x
მეტი
  • 19.05.2024
  • სტატია:134756
  • ვიდეო:351972
  • სურათი:509104
"ხედავთ? პირველი რუსული მილიონის მფლობელი აცხადებს - ,,ალა ლუშულ კანონსო''!-რას აქვეყნებს არქივიდან გელა ზედელაშვილი?

image

ამას წინებზე დავწერე, ძალიან მაგარი არქივი მაქვს-მეთქი. თანაც ისეთი არქივი მაქვს, ვერავინ რომ ვერსად გაიპარება და მით უფრო, ვერც “პაწრიოტობას'' ითამაშებს!
*
როგორც ხედავთ, ამჯერად მამუკა ხაზარაძის “პაწრიოტობასა'' და “მამულიშვილობაზე'' უნდა მოგითხროთ.
ეს ხანდაზმული თაღლითი (მე რა, სასამართლომ დაადგინა) ბიძინა ივანიშვილს დღეებს უთვლის - ამდენი და ამდენი დღის მერე მოსკოვში იქნებაო, ანუ არჩევნების შემდეგ ეგრევეო. კიდე კარგი, მოსკოვს ამბობს და არა ჩელიაბინსკს (ეს ჩელიაბინსკი “ჟოპოებმა'' რატომ ამოიჩემეს, ვერ გეტყვით).
ჰოდა, მე სულ ვამბობ, ვინც დღენიადაგ რუსეთს აგინებს, ვისი ცხოვრებისეული “პროგრამაც'' რუსი ერის აუგად ხსენება გამხდარა და ზიზღს განგებ აფრქვევს, მას რაღაც აქვს ისეთი, რაც რუსეთთან აკავშირებს - ზოგი იქ დაიბადა, ზოგი იქ დავაჟკაცდა, ბევრმა ფული იქ იშოვა, ცხოვრება ჩელიაბინსკში აიწყო, ზოგი იქ სწავლობდა, ზოგმა დიპლომატიური აკადემია დაამთავრა, ზოგმა მგიმო დაამთავრა, ზოგის მამა იყო “კაკებეშნიკი'', ზოგისა - პაპა, ზოგს ცოლი ჰყავს რუსი, ზოგს ბებია, ზოგს რომელიმე წინაპარი და ასე შემდეგ. ჰო, ზოგის მშობლები სააკაშვილის მსახვრალ ხელს გაექცნენ რუსეთში, ახლაც იქ ცხოვრობენ, მაგრამ მათი შვილი ხაზარაძის “შტაბშია'' და ისევ სააკაშვილს უკმევს გუნდრუკს.
ეს “დავერბოვკებული'' შპიონები'' ახლა აქეთ გვედავებიან, “ლუშულ კანონს ნუ იღებთ'', თქვე “ლუშეთუმეებო'', ჩვენ “ევლოპა'' გვინდაო.
*
მაგალითად, მამუკა ხაზარაძე, რომელიც ბიძინა ივანიშვილს საქართველოში ყოფნის დღეებს უთვლის, რუსეთში “დაკაცდა'' და თქვენ წარმოიდგინეთ, თაღლითობებიც სწორედ იქ ისწავლა.
ჩემს არქივში დევს 2006 წელს “თიბისი ბანკის'' ეგიდით გამოცემული წიგნი, სადაც ბატონი ხაზარაძე “მეცენატად'' არის გამოცხადებული. ამავე წიგნში თვით მამუკა ყვება, როგორ დაიწყო ბიზნესი, როგორ იშოვა პირველი მილიონი, მეორე, მესამე და შემდეგ როგორ დაბრუნდა საქართველოში. თვით მამუკა ვერც კი გრძნობს (შეიძლება გრძნობს კიდევაც), რა ჩვენებებს იძლევა უნებურად რუსეთის სასარგებლოდ.
მოდით, რომ არ გადაგღალოთ, შემოგთავაზებთ რამდენიმე ამონარიდს ამ წიგნიდან, დასკვნა კი თავადვე გამოიტანეთ.
*
აქა ამბავი პირველი მილიონისა
“ერთ-ერთმა ქართულმა კომპანიამ ამერიკიდან ქილის ლუდის დიდი პარტია შემოიტანა. საქართველოში კი არ აღმოჩნდა ტექნიკა, რომელიც ამ ლუდებს კონვეირიდან გადმოტვირთავდა. ეს ამბავი ტელევიზიით გამოაცხადეს, რადგან იმდენად დიდი პარტია იყო, სარკინიგზო მიმოსვლა შეჩერდა. ლუდის ამბავი ხაზარაძემ სწორედ ტელევიზიით შეიტყო. დარეკა პეტერბურგში და იკითხა, ლუდი ხომ არ გინდატ ქილებშიო. ქილა - უმნიშვნელოვანესი შეფუთვა იყო. გააფორმა კონტრაქტი და მეორე დღეს, რაც ლუდით სავსე 18 კონტეინერის ბოლო ეშელონმა საქართველო დატოვა - სამტრედიის ცნობილი სარკინიგზო ბლოკადაც დაიწყო. ეს იყო სუფთა მოგება - პირველი რუსული მილიონი''.
ხედავთ? პირველი რუსული მილიონის მფლობელი აცხადებს - “ალა ლუშულ კანონსო''!
მაშინ განაგდოს მან “ლუშული მილიონი''!
***
აქა ამბავი მეორე მილიონისა
