოწყობილობით, რომელიც მუდმივ რეჟიმში ფარულად უზრუნველყოფდა ამ უკანასკნელის სხვადასხვა პირთან ინტიმური კავშირის უკანონო ჩაწერას. ჩამწერი მოწყობილობები დამონტაჟებული იყო საცხოვრებელი ბინის ოთახის სხვადასხვა კუთხეში, მათ შორის, საყოფაცხოვრებო ნივთებსა და ტექნიკაში.

ამასთანავე მ.ი.-ს საკონტაქტო მონაცემები განთავსებული ჰქონდა იმ ინტერნეტ ვებგვერდებზე, სადაც სექსუალური მომსახურების შეთავაზება ხდემა. მას შემდეგ, რაც კონკრეტულ პირებთან მოხდებოდა შეთანხმება ან შეხვედრა და იგი მივიდოდა ხსენებულ ბინაში, მისგან მალულად ბრალდებულები სპეციალურად დამონტაჟებული მოწყობილობის საშუალებით სისტემატურად უკანონოდ იღებდნენ და ინახავდნენ ინტიმური კავშირის ამსახველ ჩანაწერებს.

ბრალდებულებმა უკანონოდ მოიპოვეს და მათ კუთვნილ კომპიუტერულ სისტემაში შეინახეს ასეულობით პირის პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველი ინფორმაცია. სამართალდამცველების მიერ ინტიმური შინაარსის მქონე მასალების შემცველი ფაილების შესწავლის საფუძველზე დადგინდა, რომ მათზე აღბეჭდილები არიან როგორც საქართველოს, ასევე სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები. აღსანიშნავია, რომ ზემოხსენებულ ჩანაწერებში ფიგურირებენ საზოგადოებისთვის ცნობილი პირები, რომელთა გადაღებაც ხდებოდა უკანონოდ, მათი ნებართვის გარეშე, შესაბამისად, ხდებოდა მათი პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა.

პოლიციამ ჩხრეკის შედეგად თბილისში, აბაშიძის 22 ნომერში მდებარე უ.ა.-ს საცხოვრებელი სახლის ბინის ჩხრეკისას ამოიღო მობილური ტელეფონები, კომპიუტერული ტექნიკა, ფოტოაპარატი, გარე მეხსიერების ბარათები, ე.წ. ვინჩესტერები, ასევე, ვიდეორეგისტრატორი, დრონები, ვიდეოსამეთვალყურეო კამერები, მეხსიერების ბარათები, ხმის ჩამწერი მოწყობილობა, ხმის გამაძლიერებელი მოწყობილობა, ოპტიკა და ა.შ.

პოლიციამ უ.ა.-ს საცხოვრებელი ბინიდან ასევე ამოიღო ცეცხლსასროლი იარაღები და სხვადასხვა სპეციალური საშუალბა. გარდა ამისა, ამოღებული იქნა სამხედრო დანიშნულების ვაზნები, რომლებსაც დაკავებული უკანონოდ ინახავდა. საქმეზე დანიშნული ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ამოღებული იარაღები და ვაზნები განეკუთვნება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალების კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად.

რაც შეეხება უ.ა.-ს მეუღლეს, მისი საცხოვრებელი ბინიდან სამართალდამცავებმა სხვადასხვა სახის კომპიუტერული და ტექნიკური მოწყობილობები, ასევე მეხსიერების ბარათები ამოიღეს. ასევე მოსამართლის განჩინების საფუძველზე მოწყობილობებიდან გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია, რომელიც შესწავლილია და დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ როგორც უ.ა.-ს კომპიუტერულ ტექნიკაში, ასევე მისი მეუღლის ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებულ ელექტრონულ ინფორმაციის მატარებელ მოწყობილობებში ინახებოდა უკანონოდ მოპოვებული პორნოგრაფიული ხასიათის ვიზუალური მასალები, რომლებიც ასევე შეიცავდა პირადი ცხოვრების საიდუმლოს.

მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარდება სხვადასხვა სახის ექსპერტიზები, მათ შორის, კომპლექსური, ჰაბიტოსკოპიური და კომპიუტერულ-ტექნიკური ექსპერტიზები. აღსანიშნავია, რომ გამოძიების ფარგლებში ამოღებულია დიდი რაოდენობით პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველი, ინტიმური შინაარსის მქონე ფაილები, რომელთა შესწავლა გრძელდება დაზარალებული პირების იდენტიფიცირებისა და მათთან შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნით.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 155-ე პრიმა და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო მოპოვებას, შენახვას და ცეცხლსასროლი იარაღისა ა საბრძოლო მასალების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას". - თქვა კუპატაძემ.

1
943
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
943
  
11 მაისი, 19:24
"ჭეშმარიტი ქართული ოჯახი" მოგიტტყყაანნთ გამოდასავლეთებული სული თქვენს ჯიშშს და ჯილაგს დააჯჯვვას მთელი მსოფლიოს ღორებმა. ფუ თქვენი.
0 1 1