x
მეტი
  • 18.05.2024
  • სტატია:134730
  • ვიდეო:351972
  • სურათი:509056
"ეს ჯგუფი ამუნათებს დანარჩენ მოსახლეობას, უწყობს საბოტაჟს, საინფორმაციო და მორალურ ტერორს, ავიწროებს, ზღუდავს გადაადგილებაში, აშინებს..."

image

"გუშინდელ აქციას კოლექტიური ნაცმოძრაობის სახელი და სახე ჰქვია. თუ სურდათ მოსახლეობისთვის იმის შეხსენება, თუ ვინ იყვნენ და ვინ არიან, გამოუვიდათ. შეახსენეს.

ვინც გუშინ საჭესთან მჯდომ ქალს უყვიროდა ნაცი არ ვარო და თან ნაცებს აგინებდა, ელემენტარული რამ არ იცის, ქალთან მოპყრობის ეთიკის გარდა, როცა აქციას აანონსებს კოლექტიური ნაცმოძრაობის რამდენიმე პოლიტიკური პარტია და იქ მიდიხარ, ნაციონალი ხარ. ეს აქსიომაა.

ამასთან ერთად, აქციების დასაწყისში პოლიტიკური მიზანიც გამოცხადდა, "ქართულ ოცნებას" არჩევნების წინ მიაყენონ მაქსიმალური ზიანი. დანარჩენი (კანონი, კურსი...) საბაბი და ლირიკაა.

"ეს ბა შვების აქციაა" და მსგავსი ზღაპრები არ ჭრის. მით უმეტეს, როცა ხან გვარამია აქვეყნებს ფოტოს, დამცინავი სახით, ხან ნაცმოძრაობა ითხოვს ხელისუფლების გადაბარებას და ა.შ.

აქციაზე გახმოვანებული ფრაზები:

- "ონკოლოგიური ავადმყოფი ვარ, 1 საათში მკურნალობა უნდა ჩავიტარო".

- "არ გვაინტერესებს. ყველა აქ უნდა ვიდგეთ".

✔️ საჭიროა კომენტარი?

- "ბავშვი მყავს დატოვებული"

- "ჩვენც გვყავს ბავშვები. თქვენი ბავშვებისთვის ვდგავართ".

✔️ მილიონნახევრიან ქალაქში უამრავი ადამიანი გადაადგილდება არა სასეირნოდ, არა უბრალოდ სახლში ბრუნდება, არამედ იმ მომენტში წყვეტს ათასგვარ პრობლემას, მათ შორის მძიმეს. მსგავს საბოჟს და სხვების პრობლემების დაკიდებას გამართლება არ აქვს. უბრალოდ ადასტურებთ, რომ აქციის ორგანიზატორები ნაციონალებია.

- "თუ პრობლემა გაქვს, სასწრაფო გამოიძახე"

✔️ როგორ უნდა გამოიძახოს სასწრაფო, როგორ მივა?

- "სასწრაფოსაც ვატარებთ, სახანძროსაც".

✔️ მაგ უკანონო ბლოკპოსტამდე თუ მოაღწია, კი გაატარებ, მაგრამ როგორ უნდა მოაღწიოს, როცა გაჭედილია პეკინზე, ყაზბეგზე, სანაპიროზე და სხვა ადგილებზე, რადგან გმირთა მოედანია პარალიზებული და თუ მოაღწია და გაატარე, სადაც მიდის, იქამდე როგორ მიაღწევს, როცა მოძრაობის სრული პარალიზება მოხდა? ვინ აგებს პასუხს, როცა ვინმეს სამედიცინო დახმარება უგვიანდება?

- "ვისაც აქ დგომით (მძღოლებზეა საუბარი) დისკომფორტი ექმნება, ესე იგი ისინი ქოცები არიან და ფეხებზე მკიდია".

✔️ საჭიროა კომენტარი?

