x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ლელა კილაძე მეხუთე შვილს ელოდება (ფოტო)
image

ლელა კილაძე მეხუთე ბავშვს ელოდება.ამის დამადასტურებელ ფოტოს კილაძის დეიდაშვილი მარი გოშხეთელიანი ავრცელებს.



შეგახსენებთ, ლელა კილაძე, რომელიც ოთხჯერ იყო გათხოვილი, საზოგადოებამ ირონიულად "ქალი გარდამავალი დროშა შეარქვა", ბავშვს სავარაუდოდ მუსიკოს გიორგი ცაგარელისგან ელოდება.


image



ლელა კილაძეს, რომელსაც წინა ოთხი ქორწინებიდან ოთხი შვილის ჰყავს, საზოგადოებამ მას შემდეგ გაიცნო, რაც ის თბილისის იმდროინდელი მერის, გიგი უგულავას მეუღლე გახდა. ლელა კი­ლა­ძეს­თან ქორ­წი­ნე­ბა მე­სამე .


ლელა კილაძემ და გიგი უგულავამ ერთმანეთი მერიაში გაიცნეს. ლელა მერიის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე იყო. მაშინ ორივეს ჰყავდა ოჯახი და შვილები. გიგის ცოლი თაკო ცაგურია იყო, ლელას ქმარი - ნიკა მაჭარაძე. ლელა კილაძე დიდხანს მალავდა უგულავასთან რომანს და ამის გამო სამუშაოდ სააკაშვილთან გადავიდა. ისინი ერთად ხშირად დადიოდნენ სამოგზაუროდ.


უგულავასთან დაშორების შემდეგ მისი მეოთხე ქმარი გუკა რჩეულიშვილი გახდა:


„მტკვარზე მივედი, ლელა თავის მეგობრებთან ერთად იყო და რაღაცნაირად მივხვდი, რომ ჩემთან ერთად იქნებოდა. მაშინ მეც სხვა ცოლი მყავდა და ლელასაც სხვა ქმარი ჰყავდა. არ ვიცი, რატომ ვიფიქრე ასე, ვიგრძენი“, – ამბობდა გუკა რჩეულიშვილი მათ პირველ შეხვედრაზე.


წყვილი ურთიერთობას დიდი ხნის მანძილზე მალავდა, თუმ­ცა ყვე­ლა­ფე­რი მა­შინ გა­ირ­კვა, რო­დე­საც ლელა კი­ლა­ძის ორ­სუ­ლო­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია მის­მა მო­მა­ვალ­მა მა­მამ­თილ­მა, ვახ­ტანგ რჩე­უ­ლიშ­ვილ­მა გა­ავ­რცე­ლა. გუკა ამ დროს ცი­ხე­ში იმ­ყო­ფე­ბო­და.


უკ­რა­ი­ნა­ში ომის და­წყე­ბის შემ­დეგ, გუკა ხში­რად ჩა­დი­ო­და კი­ევ­ში და სხვა ქა­ლა­ქებ­ში, სა­დაც სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. რო­დის დას­რულ­და წყვი­ლის ურ­თი­ერ­თო­ბა, უც­ნო­ბია.


დღეისთვის ლელას გიორგი ცაგარელთან აქვს ურთიერთობა, რომელსაც როგორც სჩანს მასზე ასაკით უფროსი ქალები მოსწონს, შეგახსენებთ ცაგარელი ადრე ლიზა ბაგრატიონის მეუღლე იყო. მათი ურთიერთობის შესახებ ინფორმაცია 2014 წელს გასაჯაროვდა. წყვილი წლების მანძილზე ცხოვრობდა ერთად, თუმცა საბოლოოდ დაშორდნენ.

0
115
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
115
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0