x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"ახალგაზრდობას შეუძლია იმღეროს შტერული სიმღერა და აქციოს საქართველოს ჰიმნად!"
image
როგორც ცნობილია საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლასთან ერთად გულშემატკივრებმა აიტაცეს სიმღერა "გაიღიმე", რომელსაც თავის დროზე მერაბ სეფაშვილი მღეროდა, მუსიკის ავტორია გია მაჭრაშვილი, ხოლო ტექსტი ეკუთვნის ირმა სოხაძეს.


ფილოლოგმა და პოლიტიკოსმა ლევან ბერძენიშვილმა „მთავარი არხის“ ეთერში იმ ახალგაზრდებზე ისაუბრა, რომლებმაც აღნიშნული სიმღერა „გამარჯვების ჰიმნად“ აქციეს და ამბობს, რომ „ახალგაზრდობას შეუძლია იმღეროს შტერული სიმღერა და აქციოს საქართველოს ჰიმნადაც კი“.


ლევან ბერძენიშვილის განცხადებას, სოციალურ ქსელში ირმა სოხაძე ეხმაურება, რომელიც სიმღერა „გაიღიმე“-ს ტექსტის ავტორია და შემდეგი შინაარსის ტექსტს აქვეყნებს:


„ახალგაზრდობას შეუძლია იმღეროს შტერული სიმღერა და აქციოს საქართველოს ჰიმნად!"
დიახ, ბატონო ლევან!
„ირმა სოხაძის ტექსტზეც კი!“
დიახ, ბატონო ლევან!
ეს თქვენ თქვით, მე არ მითქვამს!



ასე გეწყინათ, ამ „შტერული" სიმღერის, კერძოდ კი სიტყვების „ზღაპრის ბოლო კეთილია" - ნაცებს საუნდტრეკად და სლოგანად გამოყენების უფლება რომ არ მივეცი?! არ მეგონა, ეს ფაქტი ასე თუ გაგამწარებდათ ისე, ხალხს და მით უფრო, ახალგაზრდებს, არაფერი ეშლებათ, ბატონო ლევან!“, - წერს სოციალურ ქსელში ირმა სოხაძე.

0
75
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
75
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0