x
მეტი
  • 05.05.2024
  • სტატია:134628
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508794
მომღერალი მარიამ ელიეშვილი ბიზნესმენზე დაქორწინდა
image

.

ცნობილი ქართველი ახალგაზრდა მომღერალი მარიამ ელიეშვილი სულ ახლახან დაქორწინდა. სოციალურ ქსელებში მათი ქორწილის ამსახველი ფოტოსურათებიც კი გავრცელდა, სადაც წყვილი თაიგულთან ერთადაა გადაღებული და მათ საქორწინო სამოსი აცვიათ. მომღერალი მშვენიერ თეთრ კაბაშია გამოწყობილი.

,


“როგორ უხდებით ერთმანეთს” – წერენ სოციალური ქსელის მომხმარებლები პოსტზე სადაც მომღერალი მარიამ ელეიშვილი მეუღლესთან ერთად გადაღებულ ფოტოს გვიზიარებს.

.

როგორც ჩანს მარიამის ქმარი ბიზნესმენია და ამ ეტაპზე საქართველოს ფარგლებს გარეთ იმყოფება. მისი ვინაობა არსად გაჟღერებულა, თუმცა მედიასაშუალებებში წერენ, რომ მისი მეუღლე ამჟამად ამერიკაში ცხოვრობს. სად გაიცნო მომღერალმა რჩეული, ან როგორ მოახერხა მისი გულის მონადირება, ეს ჯერჯერობით უცნობია.

,

თუმცა, მანამდე წინა წლებში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მარიამ ელიეშვილი ოლიმპიური ჩემპიონის, ლაშა ბექაურის რჩეული იყო. ეჭვები მას შემდეგ გაჩნდა, რაც ლაშა ბექაურმა ამ მომღერალს საკმაოდ ემოციური ლექსი ერთერთ გადაცემაში მიუძღვნა, .. ამას მოჰყვა ჭორები, რომ შესაძლოა ისინი დაქორწინებულიყვნენ, თუმცა მოგვიანებით ელიეშვილმა რამდენჯერმე განმარტა, რომ ლაშასთან მეგობრობს და სხვა არაფერი აკავშირებს.

0
305
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
305
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0