x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
ვარსკვლავების ნაწიბურების ტრაგიკული წარმომავლობა
მოგეხსენებათ, რომ შოუბიზნესი არის "ცნობილების" კომერციული საესტრადო გამოსვლა, რომელიც წარმოადგენს ღონისძიების ორგანიზატორთა შემოსავლის წყაროს და დღეს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანას აქვს ის. შუბიზნესის წევრები არიან ამა თუ იმ ქვეყნის ცნობილი მომღერლები, მსახიობები, მოდელები და ა.შ, რომლებიც მუდამ ყურადღების ცენტრში არიან, ვიდრე სხვა ჩვეულებრივი მოქალაქეები. ისინი ასევე ხვდებიან ყვითელი პრესის ფურცლებსა და ჭორების ქარ-ცეცხლში. რა თქმა უნდა არიან ცნობილები, რომლებიც პრესისა და ტელევიზიებისგან იზოლირებულად ცხოვრობენ, თუმცა მათი განსაზღვრული ნაწილი დღემდე აქტიურად იკავებს "ყველაზე სექსუალური"-ს სტატუსსა და სკანდალებით იწევს რეიტინგს. პაპარაცებისა და ჟურნალისტების თვალს მიღმა ხომ არაფერი რჩება, აქტიურად იქექებიან ჩვენი ცნობილების პირად ცხოვრებასა და ქორწინება-განქორწინების საკითხშიც, რომელიც ჩვენს ცნობილებს (უმეტეს მათგანს) კარიერაზე ნაკლებად ადარდებთ.



image



როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნე, პაპარაცები და კამერები არის ყველგან, იქ, სადაც არიან ჩვენი ვარსკვლავები. ამიტომ ისინი ათასობით თანხებს ხარჯავენ იმის გამო, რომ მოუვლელობისა და არაესთეტიკურობის გამო არ მოხვდნენ ჟურნალების გარე ყდაზე, თუმცა ხდება გამონაკლისებიც, ვინაიდან ისინიც ისეთივე ადამიანები არიან, როგორც სხვა ყველა ჩვენ-დანარჩენი, მათაც უწევთ ზედმეტი თმის მოცილება სახიდან თუ სხეულის სხვა ნაწილებიდან, იკეთებენ მაკიაჟს, იღებენ შხაპსა და ფერუმარილის მეშვეობით მალავენ ნაკლოვანებებს. ამ ყველაფრის მიუხედავად კი, მაინც ხვდებიან პაპარაცის ობიექტივში, რომელსაც მათი არც ერთი წვრილმანი არ რჩება კამერებს მიღმა და გვანახებს ვარსკვლავებს სულ სხვა რაკურსით და არა ისეთს, როგორიც პრიალა ყდებიდან იდეალებად გვევლინებიან.






ვარსკვლავებიც ისეთივე ადამიანები არიან ამ პლანეტაზე, როგორც სხვა დანარჩენი. მათაც ემართებათ უბედური შემთხვევები, რომლებიც ზოგჯერ სამუდამო დაღს ასვამთ. მოდით, გავიგოთ თუ საიდან და როგორ მიიღეს მათ ეს ნაწიბურები.



ვარსკვლავების ნაწიბურების ტრაგიკული წარმომავლობა





1. სილი. image
მას შემდეგ, რაც ბავშვობაში ე.წ ბატონები, ვირუსული ინფექცია გადაიტანა, მომღერალ სილს სახეზე დამახასიათებელი ნაწიბურები დარჩა. მან მოახერხა დაავადების გარეგანი გამოვლინების განკურნება, მაგრამ თანდაყოლილი იმუნოდეფიციტი მუსიკოსს არ აძლევს საშუალებას იცხოვროს მედიკამენტების გარეშე, რომლებიც მხარს უჭერენ სხეულის დამცავ ფუნქციებს.





2. ენდი გარსია. image

გარსია მხარზე შეზრდილი სიამის ტყუპით დაიბადა, რომელიც ქირურგიული ჩარევით მოკვეთეს, თუმცა ნაწიბური დარჩა.





3. ლიზა ბოიარსკაია. image

"ნაწიბური ჩემს ლოყაზე ჩემი ნიშანია" - განაცხადა თავად ელიზაბეტმა Cosmopolitan-თან ინტერვიუში თითქმის 10 წლის წინ. "9 თვის ასაკში დედაჩემის კალთაში ვიჯექი. უცებ ნათურა აფეთქდა, რომელიც ფრაგმენტებად დაიშალა, ერთ-ერთმა ლოყა გამიჭრა. არ ვაპირებ ამ კვალის დაფარვას".





4. სანდრა ბალოკი.image

მსახიობს მარცხენა თვალთან აქვს ნაწიბური, რაც ბავშვობაში მდინარეზე კლდიდან გადახტომის შედეგი გახდა.





5. ოუენ ვილსონი. image

კომედიის გმირმა დაახლოებით 10 წლის წინ სცადა თვითმკვლელობა. მსახიობს უჭირდა ქეით ჰადსონთან, მის კოლეგასთან დაშორება. ფილმში "ის, მე და მისი მეგობრები" თამაშის შემდეგ. უილსონმა ნარკოტიკებით თავის მოკვლა სცადა, მსახიობმა ვენებიც გადაიჭრა, მაგრამ, საბედნიეროდ, დროულად გადაიყვანეს საავადმყოფოში. ამის შემდეგ ოუენს ხელებზე ნაწიბურები დარჩა.





6. ხოაკინ ფენიქსი. image

ხოაკინმა ოპერაციის შედეგად სცადა ტუჩის ფორმის გამოსწორება, რადგან ის ე.წ "კურდღლის ტუჩით"დაიბადა.





7. შერონ სტოუნი. image

შერონს ჯირითი ბავშვობიდან უყვარდა. სწორედ ბავშვობაში, ერთ-ერთი ჯირითის დროს თოჯი შემთხვევით მის კისერზე აღმოჩნდა და მისი ნაწიბური სწორედ დაჭიმული თოკის შედეგია.





8. კაილი ჯენერი. image

ლამაზმანს ბავშვობიდან მარცხენა ფეხზე ნაწიბური აქვს. "როცა ხუთი წლის ვიყავი, მე და ჩემი და ვთამაშობდით დამალობანას და მე დავიმალე მაღალი დახურული ჭიშკრის მიღმა, რომელსაც ჰქონდა ბასრი ლითონის მილები და აძრომისას გავიჭერი ფეხი" - ამბობს კაილი.





9. კეტრინ ზეტა ჯონსი. image

ბავშვობაში მსახიობს ვირუსი დაემართა, რომელიც სუნთქვაში უშლიდა ხელს. გოგონას სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა და ექიმებმა ტრაქეის ოპერაცია გადაწყვიტეს, რის შემდეგაც კეტრინს ყელზე ნაწიბური დარჩა. მისი მოხსნა არ არის რთული საქმე, მაგრამ მსახიობი არსებითად არ იშორებს ნიშანს. "ეს ნაწიბური რომ არა, ახლა აქ არ ვიქნებოდი" - ამბობს მსახიობი.




0
433
3-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
433
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0