x
მეტი
  • 18.05.2024
  • სტატია:134730
  • ვიდეო:351972
  • სურათი:509059
მამაკაცი, რომელიც კაბის ქვეშიდან ფარულად იღებდა ვიდეოებს, საშიში პედოფილი აღმოჩნდა

image

მამაკაცი, რომელიც ქალებს ქვედაბოლოს ქვეშიდან ფარულად უღებდა ვიდეოებს, საშიში პედოფილი აღმოჩნდა.საქმე იმაშია, რომ იგი ბავშვის გატაცებას გეგმავდა, თუმცა ჩანაფიქრი ჩაეფუშა.

შეერთებულ შტატებში მიმდინარეობს ნებრასკელი მამაკაცის სასამართლო პროცესი, რომელიც აღმოჩნდა საშიში პედოფილი, იგი ოცნებობდა ბავშვის გატაცებასა და გაუპატიურებაზე. ინფორმაციას გამოცემა KETV ავრცელებს.

33 წლის კევინ ჯექსონის წინააღმდეგ გამოძიება 2022 წელს დაიწყო. მაშინ ქალაქ ომაჰაში მდებარე სუპერმარკეტის თანამშრომლებმა შენიშნეს მამაკაცი, რომელიც ქალ კლიენტებს კაბის ქვეშ მალულად უღებდა ვიდეოებს.

როდესაც ჯექსონი პირველად დააკავეს, მან აღიარა, რომ ინციდენტის დროს მისი ტელეფონი ჩაწერის რეჟიმში იყო ჩართული, მაგრამ ვიდეოს ჩვენებაზე უარი თქვა.

image

2022 წლის სექტემბერში პოლიციამ მიიღო ორდერი ამერიკელის მობილური მოწყობილობის შესამოწმებლად, სადაც აღმოაჩინა ბავშვებზე განხორციელებული სექსუალური ძალადობის ამსახველი ათზე მეტი ვიდეო და ფოტო. გარდა ამისა, ჯექსონის ტელეფონში პოლიციამ 2022 წლის მაისით დათარიღებული ჩანაწერები იპოვა, რომელშიც აღწერდა სკოლის მოსწავლეებს, უთვალთავლებდა და მათი მშობლების მანქანების ნომრებს ინიშნავდა. ერთ-ერთ ჩანაწერში ჯექსონი გაუპატიურების მიზნით ბავშვის გატაცებას გეგმავდა.

აპრილის ბოლოს მამაკაცი დააკავეს და დუგლასის ოლქის ციხეში გადაიყვანეს. მას 150 000 დოლარის გირაო შეეფარდა. თუ ამერიკელი ყველა ბრალდებაში დამნაშავედ სცნეს, მას 200 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.




0
33
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
33
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0