x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
1 მაისს ფართოდ აღნიშნავდნენ საბჭოთა კავშირში- მცირე ისტორია და უნიკალური ფოტოარქივი
image

1 მაისი საბჭოთა კავშირში და სოციალისტურ ბანაკში ფართოდ აღინიშებოდა, რაც პროპაგანდის შემადგენელი ნაწილი იყო.

1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ დღესასწაული ოფიციალური გახდა, თავდაპირველად რსფსრ-ში, შემდეგ კი მთელს საბჭოთა კავშირში. მას თავიდან ეწოდებოდა „ინტერნაციონალის დღე“, შემდეგ, 1972 წლიდან მას ეწოდა „ მშრომელთა საერთაშორისო სოლიდარობის დღე" და აღინიშნებოდა 1 და 2 მაისს.

image


1 მაისი საბჭოთა კავშირში უქმე დღედ გამოცხადდა, ხოლო 1928 წლიდან სსრკ ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის დადგენილებით. 2 მაისიც უქმედ გამოცხადდა.

image

1 მაისს იმართებოდა მშრომელთა დემონსტრაციები და სამხედრო აღლუმები დღესასწაულის მეორე დღეს, როგორც წესი, მთელი ქვეყნის მასშტაბით იმართებოდა „მაისის დღეები“ - მასობრივი ზეიმი ბუნებაში.


სსრკ-ში „განვითარებული სოციალიზმის“ ეპოქაში პირველი მაისის დემონსტრაციებს სხვა დატვირთვა ჰქონდა. პირველ მაისს სსრკ-ს მშრომელი ხალხი "უცხადებდა სოლიდარობას "ჩაგრული" კაპიტალისტური ქვეყნების მშრომელთა რევოლუციურ ბრძოლას, ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას და ასევე გამოხატავდა ნებას მშვიდობისთვის ბრძოლაში და ნათელი კომუნისტური საზოგადოების მშენებლობაში."

image


1 მაისი, როგორც მშრომელთა საერთაშორის დღე სათავეს იღებს 19-ე საუკუნის ბოლოდან, როდესაც 1884 წელს ორგანიზებულ სავაჭრო და მუშათა პროფკავშირების ფედერაციამ, 1872 წელს კანადის მშრომელთა წარმატებით წაქეზებულმა, მოითხოვა რვა-საათიანი სამუშაო დღე აშშ-ში, რომელიც ძალაში 1886 წლის 1 მაისს უნდა შესულიყო. მას შედეგად საერთო გაფიცვა და ამბოხი მოჰყვა ჩიკაგოში, თუმცა ასევე ოფიციალური სანქციაც რვა-საათიან სამუშაო დღეზე. მაისის დღის ამბოხი მოგვიანებით განმეორდა 1894 და 1919 წლებშიც.


"წითელი საშიშროების“ პერიოდში აშშ-ში მაისის დღე როგორც მასობრივი უქმე დღე გაუქმდა, რაც საკმაოდ ირონიულია, ვინაიდან ეს ტრადიცია ჩიკაგოდან მომდინარეობს. ამასობაში სხვა ქვეყნებში (აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის გარდა) რეზიდენტი მუშა კლასები იბრძოდნენ იმისთვის, რათა პირველი მაისი ოფიციალურ მთავრობის მიერ სანქიონირებული უქმე დღე გამხდარიყო, რამაც საბოლოოდ თითქმის ყველგან წარმატებული შედეგი გამოიღო.


ამ მიზეზის გამო პირველი მაისი თითქმის მთელ მსოფლიოში აღინიშნება მუშათა უზარმაზარი ქუჩის დემონსტრაციებით, რომელთაც მეთაურობს მუშათა პროფკავშირები და სხვადასხვა სოციალისტური თუ კომუნისტური პარტია - თუმცა ეს ფენომენი აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში არ შეინიშნება, მათი ძლიერი ანტი-კომუნისტური პროპაგანდის გამო.


კანადაში, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში „მშრომელთა დღეს“ (Labor Day) სხვადასხვა თარიღებში აღნიშნავენ, რაც დაკავშირებულია ამ ქვეყნებში მშრომელთა მოძრაობის საკუთარ ისტორიაზე.





საპირველმაისო დემონსტრაცია-ფოტოს გადაღების თარიღი უცნობია

image

საპირველმაისო დემონსტრაცია ადიგენში-ფოტოს გადაღების თარიღი უცნობია

image

1 მაისი აბაშაში 1982 წელი

image

1 მაისი საჩხერეში

image

1 მაისი ქუთაისში-1957 წელი

image

ისევ ქუთაისი

image

სკოლის მოსწავლეები საპირველმაისი დემონსტრაციაზე

image

1 მაისი ხაშურში 1986 წელი

image

მედიცინის მუშაკები საპირველმაისო აღლუმზე, თბილისი 1961 წელი

image

საჩხერე 1 მაისი-1989 წელი

image

თბილისი ორჯონიკიძის რაიონი საპირველმაისო დემონსტრაციაზე 1980 წელი


image

0
175
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
175
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0