“იმ დროს (1990-იანები იგულისხმება, - გ.ზ.) საქართველოში კარაქი გაქრა. ესტონელი პარტნიორებისგან კი მიიღო ფაქსი, რომ ეს პროდუქტი ბევრი აქვთ. ხაზარაძემ “სამტრესტს'' კარაქში კონიაკის გადაცვლა შესთავაზა. მან პირველი კომერციული “ქართლი ბანკიდან'' კრედიტი აიღო, დაიქირავა სამგზავრო თვითმფრინავი, მოხსნა სკამები, დატვირთა კონიაკით და ბიძაშვილთან ერთად გაფრინდა. კონიაკებში ჩაკარგულ მგზავრებს პილოტმა ჰაერში შეატყობინა, რომ ტალინში პრემიერი გადადგა, ახალმა კი გამოუშვა ბრძანება, რომლის მიხედვითაც ქვეყნიდან ნებისმიერი პროდუქტის გატანა აიკრძალა. ქართული კონიაკი ტალინის მახლობლად რუსების სამხედრო ბაზაზე “დაჯდა''. 40 ჯარისკაცი “მარშბრასოკით'' მივარდა თვითმფრინავს და დაცლა დაიწყო. იქვე ბაზაზე კარაქით სავსე ორი ტრაილერიც გამოჩნდა... თბილისის აეროპორტში თავისუფლება უკვე კარაქით იყიდეს''.
(ისევ “ლუშული მილიონი''!)
*
ერთ მშვენიერ დღეს კი ხაზარაძე ფულით სავსე ყუთით “ქართლი ბანკს“ მიადგა, სესხი ხომ უნდა დაებრუნებინა? სანამ კონიაკი მიფრინავდა და კარაქი მოფრინავდა, ბანკმა გაკოტრება “მოასწრო''. ცენტრალური ბანკიდან მოვლინებული ბანკირი “ქართლის'' კარს ლუქავდა, როცა ხაზარაძე ყუთით ხელში გამოჩნდა. ბანკირმა, ხო არ გაგიჟებულხარ, სულ ცოტა მე მომეცი და დავიშალოთო.
ხაზარაძე ამბობს, იმ კაცს არ მივეცი, ფული სალიკვიდაციო კომისიას მივუტანეო, მაგრამ ვინ იცის, ასე იყო?
***
აქა ამბავი მესამე მილიონისა
“მოსკოვში პირველი მილიონი ბოთლი “ბორჯომი'' გააგზავნეს, ქალაქის მერს, ლუჟკოვს შეხვდნენ, უთხრეს, ბოლო 5 წლის განმავლობაში ეს პირველი ნამდვილი “ბორჯომი'' იყო და დახლებიდან ფალსიფიკაციის განსადევნად დახმარება სთხოვეს. ლუჟკოვმა 20 წუთში თათბირი მოიწვია და იკითხა, ჩვენ აქამდე რას ვსვამდითო? ერთ-ერთმა მოადგილებ გაბედა და უთხრა - მოსკოვის მდინარის წყალს ვსვამდით, ოღონს გაზირებულსო. ერთ კვირაში გამოიცა მერის განკარგულება და მოსკოვის ტერიტორიაზე ფალსიფიცირებული “ბორჯომი'' აიკრძალა''.
(ისევ “ლუშული მილიონი''!)
*
შეკითხვა: პოლიტიკაზე არ გიფიქრიათ?
ხაზარაძის პასუხი: არა და არც ვიფიქრებ, რადგან იმდენად დიდი შრომა გავწიეთ და იმდენი რამ ვისწავლე ბიზნესში, რომ ჩემი ქვეყნისთვის აქ გაცილებით ეფექტური ვარ.
***
ალტერნატიული კომკავშირის ლიდერი
ერთ დროს პოლიტექნიკური ინსტიტუტის კომკავშირის ლიდერი (მდივანი, - გ.ზ.) ხაზარაძე ალტერნატიული კომკავშირის შექმნაზე ფიქრობდა. მართალია, არ გამოუვიდა, მაგრამ სულით მაინც კომკავშირელი დარჩა, როგორც 1989 წლის 10 აპრილს კომუნისტურ პარტიაში შესული დავით უსუფაშვილი დარჩა ბოლშევიკად.
*
ხედავთ?
ამ ადამიანის ცხოვრება მჭიდროდ იყო დაკავშირებული რუსეთთან. ეს ხანდაზმული რუსეთუმე ბიძინა ივანიშვილზე იძახის, ფული რუსეთში იშოვა, მაგ ოლიგარქმაო. ხაზარაძის ლეკვებიც იმავეს წკავწკავებენ - ბიძინა რუსი ოლიგარქიაო, ფულები რუსეთიდან ჩამოიტანაო.
ეგრეა, ბოზი ყოველთვის იქით სხვას ედავება, შე ბოზო და ლოთოო!"-წერს ინტერნეტგამოცემა "ლიდერის" დირექტორი, ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი
1
212
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
212
  
სპი-დან(გპი) ეხლაც კარგად მახსოვს ხაზარაძის ,, სიფათი'', როდესაც სტუდენტებს გარიცხვით ემუქრებოდა საშვიდნოემბრო და საპირველმაისო ,, პარადებზე'' გაუსვლელობის გამო....
0 1 1