აქციის კულმინაციური ფრაზა, ახალგაზრდა გოგო სპეცრაზმის მისამართით ამბობს:

- "მალე მოვლენ? დაგვარბევენ, თუ უნდა ვეხვეწოთ?"

✔️ წინასწარ ჰქონდათ დაგეგმილი, რომ გმირთა მოედნის დაბლოკვით, დარბევა გამოეწვიათ. იგივე იყო გუშინწინ. როცა მომიტინგეებს პოლიცია გაეცალა, პროვოკაციას გვიწყობენო, პოლიტიკოსებმა თქვეს, და თავად წავიდნენ პოლიციის საძებნელად. საოცარი სურათი იყო" აქცია ეძებს პოლიციას".

მოკლედ, აქციებმა მარგინალური ხასიათი მიიღო.

ქვეყანაში 25 ათასი ენჯეოა. თითო კაცი იანგარიშეთ. ამას ემატება რამდენიმე ასეული მომზადებული ჯგუფი. პლუს ნაცმოძრაობის ორგანიზატორი პარტიები მათი მომხრეებით.

ეს ჯგუფი ამუნათებს დანარჩენ მოსახლეობას, უწყობს საბოტაჟს, საინფორმაციო და მორალურ ტერორს, ავიწროებს, ზღუდავს გადაადგილებაში, აშინებს...

ყველაფერი იფუთება დასავლური კურსის მომხრეობით. ვისაც თქვენზე ნაკლებად უნდოდეს ევროინტეგრაცია... არ დავასრულებ. ბევრი დაბადებული არ იყო ნატოში რომ დავდიოდი. მეოთხედი საუკუნე გავიდა. ეს ისე.

ჯამში ხდება ის, რომ უმცირესობა თავის ნებას კარნახობს უმრავლესობას, რადგან უმრავლესობა ჩვენთან ყოველთვის პასიურია. ამას თავისი მიზეზები აქვს.

უმცირეობა ეუბნება უმრავკესობას შენი არჩევანი არაფერს ნიშნავს, მე ვარ საქართველოს ხმა. გარედანაც კვერს უკრავენ.

რამდენჯერაც უმრავლესობამ საკუთარი არჩევანი არ/ვერ დაიცვა, იმდენჯერ უბედურება მოხდა.

დასკვნები:

1. ქვეყანა უნდა მიეჩვიოს არჩევნებიდან არჩევნებამდე ცხოვრებას.

2. თუ ოპოზიცია ხელისუფლებას არჩევნებს ვერ უგებს, მიზეზები საკუთარ წიაღში უნდა ეძებოს.

3. უმრავლესობამ უნდა ისწავლოს არჩევანის, ხმების, სუვერენიტეტის არსი და მისი დაცვა, თუ არ სურს აიცილოს თავიდან ის, რაც ბევრჯერ მომხდარა. თუ ვერ მოახერხებს, სხვას ნუ დააბრალებს, ნურც შიგნით, ნურც გარეთ. ერს ვერავინ მოერევა, თუ ის ფეხზე დგას.

P.S. 1. არ მეგონა დიდ პარასკევს ასეთ თემებზე დავწერდი, მაგრამ მთელი ღამე უამრავი ადამიანი მწერდა.

2. ამ თემებზე ბევრჯერ დამიწერია. ერთ-ერთ პოსტს, შარშანდელს, კომენტარებში დავდებ და გადაავლეთ თვალი.

რასაც მანდ, ან ახლა ვწერ, არ ეხება რომელიმე პარტიას. ყველა დროში ასე უნდა მუშაობდეს. მუდმივი რყევები ქვეყანას არასტაბილურ იმიჯს უქმნის. ესეც ანა-ბანაა.

ახალი რა დავწერო ან უკეთ როგორ დავწერო, არ ვიცი. ვინც წაიკითხავთ, კომენტარი ამ პოსტის ქვეშ დაწერეთ."

ამირან სალუქვაძე-თადარიგის გენერალი და სამხედრო ექსპერტი.




0
113
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
113
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0