x
მეტი
  • 07.05.2024
  • სტატია:134666
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508870
გრანდიოზული სე@ს-ფესტივალი ორგანიზატორებზე განხორციელებული მუქარის გამო ჩაიშალა
image

სამხრეთ კორეაში გაუქმდა გრანდიოზული სექს-ფესტივალი, სადაც იაპონელ პორნოვარსკვლავებს უნდა მიეღოთ მონაწილეობა. ინფორმაციას The Daily Star ავრცელებს.



ღონისძიება, სახელწოდებით 2024 KFX The Fashion, 21-22 აპრილს სეულში იყო დაგეგმილი. ფესტივალის პროგრამა მოიცავდა ეროტიკულ ცეკვებს, „ზრდასრულთა თამაშებს“, როგორიცაა შიშველი მონაწილეების მიერ ბუშტების გახეთქვა და ახალი სექს სათამაშოების დემონსტრირება. თუმცა, კორეის დედაქალაქის რაიონულმა საბჭოებმა და ქალთა სხვადასხვა ორგანიზაციებმა ფესტივალის წინააღმდეგ გაილაშქრეს.



2024 KFX The Fashion-ის ფესტივალი ბარ Gangnam-ის ტერიტორიაზე უნდა გამართულიყო ;გადაწყდა, რომ ღონისძიება ზედმეტი ხმაურის გარეშე ჩატარებულიყო. მაგრამ ინფორმაციამ მაინც გაჟონა, რის შემდეგაც რაიონულმა საბჭომ გაუგზავნა წერილი ყველა დაწესებულებას, რომელშიც ეწერა, რომ ფესტივალი იყო "მორალურად მავნე". ბარებსა და რესტორნებს დაემუქრნენ დახურვით, თუ ისინი გადაწყვეტდნენ ღონისძიების ჩატარებას საკუთარ შენობაში.


image

ფესტივალის ორგანიზატორმა ლი ჰე-ტაემ განაცხადა, რომ მოხდა "წარმოუდგენელი შემობრუნება" და რომ მას სიკვდილით დაემუქრნენ. ”მე მექცეოდნენ როგორც კრიმინალს, მიუხედავად იმისა, რომ უკანონო არაფერი გამიკეთებია”, - თქვა მან. სკანდალის შემდეგ, მოწვეულმა პორნოვარსკვლავებმა საკუთარი უსაფრთხოების გამო, მონაწილეობაზე უარი თქვეს.



ლი ჰე ტაემ აღნიშნა, რომ ის ცდილობს სამხრეთ კორეაში განავითაროს ზრდასრულთა გართობის კულტურა, რომელიც ამ ქვეყანაში არ არსებობს. გარდა ამისა, მან ხელისუფლება თვალთმაქცობაში დაადანაშაულა.


„ინტერნეტში ყველა აზიარებს პორნოგრაფიას, შემდეგ გამოდიან ქსელიდან და თავი მამა აბრამის ბატკნად მოაქვთ. როდემდე გაგრძელდება ეს წინააღმდეგობა?" - მან თქვა.


The Korea Herald-ის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ 2024 წლის KFX The Fashion გაუქმდა, 22 აპრილს ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ ფესტივალი ივნისში მაინც ჩატარდება და დაგეგმილზე უფრო დიდი იქნება.


ლი ჰე ტაემ თქვა, რომ მოლაპარაკებებს აწარმოებს კერძო ფართის დაქირავებაზე და აპირებს მეტი იაპონელი პორნოვარსკვლავის მოწვევას.

0
218
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
218
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0