x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134528
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508648
"მაგ ფულს რომ მორჩები, მერე ჩემი გექნება გასასტუმრებელი" - პოლიციამ „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 8 პირი დააკავა

image




შსს-მ "ქურდული სამყაროს წევრობის" ბრალდებით 8 პირი დააკავა.




ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ პოლიციამ ისინი თბილისში, რუსთავსა და ჩხოროწყუში დააკავა.




საქმე ეხება ორ პირს შორის სამშენებლო ბიზნესში წარმოშობილ ფინანსურ დავას, კონკრეტულად კი - 130 000 ლარს, რომლის ამოღების მიზნით ერთ-ერთმა მხარემ "ქურდულ სამყაროს" მიმართა.



"გამოძიებით დადგინდა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქესა და თ.ჩ.-ს შორის, სამშენებლო ბიზნესიდან გამომდინარე ფინანსური დავა წარმოიშვა. სადაო თანხა შეადგენდა 130 000 ლარს. ამავე, კომპანიაში დასაქმებულმა 1964 წელს დაბადებულმა კ.ბ.-მ დახმარება აღუთქვა უცხო ქვეყნის მოქალაქეს და ფულის „ქურდული“ წესით ამოღების მიზნით კრიმინალურ ავტორიტეტებს მიმართა, მათ შორის თავის შვილს - 1989 წელს დაბადებულ კ.ბ.-ს.

თავის მხრივ, თ.ჩ.-მ, დასახმარებლად ასევე, კრიმინალურ ავტორიტეტებს მიმართა. კრიმინალურმა ავტორიტეტებმა, საქმის კურსში ჩააყენეს „კანონიერი ქურდები“ - ნიკა გითოლენდია და ნოდარ შუკაკიძე. ამის შემდგომ „ქურდული გარჩევა“ მოაწყვეს და ერთ-ერთ მოდავე მხარეს მეორის, ასევე, თავიანთ სასარგებლოდ განსაზღვრულ დროში გარკვეული თანხის გადახდა დააკისრეს.
პოლიციამ, ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ", - წერია შსს-ს განცხადებაში.

დაკავებულნი არიან:


1. 1989 წელს დაბადებული კ.ბ.

2. 1991 წელს დაბადებული გ.შ.

3. 1975 წელს დაბადებული რ.მ. (მეტსახელად „ლოლო“)

4. 1990 წელს დაბადებული ბ.ს.

5. 1964 წელს დაბადებული კ.ბ.

6. 1974 წელს დაბადებული მ.ყ. (მეტსახელად „ყურშა“),

7. 1991 წელს დაბადებული თ.ჩ. (მეტსახელად „თაზო“)

9. 1987 წელს დაბადებული ი.კ.







გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, 223-ე ტერცია მუხლის მე-2 ნაწილით და 223-ე კვარტა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





შსს-ს ვიდეო, სადაც არის საქმის დეტალების განხილვის ფარული ჩანაწერები:






0
377
1-ს მოსწონს
ავტორი:ნინო ხიმშიაშვილი
ნინო ხიმშიაშვილი
Mediator image
377
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0